„ღვთის მშვიდობა . . . ნებისმიერ აზრს აღემატება“
„ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს“ (ფილ. 4:7).
1, 2. რა მოვლენები უძღოდა ფილიპეში პავლესა და სილას დაპატიმრებას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
შუაღამეა. მისიონერები, პავლე და სილა, ქალაქ ფილიპეს საპყრობილეში არიან. ფეხებზე ხუნდები ადევთ და ზურგი ჯერ კიდევ ეწვით, რადგან ცოტა ხნის წინ ჯოხით სცემეს (საქ. 16:23, 24). ყველაფერი სწრაფად მოხდა. გახელებულმა ბრბომ ისინი მოულოდნელად შეიპყრო და მოედანზე სახელდახელოდ გამართული სასამართლოს წინაშე მიათრია. მათ ტანსაცმელი შემოახიეს და უმოწყალოდ გაჯოხეს (საქ. 16:16—22). რამხელა უსამართლობაა! პავლე, რომელიც რომის მოქალაქე იყო, ასეთ გასამართლებას არ იმსახურებდა! *
2 პავლე სიბნელეში ზის და გონებაში იმ დღეს მომხდარი მოვლენები უტრიალებს. ის ფილიპელ ხალხზე ფიქრობს. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, რომლებშიც პავლემ იქადაგა, ფილიპეში იუდეველთა სინაგოგაც კი არ იყო. ამიტომ იუდეველები ქალაქის კარიბჭის გარეთ მდინარის პირას იკრიბებოდნენ (საქ. 16:13, 14). შესაძლოა სინაგოგა იმიტომ არ ჰქონდათ, რომ ქალაქში ათი იუდეველი მამაკაციც კი არ ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სრული უფლებებით არ სარგებლობდნენ, ფილიპელები ამაყობდნენ რომის მოქალაქეობით (საქ. 16:21). რას წარმოიდგენდნენ ისინი, რომ ეს იუდეველი კაცები რომის მოქალაქეები იქნებოდნენ! ნებისმიერ შემთხვევაში პავლე და სილა უსამართლოდ იყვნენ დაპატიმრებული.
3. რატომ ჩააგდებდა საგონებელში პავლეს ფილიპეში დაპატიმრება და როგორი განწყობა ჰქონდა მას?
3 შესაძლოა პავლე იმაზეც ფიქრობდა, რაც განვლილი თვეების მანძილზე მოხდა. ის ეგეოსის ზღვის გაღმა, მცირე აზიაში იმყოფებოდა. წმინდა სულმა პავლეს იქ რამდენჯერმე აუკრძალა ზოგიერთ ადგილას ქადაგება. ისე ჩანდა, რომ წმინდა სული მას სხვაგან გადასვლისკენ უბიძგებდა (საქ. 16:6, 7). ტროაში მან ნახა ხილვა, რომელშიც მაკედონელი კაცი ეხვეწებოდა: „ჩამოდი მაკედონიაში“. ხილვაში იმდენად ნათლად ჩანდა იეჰოვას ნება, რომ პავლე მაშინვე გაეშურა მაკედონიისკენ (წაიკითხეთ საქმეების 16:8—10). მაგრამ იქ ჩასვლისთანავე ის საპყრობილეში აღმოჩნდა! რატომ დაუშვა იეჰოვამ ეს? რამდენ ხანს მოუწევდა ციხეში ყოფნა? არ ვიცით, ფიქრობდა თუ არა ამას პავლე, მაგრამ ფაქტია, რომ მან უფლება არ მისცა ასეთ ფიქრებს, მისთვის რწმენა და სიხარული დაეკარგვინებინა. ის და სილა „ლოცულობდნენ და ღმერთს სადიდებელს უმღეროდნენ“ (საქ. 16:25). მათ გულსა და გონებაში ღვთის მშვიდობას დაესადგურებინა.
4, 5. ა) როგორ შეიძლება აღმოვჩნდეთ პავლეს მსგავს სიტუაციაში? ბ) როგორ შეიცვალა მოულოდნელად პავლეს მდგომარეობა?
4 პავლეს მსგავსად, ალბათ, თქვენს ცხოვრებაშიც მომხდარა ისე, რომ ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდით, მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოელოდით. შეიძლება სირთულეებმა იჩინა თავი ან ახალმა გარემოებამ თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა (ეკლ. 9:11). წარსულზე ფიქრისას შეიძლება გებადებათ კითხვა: რატომ დაუშვა იეჰოვამ ეს? რა დაგეხმარებათ ამ დროს, რომ იეჰოვასადმი ნდობა არ დაკარგოთ და ბოლომდე მოითმინოთ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დავუბრუნდეთ პავლესა და სილას ისტორიას.
