სასწავლო სტატია 3
იეჰოვას ძალიან უყვარხართ და გაფასებთ!
„გაგვიხსენა, როცა დამდაბლებულნი ვიყავით“ (ფსალმ. 136:23).
სიმღერა 33 მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი
მოკლე შინაარსი *
1, 2. რა სირთულეს ხვდება ბევრი იეჰოვას მსახური და როგორ შეიძლება ამან მათზე იმოქმედოს?
დავფიქრდეთ სამ პირობით სიტუაციაზე: ახალგაზრდა ძმა იგებს, რომ მძიმე დაავადება აქვს. 50 წელს გადაცილებულმა ძმამ სამსახური დაკარგა და ახალს ვერა და ვერ შოულობს. ხანში შესული და შეზღუდული შესაძლებლობის გამო ბევრს ვეღარ აკეთებს იეჰოვას მსახურებაში.
2 თუ თქვენი პრობლემა რაღაცით ჰგავს აქ ჩამოთვლილ რომელიმე სიტუაციას, შეიძლება იფიქროთ, რომ ვეღარავის გამოადგებით. მსგავსმა სირთულეებმა შესაძლოა სიხარული წაგართვათ, ღირსების გრძნობა შეგილახოთ და სხვებთან თქვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს.
3. როგორი დამოკიდებულება აქვთ სატანას და მის გავლენაში მყოფ ადამიანებს სიცოცხლეზე?
3 დღევანდელი მსოფლიო სიცოცხლესთან დაკავშირებით სატანის შეხედულებას იზიარებს. ადამიანების სიცოცხლეს ოდითგანვე ჩალის ფასი ჰქონდა სატანის თვალში. მან მუხანათურად მოატყუა ევა, როცა უთხრა, რომ ღვთის დაუმორჩილებლობა თავისუფლებას მოუტანდა. თუმცა კარგად იცოდა, რომ დაუმორჩილებლობას სასჯელად სიკვდილი მოჰყვებოდა. ვინაიდან კომერციული, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები ოდითგანვე სატანის ხელშია, არ გვიკვირს, რომ ბევრი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი თუ სასულიერო პირი არაფრად აგდებს ადამიანთა სიცოცხლესა და ღირსებას.
4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
4 სატანისგან განსხვავებით, იეჰოვას სურს, ვიცოდეთ, რომ მისთვის ძვირფასები ვართ. მეტიც, ის გვეხმარება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ღირსების გრძნობა (ფსალმ. 136:23; რომ. 12:3). ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა 1) ავადმყოფობის დროს, 2) ეკონომიკური გაჭირვების დროს და 3) ასაკით გამოწვეული პრობლემების დროს, როცა ვფიქრობთ, რომ მისთვის ვეღარაფერს ვაკეთებთ. თავდაპირველად, ვიმსჯელოთ, რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვასთვის თითოეული ძვირფასი ვართ.
იეჰოვა გვაფასებს
5. რა გარწმუნებთ, რომ იეჰოვას თვალში ძვირფასები ხართ?
5 მართალია, ღმერთმა მიწის მტვრისგან შეგვქმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის თვალში ფასი არა გვაქვს. იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასები ვართ (დაბ. 2:7). დავფიქრდეთ იმ მიზეზებზე, საიდანაც ჩანს, რომ ღმერთი გვაფასებს. მან ადამიანები მისი თვისებების არეკვლის უნარით შეგვქმნა, რითაც სხვა მიწიერ ქმნილებებზე მაღლა დაგვაყენა (დაბ. 1:27). გარდა ამისა, მან დედამიწაზე და სხვა ცოცხალ ქმნილებებზე ზრუნვაც დაგვავალა (ფსალმ. 8:4—8).
6. კიდევ რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა აფასებს არასრულყოფილ ადამიანებს?
6 ჩვენ ადამის შეცოდების შემდეგაც არ დაგვიკარგავს ფასი იეჰოვას თვალში. მისთვის იმდენად ძვირფასები ვართ, რომ ჩვენი ცოდვებისთვის საყვარელი ძე, იესო გაიღო მსხვერპლად (1 იოან. 4:9, 10). გამოსასყიდის წყალობით იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს როგორც მართალ, ისე უმართლო ადამიანებს, რომლებიც ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო დაიხოცნენ (საქ. 24:15). ბიბლია გვარწმუნებს, რომ ავადმყოფობა, სიღარიბე თუ ხანდაზმულობა ღვთის თვალში ფასს არ გვიკარგავს (საქ. 10:34, 35).
