სასწავლო სტატია 32
განიმტკიცეთ რწმენა შემოქმედის მიმართ
„რწმენა . . . უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებულებაა“ (ებრ. 11:1).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 11 შემოქმედება განადიდებს იეჰოვას
მოკლე შინაარსი *
1. რა გასწავლეს შემოქმედის შესახებ?
თუ იეჰოვას მოწმეების ოჯახში აღიზარდეთ, ალბათ, ბავშვობიდან გასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ. შესაბამისად, თქვენ იცით, რომ ის შემოქმედია, მას მიმზიდველი თვისებები აქვს და სურს, დედამიწა სამოთხედ გადააქციოს (დაბ. 1:1; საქ. 17:24—27).
2. როგორ უყურებს ზოგი მათ, ვისაც შემოქმედის სწამს?
2 მაგრამ ბევრ ადამიანს ღვთის არსებობისაც კი არ სწამს, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის მიერ სამყაროს შექმნაზე. მათი აზრით, სიცოცხლე თავისით გაჩნდა და სიცოცხლის უმარტივესი ფორმები ევოლუციის გზით უფრო რთულ ფორმებად გარდაიქმნა. ზოგი, ვინც ამას ამტკიცებს, ერუდირებული ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება. ისინი იმასაც ირწმუნებიან, რომ მეცნიერება ბიბლიაში ჩაწერილს აბათილებს და ღმერთის მხოლოდ გაუნათლებელ, სუსტ და გულუბრყვილო ადამიანებს სწამთ.
3. რატომ არის მნიშვნელოვანი რწმენის განმტკიცება?
3 ხომ არ შეგვირყევს სკეპტიკოსთა შეხედულებები ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედისადმი, იეჰოვასადმი რწმენას? ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რატომ გვჯერა, რომ იეჰოვა სამყაროს შემოქმედია. უბრალოდ ბრმად დავიჯერეთ სხვისი ნათქვამი თუ კონკრეტული ფაქტების საფუძველზე მივედით ამ დასკვნამდე? (1 კორ. 3:12—15). არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია, რაც იეჰოვას მოწმე ვართ, ჩვენ კვლავაც უნდა განვიმტკიცოთ რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ვერავინ შეგვაცდენს „ფილოსოფიითა და ფუჭი აზრებით“, რომლებიც ადამიანურ ნააზრევს ეფუძნება და ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება (კოლ. 2:8; ებრ. 11:6). ამ სტატიაში განვიხილავთ: 1) რატომ არ სჯერა ბევრს შემოქმედის, 2) როგორ განვიმტკიცოთ რწმენა იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის მიმართ და 3) როგორ შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა.
რატომ არ სწამს ბევრს შემოქმედის
4. ებრაელების 11:1-ის თანახმად, რას ეფუძნება ნამდვილი რწმენა?
4 ზოგი ფიქრობს, რომ რწმენას მტკიცებულებები არ სჭირდება, მაგრამ ბიბლიაში ნამდვილი რწმენა სულ სხვაგვარად არის განმარტებული (წაიკითხეთ ებრაელების 11:1). როგორც ამ მუხლიდან ჩანს, უხილავი სინამდვილის რწმენა, ანუ იეჰოვას, იესოსა და ზეციერი სამეფოს არსებობის რწმენა, აშკარა მტკიცებულებებს ემყარება (ებრ. 11:3). ერთი ბიოქიმიკოსი, რომელიც იეჰოვას მოწმე გახდა, ასეთ რამეს ამბობს: „ჩვენი რწმენა არც ბრმაა და არც მეცნიერულ ფაქტებს უარყოფს“.
5. რატომ არ სჯერა ბევრს, რომ სიცოცხლე შემოქმედების გზით გაჩნდა?
5 იბადება კითხვა: თუ შემოქმედის არსებობას ფაქტები ადასტურებს, მაშ, რატომ არ სწამს ბევრს, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი? იმიტომ, რომ მათ არც უცდიათ ამ საკითხში გარკვევა. ამ მხრივ საინტერესოა ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის, რობერტის გამოცდილება. ის გვიყვება: „სკოლაში არასდროს განიხილებოდა შემოქმედის არსებობის თემა, ამიტომ დავასკვენი, რომ სიცოცხლე თავისით გაჩნდა. 22 წლის ვიყავი, როცა იეჰოვას მოწმეებს შევხვდი. მათ ლოგიკური და დამაჯერებელი არგუმენტები მომიყვანეს ბიბლიიდან იმის დასანახვებლად, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა“ * (იხილეთ ჩარჩო „მშობლების საყურადღებოდ“).
