სიმღერა 89
იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“
1. ახალგაზრდებო, გული მომართეთ ჩემკენ,
დაინახოს მტერმა, ვინც დამცინის მე დღეს,
რომ მიძღვნით ახალგაზრდულ წლებს თქვენი ნებით;
ასე ყველას უჩვენებთ, რომ ცხოვრობთ ჩემთვის.
(მისამღერი)
ჩემო შვილო, იყავი ბრძენი,
გაახარე გული ჩემი,
რომ მემსახურო მთელი გულით,
ქება მიძღვნა შენი ნებით.
2. ყოველთვის სიხარულით გაიღე ჩემთვის,
მე აგაყენებ, თუკი წაბორძიკდები,
და თუ ცხოვრებაში გიღალატებს ვინმე,
ვიზრუნებ შენზე, ჩემგან ნუგეშს მიიღებ.
(მისამღერი)
ჩემო შვილო, იყავი ბრძენი,
გაახარე გული ჩემი,
რომ მემსახურო მთელი გულით,
ქება მიძღვნა შენი ნებით.
(იხილეთ აგრეთვე კან. 6:5; ეკლ. 11:9; ეს. 41:13)