7. კიდევ საიდან ჩანს, რომ იეჰოვა აფასებს თავის მსახურებს?
7 კიდევ რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი გვაფასებს? იეჰოვამ თავისკენ მიგვიზიდა. მას შეუმჩნეველი არ დარჩა, როგორ გამოვეხმაურეთ სასიხარულო ცნობას (იოან. 6:44). როცა იეჰოვა გავიცანით და დავუახლოვდით, ისიც დაგვიახლოვდა (იაკ. 4:8). ღმერთი ჩვენ სასწავლებლად დროსა და ძალისხმევას არ იშურებს, რითაც გვაჩვენებს, რომ მისთვის ძვირფასები ვართ. მან იცის, როგორები ვართ და რამდენად შეიძლება გავუმჯობესდეთ. დროდადრო ის გვარიგებს და რჩევას გვაძლევს, რადგან ვუყვარვართ (იგავ. 3:11, 12). ეს ყველაფერი აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა გვაფასებს!
8. როგორ გვეხმარება ფსალმუნის 18:27—29, რომ პრობლემებს სხვა თვალით შევხედოთ?
8 ზოგიერთი ადამიანი მეფე დავითს უვარგისად მიიჩნევდა, მაგრამ იეჰოვას უყვარდა ის და მხარს უჭერდა. ამის ცოდნა დავითს ეხმარებოდა, რომ სწორად შეეხედა თავისი მდგომარეობისთვის (2 სამ. 16:5—7). როდესაც თავს დათრგუნულად ვგრძნობთ ან პრობლემები გვაქვს, იეჰოვა გვეხმარება, ჩვენს მდგომარეობას სხვა თვალით შევხედოთ და ნებისმიერი დაბრკოლება გადავლახოთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 18:27—29). ვერაფერი დაგვაკარგვინებს სიხარულს იეჰოვას მსახურებაში, როცა მის მხარდაჭერას ვგრძნობთ (რომ. 8:31). განსაკუთრებით როდის გვჭირდება იმაში დარწმუნება, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და გვაფასებს? განვიხილოთ სამი სიტუაცია.
როცა ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს
9. როგორ შეიძლება ვიგრძნოთ თავი ავადმყოფობის დროს?
9 ავადმყოფობას შეუძლია ემოციურად გაგვანადგუროს და გვაფიქრებინოს, რომ აღარავის ვჭირდებით. შეიძლება თავს უხერხულად ვგრძნობთ, როცა ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს ამჩნევენ ან როცა სხვებზე ვართ დამოკიდებული. მაშინაც კი, თუ სხვებმა არ იციან ჩვენი ავადმყოფობის შესახებ, შეიძლება უღირსობის გრძნობა დაგვეუფლოს, რადგან უწინდელთან შედარებით ბევრს ვეღარ ვაკეთებთ. ასეთ რთულ დროს იეჰოვა გვამხნევებს და გვანუგეშებს. როგორ აკეთებს ის ამას?
10. იგავების 12:25-ის თანახმად, რა დაგვეხმარება ავადმყოფობის დროს?
იგავების 12:25). ბიბლიაში იეჰოვამ ბევრი გამამხნევებელი აზრი შემოგვინახა, რითაც გვარწმუნებს, რომ ავადმყოფობის მიუხედავად მისთვის ძვირფასები ვართ (ფსალმ. 31:19; 41:3). იეჰოვას შეუძლია თავის სიტყვაში ჩაწერილი, თუნდაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი აზრების მეშვეობით გაგვიქარვოს ავადმყოფობით გამოწვეული უარყოფითი გრძნობები.
10 ავადმყოფობის დროს „კეთილი სიტყვა“ განწყობას გვიმაღლებს (წაიკითხეთ11. როგორ დაეხმარა იეჰოვა ერთ ძმას?