5 როცა პავლე და სილა იეჰოვას სადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ, მოულოდნელი მოვლენები განვითარდა. უეცრად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. საპყრობილის ყველა კარი გაიღო და პატიმრებს ბორკილები დაეხსნათ. პავლემ შეაჩერა საპყრობილის ზედამხედველი, რომ თავი არ მოეკლა. ამის შემდეგ საპყრობილის ზედამხედველი და მისი ოჯახი მოინათლნენ. მეორე დილით სახელმწიფო მოხელეებმა კაცები გაუგზავნეს მას, რომ პავლე და სილა გაეთავისუფლებინა. მათ სთხოვეს პავლესა და სილას, ქალაქი მშვიდობიანად დაეტოვებინათ. როცა გაიგეს, რომ ისინი რომის მოქალაქეები იყვნენ და მიხვდნენ, რომ დიდი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული მათ წინაშე, თვითონ მივიდნენ ციხიდან მათ გასაყვანად. მაგრამ პავლემ და სილამ ჯერ ახალმონათლულ ლიდიასთან გამომშვიდობება მოინდომეს. მათ გამოიყენეს შესაძლებლობა და ფილიპელი ძმებიც გაამხნევეს (საქ. 16:26—40). რა უეცრად შეიცვალა ყველაფერი!
„ნებისმიერ აზრს აღემატება“
6. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
6 რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? განსაცდელების პირისპირ ყოფნისას ზედმეტად არ უნდა ვიწუხოთ, რადგან იეჰოვას შეუძლია მოულოდნელად შეცვალოს მდგომარეობა. უეჭველია, ზემოხსენებული შემთხვევა პავლეზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ამაზე მეტყველებს მოგვიანებით ფილიპეს კრებისთვის ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვები (წაიკითხეთ). შემდეგ ვისაუბროთ რამდენიმე ბიბლიურ პერსონაჟზე, ვისთვისაც იეჰოვამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ბოლოს კი განვიხილოთ, როგორ დაგვეხმარება „ღვთის მშვიდობა“, რომ სირთულეების დროს იეჰოვასადმი ნდობა არ დავკარგოთ.
მიწერილი წერილი, სადაც ის წუხილსა და ღვთის მშვიდობაზე საუბრობს. თავდაპირველად განვიხილოთ7. რის სწავლება სურდა ფილიპელებისთვის პავლეს თავისი წერილით და ჩვენ რას ვსწავლობთ მისი სიტყვებიდან?
7 როცა ფილიპელი ძმები პავლეს წერილს წაიკითხავდნენ, ეჭვგარეშეა, გაახსენდებოდათ, რა გადახდა მას ფილიპეში და რა წარმოუდგენლად იმოქმედა იეჰოვამ მაშინ. რის სწავლება სურდა პავლეს მათთვის ამ წერილით? მათ არ უნდა ეწუხათ, უნდა ელოცათ და ღვთის მშვიდობას მიიღებდნენ. პავლე წერდა, რომ „ღვთის მშვიდობა . . . ნებისმიერ აზრს აღემატება“. რას გულისხმობდა ის? ბიბლიის ზოგმა მთარგმნელმა ეს სიტყვები შემდეგნაირად თარგმნა: „ღვთის მშვიდობა . . . ჩვენს წარმოსახვას აღემატება“. ფაქტობრივად, პავლე ამბობდა, რომ „ღვთის მშვიდობა“ იმაზე აღმატებულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მართალია, ზოგჯერ პრობლემების დროს ადამიანური გადასახედიდან გამოსავალს ვერ ვხედავთ, მაგრამ იეჰოვა ხედავს მას და შეუძლია ჩვენთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთოს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:9).
8, 9. ა) მიუხედავად იმისა, რომ პავლეს უსამართლოდ მოექცნენ ფილიპეში, რა კარგი შედეგი მოჰყვა ამ შემთხვევას? ბ) რატომ მოეკიდებოდნენ ფილიპელი ძმები პავლეს სიტყვებს სერიოზულად?
8 ფილიპელ ძმებს რწმენას გაუძლიერებდა იმაზე ფიქრი, რაც ამ შემთხვევიდან ათი წლის განმავლობაში გააკეთა ღმერთმა მათთვის. რასაც პავლე წერდა, სიმართლე იყო. მართალია, იეჰოვამ დაუშვა უსამართლობა, მაგრამ საბოლოოდ ეს „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებას“ მოემსახურა (ფილ. 1:7). ამის შემდეგ სახელმწიფო მოხელეები ისე ადვილად ვეღარ გაბედავდნენ მათ ქალაქში ახლად ჩამოყალიბებული ქრისტიანული კრების წინააღმდეგ წასვლას. შესაძლოა, სწორედ პავლეს მიერ რომის მოქალაქეობის მოხსენიებამ მისცა მის თანამგზავრსა და მეგობარს, ექიმ ლუკას, ფილიპეში დარჩენის შესაძლებლობა. ლუკა დიდ დახმარებას გაუწევდა ახლად მოქცეულ ქრისტიანებს.
