როგორი სიყვარული უწყობს ხელს ნამდვილ ბედნიერებას?
„ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15).
1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ?
ჩვენ კაცობრიობის ისტორიის განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ. როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, იეჰოვა კრებს „უამრავ ხალხს . . . ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“. ისინი „ძლიერ ხალხად“ იქცნენ, რომლებიც „წმინდა მსახურებას ასრულებენ . . . [ღვთისთვის] დღე და ღამე“ (გამოცხ. 7:9, 15; ეს. 60:22). მათი რიცხვი რვა მილიონს აჭარბებს. ისტორიას არ ახსოვს, რომ ერთდროულად ამდენ ადამიანს ჰყვარებოდა ღმერთი და მოყვასი.
2. როგორი სიყვარული ახასიათებთ ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანებს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
2 თუმცა წმინდა წერილებში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ჩვენს დროში ღვთისგან გაუცხოებული ხალხისთვის სრულიად განსხვავებული სახის სიყვარული — ეგოისტური სიყვარული იქნებოდა დამახასიათებელი. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმ. 3:1—4). ასეთი სახის სიყვარული უპირისპირდება ქრისტიანულ სიყვარულს. ეგოისტური მიზნების დასახვას ადამიანებისთვის არ მოაქვს ბედნიერება, რომელსაც ისინი მოელიან. სინამდვილეში, ასეთი სიყვარული ხელს უწყობს მსოფლიოში ეგოიზმის გაბატონებას, რაც „ძნელად ასატანს“ ხდის ცხოვრებას.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში და რატომ?
3 პავლემ იცოდა, რომ ეგოისტური სიყვარული უფრო მეტი ადამიანისთვის იქნებოდა დამახასიათებელი და ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქრისტიანებს. ამიტომ მან გააფრთხილა ისინი, ზურგი ექციათ მათთვის, ვინც ამგვარ სიყვარულს ავლენდა (2 ტიმ. 3:5). თუმცა ჩვენ ყველანაირ ურთიერთობას ვერ გავწყვეტთ ასეთ ადამიანებთან. მაშ, როგორ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ ქვეყნიური აზროვნების ადამიანებს და სიყვარულის ღმერთის, იეჰოვას მოწონება დავიმსახუროთ? მოდი ერთმანეთს შევადაროთ ღვთიური სიყვარული და 2 ტიმოთეს 3:2—4-ში მოხსენიებული სიყვარული. ეს დაგვეხმარება, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და გავიგოთ, როგორ გამოვავლინოთ ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილების მომტანი სიყვარული.
ღვთის სიყვარული თუ საკუთარი თავის სიყვარული?
4. რატომ არ არის ცუდი, რომ ზომიერად გვიყვარდეს საკუთარი თავი?
4 „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები“, — დაწერა მოციქულმა პავლემ. არასწორია საკუთარი თავის სიყვარული? რა თქმა უნდა, არა. ნორმალურია და საჭიროც კი, რომ ჯანსაღი სიყვარული გვქონდეს საკუთარი თავის მიმართ. იეჰოვამ ასე შეგვქმნა. იესომ თქვა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მარ. 12:31). თუ საკუთარი თავი არ გვიყვარს, შეუძლებელია მოყვასი გვიყვარდეს. ბიბლიაში აგრეთვე ვკითხულობთ: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფეს. 5:28, 29). აქედან ნათლად ჩანს, რომ საკუთარი თავის მიმართ ზომიერი სიყვარული სავსებით მისაღებია.
5. როგორ დაახასიათებდით იმ ადამიანებს, რომლებსაც გადამეტებულად უყვართ თავიანთი თავი?
5 საკუთარი თავის სიყვარული, რაზეც 2 ტიმოთეს 3:2 მუხლშია საუბარი, არ არის ნორმალური, ჯანსაღი გრძნობა. ის არის დამახინჯებული, ეგოისტური სიყვარული. ადამიანები, რომელთაც გადამეტებულად უყვართ საკუთარი თავი, საჭიროზე მეტად ფიქრობენ თავიანთ თავზე (წაიკითხეთ რომაელების 12:3). ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ და სხვები ნაკლებად აღელვებთ. როცა რამე შავდება, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, ისინი თითს სხვისკენ იშვერენ. ერთი ბიბლეისტი საკუთარი თავის მოყვარულ ადამიანებს ზღარბებს ადარებს, რომლებიც ბურთივით მრგვალდებიან, რბილ და თბილ ბეწვს შიგნით იტოვებენ, სხვებს კი წვეტიან ეკლებს უშვერენ. ასეთი ეგოცენტრული ადამიანები ბედნიერები ნამდვილად არ არიან.
