არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

ზოგს სწამს, რომ სხვა სხეულში განვაგრძობთ სიცოცხლეს, მაშინ როცა სხვების აზრით, სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. თქვენ რას ფიქრობთ?

რას ასწავლის ბიბლია?

„მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). სიკვდილის შემდეგ ადამიანი არსებობას წყვეტს.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • პირველი ადამიანი, ადამი, სიკვდილის შემდეგ მიწას დაუბრუნდა (დაბადება 2:7; 3:19). მსგავსადვე, ყველა, ვინც კვდება, მიწის მტვერს უბრუნდება (ეკლესიასტე 3:19, 20).

  • მკვდარი ცოდვისგან თავისუფლდება, ანუ მისი ცოდვები ბათილდება (რომაელები 6:7). სიკვდილის შემდეგ ღმერთი აღარ სჯის ადამიანებს წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო.

გაცოცხლდებიან მკვდრები?

თქვენ რას ფიქრობთ?

  • დიახ

  • არა

  • შეიძლება

რას ასწავლის ბიბლია?

„იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქმეები 24:15).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ხშირად ბიბლია სიკვდილს ძილს ადარებს (იოანე 11:11—14). ღმერთს შეუძლია, ასე ვთქვათ, გააღვიძოს მკვდარი, როგორც ჩვენ ვაღვიძებთ მძინარე ადამიანს (იობი 14:13—15).

  • ბიბლიაში ჩაწერილია მკვდრეთით აღდგომის რამდენიმე შემთხვევა, რაც ურყევ საფუძველს გვაძლევს, გვჯეროდეს, რომ მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ (1 მეფეები 17:17—24; ლუკა 7:11—17; იოანე 11:39—44).