6. რატომ არ სწამს ზოგს შემოქმედის?
6 ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ იმის სჯერა, რასაც ხედავს და ამიტომ არ სწამს შემოქმედის არსებობის. არადა, სინამდვილეში, ბევრი ისეთი რამის სჯერათ, რაც არასდროს უნახავთ, მაგალითად, მიზიდულობის ძალის, და ეს იმიტომ, რომ მის არსებობას ფაქტები ებრ. 11:1). დრო და ძალისხმევაა საჭირო ამ ფაქტების გამოსაკვლევად, რისთვისაც ბევრი თავს არ იწუხებს. თუ ადამიანი ამ საკითხს არ გამოიკვლევს, შეიძლება ადვილად დაასკვნას, რომ ღმერთი არ არსებობს.
ადასტურებს. ბიბლიაში მოხსენიებული რწმენაც „უხილავი სინამდვილის“ დაჯერებას გულისხმობს, ოღონდ ფაქტების საფუძველზე (7. ყველა განათლებული ადამიანი უარყოფს ღვთის მიერ სამყაროს შექმნის იდეას? ახსენით.
7 მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე ზოგმა მეცნიერმა ირწმუნა, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა. * რობერტის მსგავსად, ზოგმა მხოლოდ იმიტომ გამორიცხა შემოქმედის არსებობა, რომ ამის შესახებ უნივერსიტეტში არაფერი უსწავლებიათ. მიუხედავად ამისა, მრავალმა მეცნიერმა გაიცნო და შეიყვარა იეჰოვა. მათ მსგავსად, ჩვენც უნდა განვიმტკიცოთ რწმენა შემოქმედის მიმართ იმისდა მიუხედავად, რა განათლება გვაქვს მიღებული, რადგან ამას ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს.
როგორ განვიმტკიცოთ რწმენა შემოქმედის მიმართ
8, 9. ა) რომელ კითხვას განვიხილავთ? ბ) რა მხრივ დაგეხმარებათ შემოქმედებაზე მეტის გაგება?
8 როგორ უნდა განიმტკიცოთ რწმენა შემოქმედის მიმართ? განვიხილოთ ამის ოთხი საშუალება.
9მეტი გაიგეთ შემოქმედების შესახებ. შემოქმედისადმი რწმენას ცხოველებზე, მცენარეებზე და ვარსკვლავებზე დაკვირვება განგიმტკიცებთ (ფსალმ. 19:1; ეს. 40:26). რაც უფრო მეტს გაიგებთ ჩვენი სამყაროს შესახებ, მით უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ იეჰოვა შემოქმედია. ჩვენს პუბლიკაციებში ხშირად შეხვდებით ისეთ სტატიებს, რომლებიც ამა თუ იმ ქმნილების თავისებურებას აღგვიწერს. ნუ გამოტოვებთ ასეთ სტატიებს მხოლოდ იმიტომ, რომ რთულად გასაგები გეჩვენებათ. არც ისაა პრობლემა, თუ ყველაფერს ერთბაშად ვერ ჩასწვდებით. კარგი იქნება, თუ ჩვენს ვებგვერდზე jw.org შიგადაშიგ უყურებთ საინტერესო ვიდეოებს შემოქმედებაზე, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენს რეგიონულ კონგრესებზე იყო წარმოდგენილი.
10. როგორ ამტკიცებს შემოქმედება შემოქმედის არსებობას? მოიყვანეთ მაგალითი (რომაელები 1:20).
