გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.
რომელი ბიბლიური მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი თანამგრძნობია ჩვენ მიმართ?
ღმერთს კარგად ესმოდა ეგვიპტის მონობაში მყოფი ისრაელების გასაჭირი და ტკივილი (გამ. 3:7; ეს. 63:9). ვინაიდან ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილნი, თანაგრძნობის გამოვლენა ჩვენც შეგვიძლია. იეჰოვა მაშინაც თანაგვიგრძნობს, როცა თავს მისი სიყვარულის ღირსად არ მივიჩნევთ (wp18.3, გვერდები 8, 9).
როგორ გვათავისუფლებს იესოს სწავლებები წინასწარშექმნილი აზრისგან?
პირველ საუკუნეში ბევრ იუდეველს წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდა. იესომ დაგმო რასობრივი სიამაყე და თავმდაბლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ ძმებივით მოპყრობოდნენ ერთმანეთს (w18.06, გვერდები 9, 10).
რატომ არ შეუშვა ღმერთმა მოსე აღთქმულ მიწაზე და ჩვენ რას გვასწავლის ეს?
მოსეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან (კან. 34:10). უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის მიწურულს ხალხმა მეორედ დაიწყო წუწუნი უწყლობის გამო. ღმერთმა დაავალა მოსეს, კლდისთვის ეთქვა, რომ წყალი მიეცა, თუმცა მან ჯოხი დაჰკრა კლდეს. შესაძლოა იეჰოვა იმან განარისხა, რომ მოსე არ მიჰყვა მის მითითებას ან იმან, რომ ამ სასწაულისთვის ღმერთს არ მიაგო დიდება (რიცხ. 20:6—12). ეს შემთხვევა გვასწავლის, რომ ყოველთვის მივყვეთ იეჰოვას მითითებებს და დიდება მივაგოთ მას (w18.07, გვერდები 13, 14).
რატომ შეიძლება ადვილად მოვტყუვდეთ, თუ სხვებს გარეგნობის მიხედვით განვსჯით?
არსებობს სამი მხარე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს შეხედულებებზე და გარეგნობის მიხედვით განვსაჯოთ სხვები. ესენია: რასობრივი ან ეთნიკური განსხვავებულობა, მატერიალური შესაძლებლობები და ასაკი. მნიშვნელოვანია, რომ სხვების მიმართ იეჰოვას მსგავსად მიუკერძოებლები ვიყოთ (საქ. 10:34, 35; w18.08, გვერდები 8—12).
რაში შეუძლიათ სხვების დახმარება ხანდაზმულ ქრისტიანებს?
ის ხანდაზმული ქრისტიანები, რომელთაც დავალებები შეეცვალათ, კვლავაც ძვირფასნი არიან ღვთისთვის და ბევრის გაკეთება შეუძლიათ სხვების დასახმარებლად. მათ შეუძლიათ და-ძმების მეუღლეებისთვის ყურადღების მიქცევა, არააქტიურთა დახმარება, ბიბლიის შესწავლების ჩატარება და მსახურების გაფართოება (w18.09, გვერდები 8—11).
რა შედის „სწავლებაში დამხმარე საშუალებებში“?
ამაში შედის საკონტაქტო ბარათები და მოსაწვევები, რვა ადვილად გამოსაყენებელი ბუკლეტი და ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. „სწავლებაში დამხმარე საშუალებებში“ აგრეთვე შედის რამდენიმე ბროშურა, შესწავლისთვის განკუთვნილი ორი ძირითადი წიგნი და ოთხი ვიდეო, მათ შორის „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას“ (w18.10, გვერდი 16).
როგორ შეუძლია ქრისტიანს იგავების 23:23-ის თანახმად იყიდოს ჭეშმარიტება?
ჭეშმარიტების საყიდლად ფული კი არა, დრო და ძალისხმევაა საჭირო (w18.11, გვერდი 4).
როგორ ეპყრობოდა ოსია თავის ცოლს, გომერს, და ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია?
გომერმა არაერთხელ უღალატა თავის ქმარს, მაგრამ ოსიამ აპატია და ოჯახი არ დაანგრია. თუ ქრისტიანის მეუღლე უზნეობას ჩაიდენს, უდანაშაულო მეუღლეს შეუძლია აპატიოს. თუ უდანაშაულო მეუღლეს ღალატის შემდეგ სქესობრივი კავშირი ექნება მეუღლესთან, აღარ იარსებებს განქორწინებისთვის ბიბლიური საფუძველი (w18.12, გვერდი. 13).