მთავარი თემა | გარდაუვალია დედამიწის განადგურება?
გარდაუვალია დედამიწის განადგურება?
სამეცნიერო საზოგადოებამ 2017 წლის იანვარში მეტად დამთრგუნველი განცხადება გააკეთა. მეცნიერებმა მთელ მსოფლიოს აუწყეს, რომ გლობალური კატასტროფა ისე ახლოა, როგორც არასდროს. ამის საჩვენებლად მათ სიმბოლური განკითხვის დღის საათი 30 წამით წინ „გადასწიეს“, რაც მათი თქმით იმას ნიშნავს, რომ 12 საათის შესრულებამდე ანუ გლობალურ კატასტროფამდე ორ-ნახევარი წუთი დარჩა. ბოლო 60 წლის მანძილზე კაცობრიობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა გლობალურ კატასტროფასთან.
2018 წელს მეცნიერები კიდევ ერთხელ გადახედავენ ამ საკითხს, რათა დაადგინონ, რამდენად ახლოა მსოფლიო გლობალურ კატასტროფასთან. როგორ ფიქრობთ, განკითხვის დღის საათი კვლავ მიანიშნებს იმაზე, რომ უპრეცედენტო კატასტროფა კარსაა მომდგარი? გარდაუვალია დედამიწის განადგურება? ალბათ, თქვენთვის ადვილი არ არის, ამ კითხვას უპასუხოთ. თვით ექსპერტებსაც კი ურთიერთგანსხვავებული აზრი აქვთ ამ საკითხზე. ზოგს საერთოდ არ სჯერა მოსალოდნელი კატასტროფის.
დღეს მილიონობით ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს. მათ აქვთ არაერთი მტკიცებულება, რომ არც კაცობრიობას და არც ჩვენს პლანეტას განადგურება არ ემუქრება. უფრო მეტიც, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. რამდენად სარწმუნოა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები? მართლა ემუქრება მსოფლიოს განადგურება?