10 როცა ვცდილობთ, შემოქმედებაზე მეტი გავიგოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას გვიმჟღავნებს ის შემოქმედის შესახებ (წაიკითხეთ რომაელების 1:20). მაგალითად, გარდა იმისა, რომ მზე სიცოცხლისთვის აუცილებელი სითბოთი უზრუნველგვყოფს, ის გამოყოფს საზიანო ენერგიასაც ულტრაიისფერი გამოსხივების სახით, რომლისგანაც დედამიწის დამცავი ფარი გვიცავს. ამ დამცავ ფარს წარმოადგენს ოზონის შრე, რომელიც ფილტრავს საზიანო რადიაციას. რაც უფრო ძლიერდება ულტრაიისფერი გამოსხივება, მით უფრო სქელდება ოზონის შრე. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღმა მოსიყვარულე და გონიერი შემოქმედი არ იდგეს?!
11. სად შეგვიძლია ვნახოთ რწმენის განმამტკიცებელი ინფორმაცია შემოქმედებაზე? (იხილეთ ჩარჩო „ინფორმაცია, რომელიც რწმენას განგიმტკიცებთ შემოქმედის მიმართ“).
11 „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ და ვებგვერდზე jw.org ბევრ რწმენის განმამტკიცებელ ინფორმაციას ნახავთ შემოქმედების შესახებ. თავიდან შეგიძლიათ დაიწყოთ სტატიებითა და ვიდეორგოლებით რუბრიკიდან „ვინ შექმნა?“. ამ მოკლე სტატიებიდან და ვიდეორგოლებიდან საოცარ ფაქტებს შეიტყობთ ცხოველებისა და სხვა ცოცხალი ქმნილებების შესახებ. ამ რუბრიკიდან იმასაც გაიგებთ, როგორ ცდილობენ მეცნიერები, თავიანთი გამოგონებებისთვის ბუნებიდან ისესხონ იდეები.
12. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბიბლიის კვლევის დროს?
12გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ბიოქიმიკოსს მაშინვე არ დაუჯერებია შემოქმედის არსებობა. ამაში დასარწმუნებლად მას დრო დასჭირდა. ის ამბობს: „რწმენა მხოლოდ მეცნიერული ფაქტების ცოდნით არ გამჩენია. ამაში ბიბლიის საგულდაგულო გამოკვლევაც დამეხმარა“. შეიძლება ბიბლიური სწავლებები კარგად გესმით, მაგრამ შემოქმედის მიმართ რწმენა რომ განიმტკიცოთ, ღვთის სიტყვის კვლევა უნდა განაგრძოთ (იეს. 1:8; ფსალმ. 119:97). მაგალითად, დაუკვირდით, რა ზუსტადაა აღწერილი ბიბლიაში ისტორიული მოვლენები, როგორ შესრულდა მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და რა ჰარმონიულად ერწყმის ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთი ერთმანეთს. ასეთი კვლევა უფრო მეტად განგიმტკიცებთ რწმენას მოსიყვარულე, ბრძენი შემოქმედისა და მის მიერ შთაგონებული წიგნის მიმართ * (2 ტიმ. 3:14; 2 პეტ. 1:21).
13. რომელი ბრძნული რჩევაა ბიბლიაში ჩაწერილი?
1 ტიმ. 6:9, 10; იგავ. 28:20; მათ. 6:24). დღესაც მართლდება ეს სიტყვები? ერთ წიგნში ნათქვამია: „ჩვეულებრივ, ფულის მოყვარული ადამიანები იშვიათად არიან ბედნიერები და უფრო მეტად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება. ისინიც კი, ვინც უბრალოდ ბევრი ფულის შოვნაზე ოცნებობენ, ხშირად ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან“ (The Narcissism Epidemic). აქედან გამომდინარე, აშკარად ვხედავთ, როგორი ბრძნულია ბიბლიური რჩევა, რომელიც გვაფრთხილებს ფულის სიყვარულის საზიანო შედეგებზე. კიდევ რომელი პრაქტიკული ბიბლიური პრინციპი გახსენდებათ? რაც უფრო მეტად დავინახავთ ბიბლიური რჩევების პრაქტიკულობას, მით უფრო მეტ ნდობას გამოვუცხადებთ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის ბრძნულ რჩევებს, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს (იაკ. 1:5). შედეგად, ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება (ეს. 48:17, 18).
