სიმღერა 33
ნუ შეგეშინდებათ მათი!
1. ჩემო ხალხო, იქადაგე ღვთის სამეფოს შესახებ,
არ შეკრთე მტრის წინაშე! მსურს, რომ ყველამ იცოდეს:
ჩემმა გამეფებულმა ძემ მტერი ცას მოაშორა,
მის მსხვერპლს ათავისუფლებს და მალე ეშმაკს შებორკავს.
(მისამღერი)
არ შეგეშინდეთ მათი, ვინც
ამაყად გემუქრებათ.
დავიცავ ჩემს მსახურებს, თუ
ავლენენ ერთგულებას.
2. თუმცა მტერი ძლიერია, გლანძღავთ და გემუქრებათ,
მტრულად გეპირფერებათ და მუდამ იტყუება.
არ შეკრთეთ, ჩემო მებრძოლნო, თუ გდევნიან სასტიკად!
გამარჯვებამდე მიგიყვანთ, ერთგულებს მე დავიცავ.
(მისამღერი)
არ შეგეშინდეთ მათი, ვინც
ამაყად გემუქრებათ.
დავიცავ ჩემს მსახურებს, თუ
ავლენენ ერთგულებას.
3. არასოდეს დაგივიწყებთ, მე ვიქნები თქვენ მცველად,
და თუ ზოგი დღეს კვდება, მალე ის კვლავ აღდგება.
ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხცეულს კლავს, არა სულს.
მე მივიყვან მიზნამდე ჩემს მსახურს, ბოლომდე ერთგულს.
(მისამღერი)
არ შეგეშინდეთ მათი, ვინც
ამაყად გემუქრებათ.
დავიცავ ჩემს მსახურებს, თუ
ავლენენ ერთგულებას.
(იხილეთ აგრეთვე კან. 32:10; ნეემ. 4:14; ფსალმ. 59:1; 83:2, 3)