6. როგორ თვისებებს ავლენენ ღვთის მოყვარულები?
6 ბიბლიის მკვლევრების აზრით, პავლემ უარყოფით თვისებებს შორის პირველი საკუთარი თავის სიყვარული იმიტომ მოიხსენია, რომ სწორედ ის არის ყველა სხვა მანკიერი თვისების თავიდათავი. ამის საპირისპიროდ, ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი, სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენენ. ბიბლია ღვთის სიყვარულს ისეთ თვისებებთან აკავშირებს, როგორიცაა სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალ. 5:22, 23). ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15). იეჰოვა ბედნიერი ღმერთია, ამიტომ მისი მსახურებიც ბედნიერები არიან. უფრო მეტიც, საკუთარი თავის მოყვარულებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მიღებაზე ფიქრობენ, იეჰოვას მსახურებს ძალიან სიამოვნებთ, რომ სხვების კეთილდღეობისთვის იხარჯებიან (საქ. 20:35).
7. რომელი კითხვები დაგვეხმარება, შევამოწმოთ, რამდენად გვიყვარს ღმერთი?
ფილიპელების 2:3, 4 მუხლებში ჩაწერილ რჩევაზე: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვიყენებ ამ რჩევას ცხოვრებაში? გულწრფელად ვცდილობ იმის კეთებას, რაც ღმერთს სურს? ვეძებ შესაძლებლობებს, დავეხმარო როგორც თანაქრისტიანებს, ისე მათ, ვისაც ვუქადაგებ?“. ყოველთვის ადვილი არ არის, რომ სხვებისთვის დავიხარჯოთ. ეს ძალისხმევასა და თავგანწირვას მოითხოვს. განა მოგვანიჭებს რამე იმაზე დიდ სიხარულს, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ სამყაროში უზენაეს პიროვნებას ვასიამოვნეთ?!
7 როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ხომ არ დაჩრდილა ღვთის სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულმა? დავფიქრდეთ8. რისკენ აღძრა ზოგი ღვთის სიყვარულმა?
8 ღვთის სიყვარულმა ზოგი აღძრა, უარი ეთქვა საკმაოდ შემოსავლიან კარიერაზე, რათა იეჰოვასთვის უფრო მეტი ეკეთებინა. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა დამ, რომელიც ექიმია, უარი თქვა კარიერულ წინსვლაზე და სრული დროით მსახურება დაიწყო. მან მეუღლესთან ერთად რამდენიმე ქვეყანაში იმსახურა. ის ამბობს: „უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურებამ და იქ შეძენილმა ახალმა მეგობრებმა ნამდვილად გაამდიდრა ჩვენი ცხოვრება. დღემდე მედიცინის სფეროში ვარ, მაგრამ უმეტეს დროსა და ენერგიას კრებაში და-ძმების დახმარებასა და ხალხის სულიერად გამოჯანმრთელებას ვუთმობ, რასაც უდიდესი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს“.
სიმდიდრე ზეცაში თუ დედამიწაზე?
9. რატომ არ მოაქვს ფულის სიყვარულს ნამდვილი ბედნიერება?
9 პავლემ დაწერა, რომ ადამიანები იქნებოდნენ „ფულის მოყვარულები“. რამდენიმე წლის წინ ირლანდიაში ერთმა მამაკაცმა საფულედან ფული ამოიღო, პიონერ ძმას აჩვენა და სიამაყით უთხრა: „აი, ჩემი ღმერთი!“. შეიძლება ბევრი ამას ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ ქვეყნიერებაში ძალიან ბევრს უყვარს ფული და მატერიალური ნივთები. თუმცა ბიბლია გვაფრთხილებს: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლ. 5:10). ასეთ ადამიანებს უფრო და უფრო მეტი ფული უნდათ და მისი მოპოვებისკენ სწრაფვით მრავალ ტკივილს აყენებენ საკუთარ თავს (1 ტიმ. 6:9, 10).