13 ღვთის სიტყვის გამოკვლევა დაგანახვებთ, რამდენად პრაქტიკულია მასში ჩაწერილი ინფორმაცია. მაგალითად, ბიბლია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გვაფრთხილებდა, რომ ფულის სიყვარული საზიანოა და მრავალ ტკივილს აყენებს ადამიანს (14. რას გაიგებთ ბიბლიის კვლევის დროს იეჰოვას შესახებ?
14ბიბლიის კვლევის დროს თქვენი მთავარი მიზანი იეჰოვას უკეთ გაცნობა უნდა იყოს (იოან. 17:3). ღვთის სიტყვის კვლევისას დაინახავთ იეჰოვას თვისებებს, რომლებიც მის შემოქმედებაში აირეკლება. როცა ამ თვისებებზე ვფიქრობთ, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა და არა ვინმეს წარმოსახვის ნაყოფი (გამ. 34:6, 7; ფსალმ. 145:8, 9). რაც უფრო მეტად გაეცნობით მას, მით უფრო მეტად გაგიღრმავდებათ ღვთის რწმენა და სიყვარული და უფრო დაუახლოვდებით მას.
15. რა დადებითი მხარეები აქვს სხვებთან საკუთარი რწმენის შესახებ საუბარს?
15სხვებსაც ესაუბრეთ ღვთისადმი თქვენი რწმენის შესახებ. ეს თქვენვე განგიმტკიცებთ რწმენას. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ღვთის არსებობას და ზუსტად არ იცით, რა უპასუხოთ? შეეცადეთ, ამ საკითხზე ვრცელი ინფორმაცია ჩვენს პუბლიკაციებში მოიძიოთ, შემდეგ იქ მოცემული არგუმენტების საფუძველზე იმსჯელოთ ამ ადამიანთან (1 პეტ. 3:15). გარდა ამისა, დახმარება შეგიძლიათ გამოცდილ მაუწყებლებსაც სთხოვოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ადამიანი არ გაიზიარებს ბიბლიურ თვალსაზრისს, შრომა წყალში არ ჩაგეყრებათ, რადგან, სხვა თუ არაფერი, ცოდნას მაინც გაიღრმავებთ. გარდა ამისა, რწმენაც განგიმტკიცდებათ და მას ვეღარ შეგირყევთ ეგრეთ წოდებული გონიერი და მოაზროვნე ადამიანების მცდარი შეხედულებები.
შეინარჩუნეთ ძლიერი რწმენა
16. რატომ უნდა ვიზრუნოთ რწმენის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე?
16 იეჰოვას დიდი ხნის მსახურებსაც მართებთ, რომ იზრუნონ რწმენის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე. თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შეიძლება რწმენა შეგვისუსტდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რწმენა არის მტკიცებულებების საფუძველზე უხილავი სინამდვილის დაჯერება. როგორც წესი, რასაც ვერ ვხედავთ, ადვილად გვრჩება მხედველობიდან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ ამბობს პავლე, რომ ურწმუნოება არის „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ (ებრ. 12:1). მაშ, როგორ შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა? (2 თეს. 1:3).
17. რა დაგვეხმარება ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში?
17რაც შეიძლება ხშირად სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ვინაიდან რწმენა სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, შეუძლებელია შემოქმედის მიმართ რწმენის გაძლიერება და შენარჩუნება წმინდა სულის დახმარების გარეშე (გალ. 5:22, 23). თუ გამუდმებით სთხოვთ იეჰოვას წმინდა სულს, ის აუცილებლად შეისმენს თქვენს ლოცვას (ლუკ. ). მოციქულების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვთხოვოთ ღმერთს, რომ რწმენა გაგვიძლიეროს ( 11:13ლუკ. 17:5).
18. ფსალმუნის 1:2, 3-ის თანახმად, რა ძვირფასი საჩუქარი მივიღეთ ღვთისგან?
