არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მჯერა შენი

მჯერა შენი

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. შენი სიტყვები გულს სწვდება

    და ღრმად მებეჭდება.

    მამშვიდებს და ძალას მმატებს და მავსებს იმედით.

    რაც არ უნდა მოხდეს ხვალ,

    შენს სიტყვებს არ გადავალ,

    ყოველთვის დავიცავ მე მათ, რაც მახსენებს, რომ

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ)

    შენთან სულ ვიარო,

    ხელი შენ მაგრად ჩაგჭიდო.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    გასაჭირში არ მტოვებ,

    ძალას მაძლევ და სიბრძნეს.

    არ მაქვს შიშის მიზეზი დღეს — მჯერა შენი მე.

  2. 2. ქვეყნიერებას სურს, დამცეს,

    წავიქცე, გული გამიტყდეს.

    მე შენკენ მოვაპყრობ მზერას, შენ არ მტოვებ.

    სჭირდება დრო, რათა შენს

    სიტყვას ღრმად ჩავუკვირდე,

    ჩავიბეჭდო გულში მე ის, დავფიქრდე, რომ

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ)

    შენთან სულ ვიარო.

    ხელი შენ მაგრად ჩაგჭიდო.

    სირთულის მიღმა გავიხედო,

    უხილავს მზერა მივაპყრო.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    გასაჭირში არ მტოვებ,

    ძალას მაძლევ და სიბრძნეს.

    არ მაქვს შიშის მიზეზი დღეს — მჯერა შენი მე.

    დღეს მე.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ)

    შენთან სულ ვიარო.

    ხელი შენ მაგრად ჩაგჭიდო.

    სირთულის მიღმა გავიხედო,

    უხილავს მზერა მივაპყრო.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    გასაჭირში არ მტოვებ,

    ძალას მაძლევ და სიბრძნეს.

    არ მაქვს შიშის მიზეზი დღეს — მჯერა შენი მე.