10. რას ამბობს ბიბლია სიმდიდრესა და სიღარიბესთან დაკავშირებით?
10 ცხადია, ფული ყველას გვჭირდება. ის გარკვეულწილად გვიცავს კიდეც (ეკლ. 7:12). მაგრამ შესაძლებელია, რომ ადამიანი ნამდვილად ბედნიერი იყოს, თუ მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია? სავსებით! (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:12). ბიბლიის ერთმა დამწერმა, იაკეს ვაჟმა აგურმა თქვა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი“. ჩვენთვის ადვილი გასაგებია, რატომ არ სურდა მას სიღატაკეში ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, არ უნდოდა, ხელი წასცდენოდა და მოეპარა რამე, რითაც ღმერთს შეურაცხყოფდა. მაგრამ, რატომ არ სურდა მას გამდიდრება? ის წერს: «რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“» (იგავ. 30:8, 9). ალბათ, თქვენ გარშემოც არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც საკუთარი სიმდიდრის იმედი აქვთ და არა ღვთისა.
11. რა გვირჩია იესომ ფულთან დაკავშირებით?
11 ფულის მოყვარული ვერ ასიამოვნებს ღმერთს. იესომ თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“. სანამ ამას იტყოდა, იესომ თქვა: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ. მათ. 6:19, 20, 24).
მოაგროვეთ განძი ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ“ (12. როგორ აადვილებს ცხოვრების გამარტივება იეჰოვასადმი მსახურებას? მოიყვანეთ მაგალითი.
12 ბევრი იეჰოვას მსახური ცდილობს, გაიმარტივოს ცხოვრება. შედეგად, მათ მსახურებისთვის მეტი დრო რჩებათ და თავსაც უფრო ბედნიერად გრძნობენ. მაგალითად, ჯეკმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, გაყიდა დიდი სახლი და აწყობილი ბიზნესი, რათა მეუღლესთან ერთად პიონერად ემსახურა. ის ამბობს: «ადვილი არ იყო, შევლეოდით ჩვენს ლამაზ სახლსა და იმ მშვენიერ ადგილს, სადაც ვცხოვრობდით. წლების განმავლობაში სამსახურიდან სახლში გაღიზიანებული ვბრუნდებოდი, ჩემი მეუღლე კი, რომელიც პიონერად მსახურობდა, ყოველთვის ბედნიერი მხვდებოდა. ის მეუბნებოდა: „მე ყველაზე კარგი უფროსი მყავს!“ დღეს მეც პიონერად ვმსახურობ და ორივენი ერთ უფროსს, იეჰოვა ღმერთს ვემსახურებით».
13. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რა დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ?
13 იმის გასაგებად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ, გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: „ცხადყოფს ჩემი ცხოვრება, რომ ვიზიარებ ბიბლიის თვალსაზრისს ფულთან დაკავშირებით? ჩემთვის უმთავრესი ფულის კეთება ხომ არ არის? მატერიალურ ნივთებს უფრო ვაფასებ თუ იეჰოვასთან და ადამიანებთან ურთიერთობას? მჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩემს საჭიროებებზე?“. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა არასოდეს გაუცრუებს იმედს თავის მოიმედეთ (მათ. 6:33).
იეჰოვას სიყვარული თუ სიამოვნების სიყვარული?
14. როგორია გაწონასწორებული თვალსაზრისი სიამოვნებაზე?
14 როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, დღეს ადამიანები „სიამოვნებათა მოყვარულები“ არიან. სიამოვნებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი ისევე მისაღებია, როგორც ზომიერი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ფულის მიმართ. იეჰოვას არ უნდა, რომ ჩვენს თავს ყველაფერზე უარი ვუთხრათ და თავი შევიკავოთ ჩვენთვის სასიამოვნო საქმეების კეთებისგან. ბიბლია მოგვიწოდებს: „წადი, სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო“ (ეკლ. 9:7).
15. როგორ ადამიანებს ეწოდებათ „სიამოვნებათა მოყვარულები“?