11 დავფიქრდეთ ერთი ახალგაზრდა ძმის, ხორხეს მაგალითზე, რომელიც მძიმედ დაავადდა. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, რის გამოც უღირსობის გრძნობა დაეუფლა. „ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ავადმყოფობის გამო თავს ასე ცუდად ვიგრძნობდი; უხერხულობას ისიც მიქმნიდა, რომ სხვების ყურადღებას ვიქცევდი. რაც უფრო უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა, მით უფრო მაშინებდა ხვალინდელი დღე. განადგურებული ვიყავი. ვემუდარებოდი იეჰოვას, დამხმარებოდა“, — ამბობს ხორხე. როგორ გააძლიერა ის იეჰოვამ? ხორხე განაგრძობს: „ვინაიდან გონების მოკრება მიჭირდა, მირჩიეს, ფსალმუნებიდან ის პატარა მონაკვეთები წამეკითხა, სადაც აღწერილია, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის მსახურებზე. ყოველდღე ვკითხულობდი ამ მუხლებს, რაც მანუგეშებდა და მამხნევებდა. დროთა განმავლობაში სხვებმაც შეამჩნიეს, რომ უფრო ხშირად ვიღიმოდი. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ჩემი დადებითი განწყობა მათაც ამხნევებდა. მივხვდი, რომ იეჰოვამ ჩემს ლოცვებს უპასუხა. ის დამეხმარა, საკუთარ თავზე სხვანაირად მეფიქრა. ბიბლიის დახმარებით ჩემს ავადმყოფობას იეჰოვას თვალით შევხედე“.
12. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ავადმყოფობის დროს იეჰოვას დახმარება იგრძნოთ?
12 თუ ავადმყოფობას ებრძვით, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ესმის, რისი ატანა გიწევთ. სთხოვეთ ღმერთს, დაგარწმუნოთ, რომ ავადმყოფობის მიუხედავად მისთვის ძვირფასი ხართ. შემდეგ ბიბლიიდან ის გამამხნევებელი ადგილები ამოიკითხეთ, რომლებიც იეჰოვამ თქვენს სანუგეშებლად ჩააწერინა თავის მსახურებს. იფიქრეთ იმ მუხლებზე, საიდანაც ჩანს, რამდენად გაფასებთ იეჰოვა. ამგვარად დაინახავთ, რომ ის სიკეთეს ავლენს თავისი ერთგული მსახურების მიმართ (როცა ეკონომიკური პრობლემები გვაქვს
13. როგორ შეიძლება იმოქმედოს ოჯახისთავზე სამსახურის დაკარგვამ?
13 ყველა ოჯახისთავს სურს, რომ ოჯახი აუცილებლით უზრუნველყოს. დაფიქრდით ასეთ პირობით სიტუაციაზე: ერთმა ძმამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სამსახური დაკარგა და არაერთი მცდელობის მიუხედავად ახალს ვერ შოულობს. ასეთ მდგომარეობაში მან შეიძლება იფიქროს, რომ არაფრის მაქნისია. როგორ დაეხმარება მას იეჰოვას დაპირებებზე ფიქრი?
14. რატომ ასრულებს იეჰოვა თავის დაპირებებს?
14 იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს (იეს. 21:45; 23:14). ამის რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ. უპირველესად ის, რომ, თუ იეჰოვა არ შეასრულებს თავის პირობას, ამით თავის სახელს ჩრდილს მიაყენებს. ვინაიდან თქვა, რომ იზრუნებდა თავის ერთგულ მსახურებზე, თავს მოვალედ მიიჩნევს, რომ ეს პირობა შეასრულოს (ფსალმ. 31:1—3). გარდა ამისა, იეჰოვამ იცის, რომ, თუ არ იზრუნებს თავის ოჯახის წევრებზე, ეს მათზე ძალიან ცუდად აისახება. ის გვპირდება, რომ ჩვენზე ფიზიკურადაც იზრუნებს და სულიერადაც, რაშიც მას ხელს ვერაფერი შეუშლის (მათ. 6:30—33; 24:45).
15. ა) რა სირთულეს შეხვდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები? ბ) რაში გვარწმუნებს ფსალმუნის 37:18, 19 მუხლები?
საქ. 8:1). დაფიქრდით, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. ალბათ, ეკონომიკურად გაუჭირდებოდათ, რადგან თავიანთი სახლებისა და სამუშაოების დატოვება მოუწიათ. თუმცა ისინი ასეთ რთულ სიტუაციაშიც ინარჩუნებდნენ სიხარულს, რადგან ხედავდნენ, რომ იეჰოვას არ მიუტოვებია (საქ. 8:4; ებრ. 13:5, 6; იაკ. 1:2, 3). თუ იეჰოვა მხარში ედგა ამ ერთგულ ქრისტიანებს, ის არც ჩვენ მიგვატოვებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:18, 19).
15 თუ ყოველთვის გვეხსომება, რატომ არ გადავა იეჰოვა თავის პირობას, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ის ეკონომიკური გაჭირვების დროს არ მიგვატოვებს. დავფიქრდეთ პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითზე. როცა იერუსალიმის კრების სასტიკი დევნა დაიწყო, „მოციქულების გარდა, ყველა იუდეასა და სამარიაში გაიფანტა“ (როცა ასაკით გამოწვეულ პრობლემებს ხვდებით
16. რამ შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ თქვენს მსახურებას ფასი არა აქვს იეჰოვასთვის?
