არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები

როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები
  • ოსტინი მაღვიძარას ხმამ გამოაღვიძა. ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ლოგინიდან წამოხტა, წინასწარ გამზადებული სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და სავარჯიშოდ წავიდა. ის ბოლო ერთი წელია, კვირაში სამჯერ დილაობით დარბის.

  • ლორი ქმარს ეჩხუბა. გაბრაზებული სამზარეულოში შევარდა, კარადიდან ერთი შეკვრა ტკბილეული გამოიღო და მთლიანად შეჭამა. იგი ცხელ გულზე ყოველთვის ასე იქცევა.

რა საერთო აქვთ ოსტინს და ლორის? შეიძლება ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ ორივეს ძვალ-რბილში გამჯდარი ჩვევა აქვს.

გსურთ კარგი ჩვევების განვითარება? შეიძლება მიზნად ისახავთ, რეგულარულად ივარჯიშოთ, საკმარისად იძინოთ ან მეტი დრო დაუთმოთ ახლობლებს.

მეორე მხრივ, შეიძლება ცდილობთ, ისეთი ცუდი ჩვევები მოიშოროთ, როგორიცაა: თამბაქოს მოწევა, არაჯანსაღი საკვების მიღება ან ინტერნეტში საათობით უგზო-უკვლოდ ხეტიალი.

უნდა ვაღიაროთ, რომ ადვილი არ არის მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა. ნათქვამია, ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო! ცუდი ჩვევა შეიძლება შევადაროთ ცივ ამინდში თბილ ლოგინს, სადაც ჩაწოლა ადვილია, ადგომა კი — ძნელი.

როგორ შეგიძლიათ განივითაროთ ისეთი ჩვევები, რომლებიც კი არ გავნებთ, არამედ გარგებთ. მომდევნო სტატიებში განვიხილავთ სამ ბიბლიურ პრინციპს, რომლებიც ზემოთ განხილულ საკითხს შეეხება.