არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მომავალს იეჰოვას ვუკავშირებ

მომავალს იეჰოვას ვუკავშირებ

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. მე მინდა, რომ ვიცოდე, რას მიქადის მომავალი მე

    და როგორ წარვმართავ ნაბიჯებს ცხოვრების ფართო გზაზე.

    მაგრამ მახსოვს, რომ ვცხოვრობ იეჰოვასთვის,

    მე მას ვეკუთვნი, ღმერთია ჩემი ის.

    (მისამღერი)

    დღეს ვირჩევ ცხოვრების გზას დაკვირვებით, ბრძნულად,

    იეჰოვას გზით ვივლი გონივრულად

    და მის გულს გავახარებ მე ყოველ წუთს, ყოველ წამს.

    მან მიბოძა სიცოცხლე, ამას არ ვივიწყებ.

    თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, დღეს ცხოვრებას ვიწყებ

    და ვივლი მე ჩემი ღვთის გზით ყოველდღე, მარადჟამს.

  2. 2. დღეს ეს ქვეყნიერება მიზიდავს, მთავაზობს მაცდურ გზას,

    გზას, რომელიც ჩამომაშორებს ღმერთს, მისგან შორს წამიყვანს.

    მაგრამ მახსოვს, რომ ღმერთს მივუძღვენი თავი,

    არაფერზე ჩემს რწმენას მე არ გავცვლი.

    (მისამღერი)

    დღეს ვირჩევ ცხოვრების გზას დაკვირვებით, ბრძნულად,

    იეჰოვას გზით ვივლი გონივრულად

    და მის გულს გავახარებ მე ყოველ წუთს, ყოველ წამს.

    მან მიბოძა სიცოცხლე, ამას არ ვივიწყებ.

    თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, დღეს ცხოვრებას ვიწყებ

    და ვივლი მე ჩემი ღვთის გზით ყოველდღე, მარადჟამს.

    (ხიდი)

    მე საფუძველს ვუყრი უსასრულო გზას,

    იეჰოვას გვერდით ბედნიერ მომავალს.

    ან რა შეედრება ასეთ ცხოვრებას?

    მე ხომ ყოველდღე ვუძღვნი ჩემს ღმერთს დიდებას!