9 წერილის კითხვისას ფილიპელი ძმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ პავლეს გამოცდილება ალაპარაკებდა. მან დიდ განსაცდელებს გაუძლო და ცხადყო, რომ „ღვთის მშვიდობა“ ჰქონდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მან ფილიპელებს წერილი რომში შინაპატიმრობის დროს მისწერა, იმაზე მეტყველებდა, რომ კვლავაც ჰქონდა „ღვთის მშვიდობა“ (ფილ. 1:12—14; 4:7, 11, 22).
„ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს“
10, 11. რის გაკეთება გვმართებს, თუ გადამეტებულად ვწუხვართ და რას უნდა მოველოდეთ?
10 რა დაგვეხმარება, რომ ზედმეტად არ ვიწუხოთ და „ღვთის მშვიდობა“ ვიგრძნოთ? პავლეს მიერ ფილიპელებისთვის მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ ამის საუკეთესო საშუალება ლოცვაა. ამიტომ ჩვენი საწუხარი ღმერთს უნდა გავანდოთ ლოცვაში (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6, 7). ილოცეთ რწმენით და გჯეროდეთ, რომ იეჰოვა ზრუნავს თქვენზე. ლოცვის დროს გამოხატეთ მადლიერება და გაიხსენეთ, როგორ გაკურთხათ იეჰოვამ. მისადმი ნდობა განგვიმტკიცდება, თუ გვემახსოვრება, რომ მას „შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20).
1 კორ. 10:13). რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ და ველოდოთ, როდის მოაგვარებს იეჰოვა საქმეს ან გადაჭრის ჩვენს პრობლემას. საჭიროა, ლოცვის თანახმად ვიმოქმედოთ (რომ. 12:11). საქმეებით ცხადვყოფთ, რომ გვსურს, იეჰოვამ სათხოვარი შეგვისრულოს და მას ჩვენი კურთხევის საშუალებას ვაძლევთ. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვას იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ვთხოვთ, ვგეგმავთ ან მოველით. ზოგჯერ ის იმდენად ბევრს აკეთებს, რომ გვაოცებს. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი, რომლებიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვას ისეთი რამის გაკეთება შეუძლია ჩვენთვის, რაც შეიძლება აზრადაც არ მოგვივიდეს.
11 როგორც პავლესა და სილას შემთხვევაში იყო, იეჰოვას ჩვენთვისაც შეუძლია საოცარი საქმეების გაკეთება. შეიძლება მან სასწაული არ მოახდინოს, მაგრამ საჭირო დახმარებას აუცილებლად გაგვიწევს (იეჰოვა წარმოუდგენლად მოქმედებს
12. ა) როგორ მოიქცა მეფე ხიზკია, როცა ასურეთის მეფე სინახერიბისგან საფრთხე დაემუქრა? ბ) როგორ გადაჭრა იეჰოვამ პრობლემა და რას ვსწავლობთ აქედან?
12 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ წარმოუდგენელი რამ მოიმოქმედა თავისი მსახურების სასარგებლოდ. მაგალითად, ხიზკიას მეფობის დროს ასურეთის მეფე სინახერიბი შეიჭრა იუდაში და იერუსალიმის გარდა ყველა გამაგრებული ქალაქი აიღო (2 მეფ. 18:1—3, 13). შემდეგ სინახერიბი იერუსალიმს მიადგა. როგორ მოიქცა მეფე ხიზკია? მან იეჰოვას მიმართა ლოცვით და წინასწარმეტყველ ესაიას რჩევა ჰკითხა (2 მეფ. 19:5, 15—20). ხიზკიამ გონიერება იმაშიც გამოიჩინა, რომ სინახერიბს დაკისრებული ხარკი გადაუხადა (2 მეფ. 18:14, 15). ამან საშუალება მისცა მას, რომ ხანგრძლივი ალყისთვის მზადება დაეწყო (2 მატ. 32:2—4). მაგრამ როგორ მოაგვარა იეჰოვამ ეს პრობლემა? მან ანგელოზი გაგზავნა, რომელმაც ერთ ღამეში სინახერიბის ჯარში 185 000 მეომარი გაანადგურა! აშკარაა, რომ ხიზკია პრობლემის ასე მოგვარებას არ ელოდა (2 მეფ. 19:35).
13. ა) რას ვსწავლობთ იოსების შემთხვევიდან? ბ) რა წარმოუდგენელი რამ მოხდა სარას ცხოვრებაში?
