„მოტირალებთან იტირეთ“
„ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11).
1, 2. რატომ არის საჭირო იმის განხილვა, თუ როგორ ვანუგეშოთ მგლოვიარენი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
„ვაჟის სიკვდილიდან თითქმის ერთი წლის მანძილზე საშინელ ტკივილს ვგრძნობდით“, — ამბობს სიუზი. სხვა ქრისტიანი, რომელსაც მოულოდნელად ცოლი დაეღუპა, იხსენებს, რომ „ენით აუწერელ ფიზიკურ ტკივილს“ გრძნობდა. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანია მსგავს მდგომარეობაში. შეიძლება ბევრი ქრისტიანი არ ელოდა, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე დაკარგავდა საყვარელ ადამიანს. მნიშვნელობა არა აქვს, თქვენ დაკარგეთ საყვარელი ადამიანი თუ თქვენმა ახლობელმა, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: როგორ შეიძლება მგლოვიარე ადამიანის ნუგეშისცემა?
2 ალბათ გსმენიათ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. მაგრამ თავისთავად კურნავს დრო? ერთი ქვრივი და ამბობს: „უფრო ზუსტი იქნებოდა იმის თქმა, რომ კურნავს ის, რასაც ამ დროის მანძილზე ვაკეთებთ“. ფიზიკური ჭრილობის მსგავსად, ემოციური ჭრილობაც შეიძლება დროთა განმავლობაში მოშუშდეს, თუ სათანადოდ მოვუვლით. რამ შეიძლება გაუყუჩოს მგლოვიარეს ემოციური ტკივილი?
იეჰოვა — „ყოველგვარი ნუგეშის მამა“
3, 4. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას ესმის მგლოვიარეთა გულისტკივილი?
3 ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ნუგეშის უმთავრესი წყარო ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვაა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4). ის თანაგრძნობის უდიდეს მაგალითს გვაძლევს და გვარწმუნებს: „მე განუგეშებთ“ (ეს. 51:12; ფსალმ. 119:50, 52, 76).
4 იეჰოვამ თვითონაც დაკარგა საყვარელი ადამიანები — აბრაამი, ისაკი, იაკობი, მოსე, მეფე დავითი და სხვები (რიცხ. 12:6—8; მათ. 22:31, 32; საქ. 13:22). თავის სიტყვაში ის გვარწმუნებს, რომ მოუთმენლად ელის დროს, როცა სიცოცხლეს დაუბრუნებს მათ (იობ. 14:14, 15). ისინი ბედნიერები და სრულიად ჯანმრთელები იქნებიან. ღმერთმა საყვარელი ძეც დაკარგა, რომელიც მტანჯველი სიკვდილით მოკვდა (იგავ. 8:22, 30). შეუძლებელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც იეჰოვა გრძნობდა მაშინ (იოან. 5:20; 10:17).
5, 6. როგორ გვანუგეშებს იეჰოვა?
5 შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმარება. ამიტომ თავი არ უნდა შევიკავოთ და ლოცვაში გული უნდა გადავუშალოთ ჩვენს ზეციერ მამას. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი გულისტკივილი და ნუგეშისცემას არ გვაკლებს! როგორ აკეთებს ის ამას?
6 ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც ღმერთი ჩვენ დასახმარებლად იყენებს, წმინდა სულია (საქ. 9:31). ღვთის მოქმედი ძალა ნუგეშის უდიდესი წყაროა. იესოს დაპირების თანახმად, ზეციერი მამა უშურველად „მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“ (ლუკ. 11:13). ზემოთ მოხსენიებული სიუზი ამბობს: „იეჰოვას მუხლმოყრილი ვევედრებოდით ხოლმე, რომ ვენუგეშებინეთ. ყოველი ლოცვის შემდეგ ღვთის მშვიდობა იცავდა ჩვენს გულსა და გონებას“ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7).
იესო — თანამგრძნობი მღვდელმთავარი
7, 8. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იესოს შეუძლია ჩვენი ნუგეშისცემა?
7 დედამიწაზე მსახურების დროს იესო სიტყვითა თუ საქმით სრულყოფილად ირეკლავდა იეჰოვას თანაგრძნობას (იოან. 5:19). ღმერთმა ის დედამიწაზე გულგატეხილთა და მგლოვიარეთა სანუგეშებლად გამოგზავნა (ეს. 61:1, 2; ლუკ. 4:17—21). თანაგრძნობა იესოს ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო. მას კარგად ესმოდა, რას გრძნობდნენ ადამიანები და მთელი გულით სურდა, მათთვის ტკივილი შეემსუბუქებინა (ებრ. 2:17).
8 სიყმაწვილის ასაკში იესო უეჭველად გახდებოდა ოჯახის წევრების ან ახლობლების სიკვდილის მომსწრე. სავარაუდოდ, იესოს მამობილი, იოსები, მისი მოზარდობის დროს მოკვდა. * წარმოიდგინეთ, როგორ ცდილობდა ახალგაზრდა იესო, გამკლავებოდა წუხილს და ენუგეშებინა დედა და უმცროსი და-ძმები.
9. როგორ გამოხატა იესომ თანაგრძნობა ლაზარეს დების მიმართ?
9 თავისი მსახურების დროს იესო დიდ გამჭრიახობასა და თანაგრძნობას იჩენდა ადამიანების მიმართ. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენას აპირებდა, იესომ გულთან ახლოს მიიტანა მართასა და იოან. 11:33—36).
მარიამის სატკივარი. მათი მწუხარების დანახვაზე იესოს გული დაეწვა და აცრემლდა (10. რატომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იესო დღესაც თანაგვიგრძნობს?