16 ხანდაზმულებმა შეიძლება იფიქრონ, რომ იეჰოვასთვის ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ალბათ ხანში შესულ მეფე დავითსაც მოსვენებას უკარგავდა მსგავსი ფიქრები (ფსალმ. 71:9). როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა ასეთ დროს?
17. რას ვსწავლობთ ჯერის მაგალითიდან?
17 დავფიქრდეთ ერთი დის, ჯერის მაგალითზე. ის სამეფო დარბაზში მიიწვიეს, სადაც თეოკრატიული შენობების მოვლა-პატრონობის თაობაზე სპეციალური სწავლება იყო დაგეგმილი. თუმცა მას არ უნდოდა წასვლა. ჯერი ამბობს: „უკვე ასაკში ვარ, თანაც ქვრივი. ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია. იეჰოვას ვერაფერში გამოვადგები“. შეხვედრის წინა დღეს მან ღმერთს ლოცვაში გული გადაუშალა. მეორე დღეს
სამეფო დარბაზში კი მივიდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო. პროგრამის დროს ერთმა მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანს იეჰოვასგან განსწავლის სურვილი ჰქონდეს. ჯერი იხსენებს: „ჩემთვის გავიფიქრე, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს! როცა გავაცნობიერე, რომ იეჰოვამ ჩემს ლოცვას უპასუხა, ცრემლები ვერ შევიკავე. მივხვდი, რომ იეჰოვას სურდა, ჩემთვის ესწავლებინა. მან დამარწმუნა, რომ რაღაც ღირებულის გაკეთება მეც შემეძლო მისთვის“. ჯერი დასძენს: „შეხვედრაზე აღელვებული და გულგატეხილი მივედი. მეგონა, არაფერში გამოვდგებოდი. მაგრამ იქიდან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და გამხნევებული წამოვედი. მივხვდი, რომ კვლავაც გამოსადეგი ვიყავი“.18. როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ იეჰოვა აფასებს თავის ხანდაზმულ მსახურებს?
18 დარწმუნებული ვართ, იეჰოვა ნებისმიერ ასაკში გამოგვინახავს საქმეს (ფსალმ. 92:12—15). იესომ დაგვანახვა, რომ როგორი შეზღუდული შესაძლებლობაც არ უნდა გვქონდეს და რაოდენ უმნიშვნელოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე, იეჰოვა აფასებს ჩვენს მსახურებას (ლუკ. 21:2—4). ამიტომ ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რისი გაკეთებაც გამოგდით. მაგალითად, შეგიძლიათ სხვებთან იეჰოვას შესახებ ისაუბროთ, ილოცოთ და-ძმებისთვის და წაახალისოთ სხვები, რომ ბოლომდე ერთგულები დარჩნენ. იეჰოვა თანამშრომლად მიგიჩნევთ არა იმიტომ, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ, არამედ იმიტომ, რომ სიხარულით ემორჩილებით მას (1 კორ. 3:5—9).
19. რაში გვარწმუნებს რომაელების 8:38, 39-ში ჩაწერილი სიტყვები?
19 უსაზღვროდ მადლიერები ვართ, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც აფასებს თავის მსახურებს. იეჰოვამ მისი ნების შესასრულებლად შეგვქმნა, ამიტომაც გვანიჭებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობა კმაყოფილებასა და ბედნიერებას (გამოცხ. 4:11). შეიძლება ქვეყნიერებისთვის არაფერს წარმოვადგენთ, მაგრამ იეჰოვას სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს ჩვენ მიმართ (ებრ. 11:16, 38). როცა ავადმყოფობა, ეკონომიკური სიდუხჭირე ან ასაკით გამოწვეული პრობლემები გულს გვიტეხს, გვახსოვდეს, რომ ზეციერ მამას ვერაფერი გაუნელებს ჩვენს სიყვარულს (წაიკითხეთ რომაელების 8:38, 39).
^ აბზ. 5 მომხდარა თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რის გამოც თავი უღირსად გიგრძნიათ? ეს სტატია დაგანახვებთ, რამდენად ძვირფასები ხართ იეჰოვას თვალში. აგრეთვე გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ღირსების გრძნობა ნებისმიერ ვითარებაში.
სიმღერა 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!