18ზედმიწევნით მიჰყვეთ ბიბლიის კვლევის გეგმას (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:2, 3). როცა პირველი ფსალმუნი შეითხზა, ღვთის კანონის წერილობით ასლებზე მხოლოდ თითო-ოროლა ებრაელს, მათ შორის მეფეებსა და მღვდლებს, მიუწვდებოდა ხელი. კაცები, ქალები, ბავშვები და ისრაელის მიწაზე მცხოვრები უცხოელები ყოველ მეშვიდე წელს იკრიბებოდნენ ღვთის კანონის მოსასმენად (კან. 31:10—12). ბევრს არც იესოს დროს ჰქონდა წმინდა წერილების გრაგნილები; მათი უმეტესობა სინაგოგებში ინახებოდა. მაგრამ დღეს ამ მხრივ სრულიად განსხვავებული ვითარებაა; ადამიანთა უმეტესობას საკუთარ ენაზე შეუძლია წაიკითხოს მთლიანი ბიბლია ან მისი ზოგიერთი მონაკვეთი. ეს მართლაც ფასდაუდებელი საჩუქარია თითოეული ჩვენგანისთვის. როგორ გამოვხატოთ მადლიერება ამისთვის?
19. რა არის საჭირო რწმენის შესანარჩუნებლად?
19 თუ ღვთის სიტყვას აფასებთ, მაშინ სისტემატურად წაიკითხავთ მას. კონკრეტული დრო გამოუყავით ბიბლიის კითხვასა და შესწავლას და ნუ იფიქრებთ, რომ ამისთვის დრო თავისით გამოგიჩნდებათ. თუ ბიბლიის კვლევის გეგმას ზედმიწევნით მიჰყვებით, ძლიერ რწმენას შეინარჩუნებთ.
20. რა უნდა დავისახოთ მიზნად?
20 მათგან განსხვავებით, ვინც დღეს ბრძენებად და ჭკვიანებად ითვლებიან, ჩვენ გვაქვს მტკიცე რწმენა და ამ რწმენას საფუძვლად ღვთის სიტყვა უდევს (მათ. 11:25, 26). სწორედ ღვთის სიტყვის გულმოდგინე კვლევის შედეგად გავიგეთ, რატომ უარესდება დედამიწაზე მდგომარეობა და როგორ შეცვლის იეჰოვა ყველაფერს უკეთესობისკენ. მოდი მიზნად დავისახოთ, გავიძლიეროთ რწმენა და ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ შემოქმედის მიმართ რწმენის განვითარებაში (1 ტიმ. 2:3, 4). მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა დედამიწაზე მცხოვრები ხალხიც გაიმეორებს გამოცხადების 4:11-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება . . . რადგან ყველაფერი შენ შექმენი!“
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 2 იეჰოვაა შენი სახელი
^ აბზ. 5 ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთი სამყაროს შემოქმედია. თუმცა ბევრს ეს არ სჯერა და ირწმუნება, რომ ყველაფერი თავისით გაჩნდა. თუ ღვთისა და მისი სიტყვისადმი რწმენას განვიმტკიცებთ, მათი სკეპტიკური დამოკიდებულება ჩვენს რწმენას ვერაფერს დააკლებს. ამ სტატიაში მოცემული რჩევები რწმენის გაძლიერებაში დაგვეხმარება.
^ აბზ. 5 ბევრ ქვეყანაში საჯარო სკოლებში სამყაროს შემოქმედებითი გზით წარმოშობის თემა არც კი განიხილება. ზოგი პედაგოგი თვლის, რომ მოსწავლეებთან ღმერთის შესახებ საუბარი მათ რელიგიურ თავისუფლებას შელახავს.
^ აბზ. 7 დაახლოებით 60 სხვადასხვა დარგის სპეციალისტის, მათ შორის იმ მეცნიერების კომენტარები, რომლებსაც სწამთ შემოქმედის არსებობის, შეგიძლიათ იხილოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“. იხილეთ თემა „მეცნიერება“, ქვესათაური „მეცნიერები შემოქმედებისადმი რწმენას გამოხატავენ“. ზოგიერთი ეს კომენტარი აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ „იეჰოვას მოწმეების საკვლევ სახელმძღვანელოში“, თემა „მეცნიერება და ტექნოლოგია“, ქვესათაური „ინტერვიუ“ („გამოიღვიძეთის!“ რუბრიკა).
^ აბზ. 12 იხილეთ 2011 წლის თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „ეთანხმება ბიბლია მეცნიერებას?“ და 2008 წლის 1-ლი იანვრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „იეჰოვას წინასწარმეტყველებები სრულდება“.