რატომ უნდა ვიცოდეთ პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე?
რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, არსებობს თუ არა შემოქმედი? თუ ფაქტების საფუძველზე დარწმუნდებით შემოქმედის არსებობაში, ალბათ, სურვილი გაგიჩნდებათ, იმაშიც დარწმუნდეთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. თუ მის სანდოობაში ეჭვი არ შეგეპარებათ, ეს თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
იპოვით სიცოცხლის აზრს
ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ: „[ღმერთი] გაძლევდათ წვიმას ციდან და უხვ მოსავალს, არ გაკლებდათ სარჩოს და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქმეები 14:17).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: ყველაფერი, რითაც ბუნება გვატკბობს, ჩვენი შემოქმედის საჩუქარია. მის მიმართ მადლიერების გრძნობას უფრო გაიღრმავებთ, თუ გაიგებთ, როგორ ზრუნავს ის პირადად თქვენზე.
მიიღებთ სანდო რჩევებს
ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ: „გაიგებ, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა, იმ ყოველივეს, რაც კარგია“ (იგავები 2:9).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: შემოქმედმა საუკეთესოდ იცის, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის. ბიბლიის კვლევისას ბევრ პრაქტიკულ რჩევას აღმოაჩენთ.
მიიღებთ პასუხებს თქვენს კითხვებზე
ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ: „შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ“ (იგავები 2:5).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: იმის ცოდნა, რომ შემოქმედი არსებობს, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მიღებაში დაგეხმარებათ; მაგალითად გაიგებთ, რა არის სიცოცხლის აზრი, რატომ ვიტანჯებით და რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ბიბლია ამ კითხვებზე ამომწურავად გვპასუხობს.
მომავალს იმედის თვალით შეხედავთ
ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ: „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას; მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ“ (იერემია 29:11).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: ღმერთი გვპირდება, რომ მალე ბოლოს მოუღებს ბოროტებას, ტანჯვასა და სიკვდილს. თუ ეჭვი არ შეგეპარებათ ღვთის დაპირებებში, მომავლის იმედი პრობლემების ატანის ძალას მოგცემთ.