13 გავიხსენოთ იაკობის ვაჟის, იოსების შემთხვევა. რას წარმოიდგენდა ციხეში გამომწყვდეული იოსები, რომ ეგვიპტეში მეორე კაცი გახდებოდა და იეჰოვა სწორედ მას გამოიყენებდა შიმშილობის დროს მისი ოჯახის გადასარჩენად?! (დაბ. 40:15; 41:39—43; 50:20). ცხადია, განვითარებულმა მოვლენებმა იოსების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აგრეთვე დავფიქრდეთ იოსების დიდ ბებიაზე, სარაზე. იფიქრებდა ოდესმე ხანში შესული სარა, რომ ღვთის წყალობით საკუთარი შვილი ეყოლებოდა? ცხადია, ისაკის დაბადებას ის ვერასდროს წარმოიდგენდა (დაბ. 21:1—3, 6, 7).
14. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
ესაიას 43:10—13). ამის ცოდნა რწმენას გვიძლიერებს. იოტისოდენა ეჭვიც არ გვეპარება, რომ იეჰოვა ყველანაირად დაგვეხმარება, რათა მისი ნება შევასრულოთ (2 კორ. 4:7—9). რას ვსწავლობთ ხიზკიას, იოსებისა და სარას მაგალითებიდან? იეჰოვას შეუძლია ერთი შეხედვით დაუძლეველი დაგვაძლევინოს, თუ ბოლომდე მისი ერთგულები ვიქნებით.
14 რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოველით, რომ სანამ ამ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, იეჰოვა სასწაულებრივად გადაგვიჭრის პრობლემებს და არც იმას ველით, რომ რამე განსაკუთრებული მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ის დანამდვილებით ვიცით, რომ იეჰოვა, რომელიც საოცარი სახით ეხმარებოდა თავის მსახურებს წარსულში, დღემდე არ შეცვლილა (წაიკითხეთიეჰოვას შეუძლია ერთი შეხედვით დაუძლეველი დაგვაძლევინოს, თუ ბოლომდე მისი ერთგულები ვიქნებით
15. რა დაგვეხმარება, არ დავკარგოთ „ღვთის მშვიდობა“? ახსენით.
15 რა დაგვეხმარება, რომ პრობლემების დროს „ღვთის მშვიდობა“ არ დავკარგოთ? ამისთვის საჭიროა, ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ იეჰოვა ღმერთთან. ეს კი მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად. გამოსასყიდის გაღება ერთ-ერთია იმ საოცარ საქმეებს შორის, რომლებიც ჩვენმა ზეციერმა მამამ მოიმოქმედა. სწორედ გამოსასყიდის წყალობით გვპატიობს იეჰოვა ცოდვებს და გვაძლევს სუფთა სინდისსა და მასთან დაახლოების შესაძლებლობას (იოან. 14:6; იაკ. 4:8; 1 პეტ. 3:21).
„დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“
16. რას მოგვიტანს „ღვთის მშვიდობა“? მოიყვანეთ მაგალითი.
16 რას მოგვიტანს „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“? ამავე მუხლიდან ვიგებთ, რომ ის დაიცავს ჩვენს „გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:7). დედნისეულ ენაზე სიტყვა „დაცვა“ სამხედრო ტერმინი იყო. მას იყენებდნენ იმ სამხედრო ნაწილთან მიმართებით, რომელიც გამაგრებულ ქალაქს იცავდა. ასეთი ქალაქი იყო ფილიპე, რომლის მოსახლეობასაც ღამე მშვიდად ეძინა, რადგან ქალაქის კარიბჭეებთან მცველები იდგნენ. „ღვთის მშვიდობა“ მსგავსად იცავს ჩვენს გულსა და გონებას. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე და სურს, ბედნიერები ვიყოთ (1 პეტ. 5:10). ამის ცოდნა გვიცავს, რომ წუხილმა და გულგატეხილობამ არ გვშთანთქას.
17. რა დაგვეხმარება, რომ არ შევუშინდეთ მომავალში მოსახდენ მოვლენებს?
17 მალე მთელ კაცობრიობას დიდი გასაჭირი დაატყდება თავს, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა დედამიწაზე (მათ. 24:21, 22). ზუსტად არ ვიცით, რის გადატანა მოგვიწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადამეტებულად უნდა ვიწუხოთ. ჩვენ არც ის ვიცით, რას და როგორ გააკეთებს იეჰოვა, თუმცა შესანიშნავად ვიცით, როგორია ჩვენი ღმერთი. მისი გაკეთებული საქმეები ცხადყოფს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის ასრულებს თავის განზრახვას და ზოგჯერ ამას ჩვენთვის წარმოუდგენელი სახით აკეთებს. ყოველთვის, როცა იეჰოვა ამგვარად მოქმედებს ჩვენ სასიკეთოდ, ვგრძნობთ „ღვთის მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“.
^ აბზ. 1 როგორც ჩანს, სილაც რომის მოქალაქე იყო (საქ. 16:37).