2 ტიმოთეს 3:4-შია საუბარი, გამორიცხავს ღვთისადმი სიყვარულს. მართალია, მუხლში ნათქვამია, რომ ადამიანებს სიამოვნება უფრო ეყვარებოდათ, ვიდრე ღმერთი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ცოტათი მაინც ეყვარებოდათ ღმერთი. ერთი ბიბლეისტი წერს: „აშკარაა, ამ [მუხლში] ის კი არ იგულისხმება, რომ ადამიანებს რაღაც დოზით ღმერთიც ეყვარებოდათ, არამედ ის, რომ მათ საერთოდ არ ეყვარებოდათ ღმერთი“. ეს მართლაც სერიოზული გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მთლიანად სიამოვნების მიღებაზეა გადართული. ბიბლია „სიამოვნებათა მოყვარულებს“ მართებულად უწოდებს მათ, ვინც „განცხრომამ გაიტაცა“ (ლუკ. 8:14).
15 სიამოვნების სიყვარული, რომლის შესახებაც16, 17. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ სიამოვნებასთან დაკავშირებით?
16 იესომ სიამოვნებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული შეხედულების სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. ის ქორწილშიც იყო და დიდ წვეულებასაც დაესწრო (იოან. 2:1—10; ლუკ. 5:29). როცა ქორწილში ღვინო გამოელიათ, იესომ სასწაულებრივად აქცია წყალი ღვინოდ. სხვა შემთხვევაში, როცა ის ჭამა-სმის გამო გააკრიტიკეს, იესომ ნათლად დაანახვა მათ, რომ არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ ამ საკითხზე (ლუკ. 7:33—36).
17 თუმცა იესო სიამოვნებისთვის არ ცხოვრობდა. ის იეჰოვას აყენებდა პირველ ადგილზე და დაუღალავად ირჯებოდა სხვებისთვის. სხვებს რომ ეცოცხლათ, ის საკუთარი ნებით მოკვდა ძელზე მტანჯველი სიკვდილით. თავის მიმდევრებს მან უთხრა: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:11, 12).
18. რომელი კითხვები დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, რამდენად გვიყვარს სიამოვნება?
18 როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად გვიყვარს სიამოვნება? საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: „ხომ არ ვაყენებ გართობას კრების შეხვედრებსა და მსახურებაზე წინ? მზად ვარ, უარი ვთქვა საკუთარ სურვილებზე ღვთის მსახურების გულისთვის? გართობის არჩევისას ვფიქრობ, მოეწონება თუ არა იეჰოვას ჩემი არჩევანი?“. თუ მართლა გვიყვარს ღმერთი, მხოლოდ იმას კი არ მოვერიდებით, რაც დანამდვილებით ვიცით, რომ მას არ მოსწონს, არამედ იმასაც, რაზეც დარწმუნებულები არა ვართ, მოეწონება თუ არა (წაიკითხეთ მათეს 22:37, 38).
ბედნიერებისკენ მიმავალი გზა
19. ვინ ვერ იქნება ნამდვილად ბედნიერი?
19 სატანის ქვეყნიერებაში ადამიანები თითქმის 6 000 წელია იტანჯებიან, მაგრამ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გახდა საკუთარი თავის, ფულისა და სიამოვნების მოყვარული. ისინი მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობენ და მთლიანად თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებაზე არიან კონცენტრირებულნი. მაგრამ ასეთი ხალხი ბედნიერი არასდროს იქნება. ამის საპირისპიროდ, ფსალმუნმომღერალი წერდა: „ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი, ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე“ (ფსალმ. 146:5).
20. როგორ მოგანიჭათ ბედნიერება პირადად თქვენ ღვთის სიყვარულმა?
20 იეჰოვას ხალხს უყვარს ღმერთი და წლიდან წლამდე მათ რიგებს ბევრი ახალი უერთდება. ეს ცხადყოფს, რომ ღვთის სამეფო მმართველობს და მალე ენით აუწერელ კურთხევებს მოიტანს დედამიწაზე. ნამდვილი და მარადიული სიხარული მოაქვს ღვთის ნების შესრულებას, რადგან გვესმის, რომ ჩვენი საქციელით გულს ვუხარებთ უზენაესს. იეჰოვას მოყვარულები მარადიულად გაიხარებენ! შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, რა თვისებებს ავითარებს ეგოისტური სიყვარული და დავინახავთ, რამხელა განსხვავებაა ამ თვისებებსა და იეჰოვას მსახურთა თვისებებს შორის.