რას გვიმჟღავნებს ბიბლია?
„ასე წარმოიშვა ცა და დედამიწა იმ დღეს“ (დაბადება 2:4). ამ სიტყვებით ასრულებს ბიბლია მონათხრობს სამყაროსა და ჩვენი პლანეტის წარმოშობის შესახებ. ეთანხმება ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია მეცნიერულ ფაქტებს? ვიმსჯელოთ რამდენიმე მხარეზე.
ყოველთვის არსებობდა სამყარო?
დაბადების 1:1-ში ვკითხულობთ: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“.
1950-იან წლებამდე ბევრ წამყვან მეცნიერს მიაჩნდა, რომ სამყარო ყოველთვის არსებობდა. თუმცა თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით ზოგი მეცნიერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამყაროს აქვს დასაბამი.
როგორი იყო თავდაპირველად დედამიწა?
დაბადების 1:2, 9-ში ნათქვამია, რომ დედამიწა იყო „უფორმო და უდაბური“ და წყლით იყო დაფარული.
ეს მოსაზრება ეთანხმება ახალ მეცნიერულ აღმოჩენებს. ბიოლოგი პატრიკ ში აღნიშნავს, რომ თავდაპირველად დედამიწაზე ჟანგბადი საერთოდ არ იყო და ჩვენი პლანეტა ერთ დროს უსახური იყო. ჟურნალ „ასტრონომიაში“ კი ნათქვამია: „ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ თავიდან დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლით იყო დაფარული და მასზე ხმელეთი თითქმის არ იყო“.
რა ცვლილებები განიცადა ატმოსფერომ?
როგორც დაბადების 1:3—5-დან ჩანს, როცა ატმოსფეროში სინათლემ შემოაღწია, დედამიწიდან მზის დანახვა შეუძლებელი იყო. მზისა და მთვარის გარკვევით დანახვა ჩვენი პლანეტიდან მოგვიანებით გახდა შესაძლებელი (დაბადება 1:14—18).
ბიბლია არ ასწავლის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ექვს 24-საათიან დღეში გაჩნდა.
სმითსონის გარემოს დაკვირვების ცენტრში მომუშავე მეცნიერების აზრით, თავდაპირველად დედამიწამდე სუსტი სინათლე აღწევდა, რადგან ჰაერში მეთანის მაღალი შემცველობის გამო ის სქელ ბურუსში იყო გახვეული. მოგვიანებით ნისლი გადაიწმინდა და ლურჯი ცა გამოჩნდა.
რა თანმიმდევრობით გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?
დაბადების 1:20—27-დან ვიგებთ, რომ თავიდან ღმერთმა წყლის ბინადრები, ფრინველები და ხმელეთის ცხოველები შექმნა, ბოლოს კი ადამიანები. მეცნიერების აზრით, წყლის ბინადრები გაცილებით ადრე გაჩნდნენ, ვიდრე ძუძუმწოვრები და ადამიანები.
ბიბლია არ ასწავლის, რომ ცოცხალი ორგანიზმები დროთა განმავლობაში ცვლილებებს არ განიცდიან.
რას არ ასწავლის ბიბლია?
ზოგი ირწმუნება, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებს არ შეესაბამება. თუმცა ამ მოსაზრებას ისინი იზიარებენ, რომლებმაც არ იციან, სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია.
დაბადების 1:1-ში ნათქვამია: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. სიტყვა „თავდაპირველად“ არ აკონკრეტებს, როდის დაიწყო და დასრულდა შემოქმედებითი პროცესი.
ბიბლია არ ასწავლის, რომ სამყარო და დედამიწა სულ რაღაც 6 000 წელს ითვლის.ბიბლია არ ასწავლის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ექვს 24-საათიან დღეში გაჩნდა. ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა „დღე“ დროის გარკვეულ ხანგრძლივობაზე მიანიშნებს. მაგალითად, მასში ნათქვამია, რომ სამყაროს შექმნის პროცესი, მათ შორის დაბადების პირველ თავში მოხსენიებული 6 შემოქმედებითი დღე, დროის გარკვეულ პერიოდს მოიცავს. ბიბლია მთელ ამ პერიოდს მოიხსენიებს „დღედ“, როდესაც იეჰოვა a ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა (დაბადება 2:4). ასე რომ, თითოეული შემოქმედებითი დღე, როცა ღმერთი დედამიწას დასასახლებლად ამზადებდა და მასზე სიცოცხლეს ქმნიდა, შესაძლოა საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავდა.
ბიბლია არ ასწავლის, რომ ცოცხალი ორგანიზმები დროთა განმავლობაში ცვლილებებს არ განიცდიან. წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ ღმერთმა ცხოველები „მათი გვარისდა მიხედვით“ შექმნა (დაბადება 1:24, 25). ბიბლიაში გამოყენებული სიტყვები „გვარისდა მიხედვით“ სიცოცხლის ფორმის ნაირსახეობაზე მიანიშნებს. ამგვარად, „ერთ გვარში“ შეიძლება სხვადასხვა სახეობა იგულისხმებოდეს. ეს სიტყვები არ გამორიცხავს იმ აზრს, რომ დროთა განმავლობაში ამა თუ იმ სახეობამ, რომლებიც ერთნაირ გარემო პირობებში ბინადრობენ, შეიძლება გარკვეული ცვლილებები განიცადონ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულიად ახალ სახეობებად გარდაიქმნებიან.
რას ფიქრობთ?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიბლია მარტივად, მაგრამ ზუსტად აღგვიწერს, როგორ გაჩნდა სამყარო, როგორი იყო თავდაპირველად დედამიწა და როგორ წარმოიშვა სიცოცხლე. ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ბიბლია ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის ამ ყოველივეს შემოქმედზეც. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „ის აზრი, რომ სიცოცხლე ზებუნებრივი ძალის მოქმედებით წარმოიშვა, სრულად შეესაბამება თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებს“. b