ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრი
ოთხშაბათ დილას, 2018 წლის 24 იანვარს, შეერთებული შტატებისა და კანადის ბეთელის ოჯახის წევრები გაახარა სპეციალური განცხადების მოსმენამ, რომ ძმა კენეთ კუკი იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად დაინიშნა.
ძმა კენეთ კუკი დაიბადა და გაიზარდა პენსილვანიის შტატში (აშშ). მან ჭეშმარიტება სკოლის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო კლასელისგან და 1980 წლის 7 ივნისს მოინათლა. ძმა კენეთმა სრული დროით მსახურება 1982 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. ორწლიანი პიონერული მსახურების შემდეგ, 1984 წლის 12 ოქტომბერს, ის უოლკილის (ნიუ-იორკი) ბეთელში მიიწვიეს.
25 წლის განმავლობაში ძმა კენეთ კუკი სტამბასა თუ ბეთელის ბიუროში სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. 1996 წელს ის დაქორწინდა ჯეიმიზე, რომელმაც მასთან ერთად დაიწყო უოლკილში მსახურება. 2009 წლის დეკემბრიდან კენეთ და ჯეიმი კუკები მსახურობენ პატერსონში (ნიუ-იორკი), სადაც „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი მდებარეობს. პატერსონში ძმა კენეთი კორესპონდენციის განყოფილებაში მსახურობდა. 2016 წლის აპრილში, უოლკილში მოკლევადიანი მსახურების შემდეგ, კენეთ და ჯეიმი კუკებმა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) განაგრძეს მსახურება. ხუთ თვეში ისინი გადავიდნენ უორიკში (ნიუ-იორკი), სადაც მსოფლიო მთავარი სამმართველო მდებარეობს. 2017 წლის იანვრიდან ძმა კენეთ კუკი ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტის დამხმარედ მსახურობდა.