არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მტკიცე ხასიათის ადამიანი ფესვგადგმული ხესავითაა, რომელსაც ქარიშხალი ვერაფერს აკლებს

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

9. მეობა

9. მეობა

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

ადამიანის მეობა მხოლოდ მისი სახელით ან გარეგნობით არ განისაზღვრება. ამაში შედის ისიც, თუ რა ფასეულობები, შეხედულებები და პიროვნული თვისებები აქვს. მეობა მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს, როგორც ადამიანის შინაგან სამყაროს, ისე გარეგნულ ფაქტორებს.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲝ

როცა ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ და მტკიცე ხასიათი გაქვს, შენი პრინციპების ერთგული რჩები და ადვილად არ ექცევი თანატოლების გავლენაში.

„ბევრი მაღაზიის ვიტრინაზე გამოდგმულ მანეკენს ჰგავს, რომელიც თავად კი არ ირჩევს, რას ჩაიცვამს, არამედ სხვები აცმევენ“ (ადრიანი).

„დღეს უკვე მერყევი აღარ ვარ და ვცდილობ, სწორად მოვიქცე მაშინაც კი, როცა ეს ძალიან რთულია. ჩემი ნამდვილი მეგობრები ისინი არიან, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ და ვინც ისეთივე ნორმებით ცხოვრობს, როგორითაც მე“ (კორტნი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით“ (რომაელები 12:2).

ᲔᲪᲐᲓᲔ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔ

დაფიქრდი შენს ძლიერ თუ სუსტ მხარეებზე, აგრეთვე საკუთარ შეხედულებებზე. ეს დაგანახვებს, როგორი პიროვნება ხარ და როგორი გინდა, რომ გახდე. დასაწყისისთვის კარგი იქნება, თუ ქვემოთ მოცემულ კითხვებს უპასუხებ.

ძლიერი მხარეები. რა ნიჭითა და უნარ-ჩვევებით გამოვირჩევი? რა დადებითი თვისებები მაქვს? მაგალითად, ვარ პუნქტუალური, თავშეკავებული, მუყაითი ან ხელგაშლილი? რას ვაკეთებ სხვებისთვის?

ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ: თუ საკუთარ თავში კარგს ვერაფერს ხედავ, ჰკითხე მშობელს ან სანდო მეგობარს, რა მოსწონს შენში და რატომ.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება“ (გალატელები 6:4).

სუსტი მხარეები. ყველაზე მეტად რომელ თვისებებზე მჭირდება მუშაობა? როდის შეიძლება ადვილად ვცდუნდე? რაში მმართებს მეტი თავშეკავება?

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „თუ ვამბობთ, რომ ცოდვილები არა ვართ, თავს ვიტყუებთ“ (1 იოანე 1:8).

შეხედულებები. როგორი მორალური ნორმებით ვცხოვრობ და რატომ? მწამს ღმერთის? რა მარწმუნებს მის არსებობაში? რას მივიჩნევ უსამართლობად და რატომ? როგორ ვუყურებ მომავალს?

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ჭკუა დაგიფარავს და გამჭრიახობა დაგიცავს“ (იგავები 2:11).