10 ჩვენ როგორ გვანუგეშებს იესოს გამოვლენილი თანაგრძნობა? ბიბლია გვარწმუნებს, რომ იესო ქრისტე არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება (ებრ. 13:8). მან, როგორც „სიცოცხლის მეთაურმა“, საკუთარ თავზე გამოსცადა სიკვდილით გამოწვეული ტკივილი, ამიტომ „შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ (საქ. 3:15; ებრ. 2:10, 18). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იესო გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ტკივილს, გაიზიარებს ჩვენს წუხილს და დროულად გვანუგეშებს (წაიკითხეთ ებრაელების 4:15, 16).
„წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეში“
11. ყველაზე მეტად რომელი ბიბლიური მუხლები განუგეშებთ?
11 მონათხრობი ლაზარეს სიკვდილით დამწუხრებულ იესოზე ერთ-ერთია ბიბლიაში ჩაწერილი უამრავი მანუგეშებელი მონაკვეთიდან. „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). თუ თქვენც დაკარგეთ საყვარელი ადამიანი, შეიძლება განუგეშოთ ქვემოთ მოყვანილმა მუხლებმა:
-
„იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმ. 34:18, 19).
-
„როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა . . . [იეჰოვას] ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 94:19).
-
„დაე, თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში და კარგი იმედი მოგვცა, ანუგეშონ თქვენი გულები და განგამტკიცონ“ (2 თეს. 2:16, 17). *
კრება — უდიდესი ნუგეშის წყარო
12. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ სხვები?
12 მგლოვიარეთათვის ნუგეშის კიდევ ერთი წყარო ქრისტიანული კრებაა (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:11). როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ და ვანუგეშოთ დამწუხრებულები? (იგავ. 17:22). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:7). დალინი, რომელსაც ქმარი მოუკვდა, ამბობს: „მგლოვიარეებს სჭირდებათ ვინმესთვის თავიანთი გრძნობებისა და ფიქრების გაზიარება. ამიტომ ყველაზე დიდი რამ, რისი გაკეთებაც მათთვის შეგიძლიათ, გულისყურით მოსმენაა“. იუნია, რომლის ძმამაც თავი მოიკლა, ამბობს: „შეიძლება ბოლომდე ვერ იგრძნოთ მათი ტკივილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გინდათ გაიგოთ, რას გრძნობენ ისინი“.
13. რა უნდა გვახსოვდეს წუხილთან დაკავშირებით?
13 გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა სხვადასხვანაირად განიცდის და გამოხატავს წუხილს. ზოგჯერ მგლოვიარემ შეიძლება სიტყვებით ვერ გადმოსცეს ის ემოციური ტკივილი, რასაც განიცდის. „გული გრძნობს სულის სიმწარეს; მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (იგავ. 14:10). მაშინაც კი, თუ ვინმე გამოხატავს თავის გრძნობებს, ყოველთვის ადვილი არ არის იმის გაგება, თუ რისი თქმა სურს მას.
14. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ მგლოვიარეები?
14 გასაკვირი არ არის, რატომ გვიჭირს იგავ. 12:18). ბევრმა სხვების სანუგეშებლად გამამხნევებელი აზრები ნახა ბროშურაში „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. * თუმცა ხშირად ყველაზე მანუგეშებელი ის არის, როცა მოტირალებთან ერთად ვტირით (რომ. 12:15). „ჩემს გულს ყველაზე მეტად ცრემლების ენა ესმის, — ამბობს გაბი, რომელსაც ქმარი მოუკვდა. — ამიტომ შვებას ვგრძნობ, როცა ჩემი მეგობრები ჩემთან ერთად ტირიან. ამ დროს მარტოს აღარ მიწევს ჩემს ტკივილთან გამკლავება“.
დამწუხრებული ადამიანისთვის რაიმეს თქმა. მიუხედავად ამისა, ბიბლია ამბობს, რომ „ბრძენის ენა კურნავს“ (15. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ მგლოვიარენი, თუ პირისპირ გვიჭირს რამის თქმა? (იხილეთ ჩარჩო „ მანუგეშებელი სიტყვები“)
15 თუ მგლოვიარისთვის პირისპირ გიჭირთ რამის თქმა, შეიძლება გაგიადვილდეთ მისი ნუგეშისცემა ღია ბარათით, წერილით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით. შეგიძლიათ მანუგეშებელი ბიბლიური მუხლი მისწეროთ, გარდაცვლილის რომელიმე გამორჩეული თვისება გაიხსენოთ ან მასთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონება გაუზიაროთ. „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მეხმარება პატარა გამამხნევებელი წერილები და ის, რომ თანაქრისტიანები თავისთან მეპატიჟებიან, — ამბობს იუნია. — ამით ისინი მაგრძნობინებენ, რომ ვუყვარვარ და ზრუნავენ ჩემზე“.
16. რომელია ნუგეშისცემის ერთ-ერთი კარგი საშუალება?
16 გახსოვდეთ, რომ მგლოვიარე თანაქრისტიანთან ერთად ლოცვას ან მისთვის ლოცვას დიდი ძალა აქვს. შეიძლება ასეთ სტრესულ სიტუაციაში რთული იყოს აზრებისთვის თავის მოყრა, მაგრამ
გულითად ვედრებას, რომელსაც შეიძლება ცრემლებითა და ათრთოლებული ხმით წარმოთქვამთ, მგლოვიარეთა ტკივილის დაამება შეუძლია. დალინი იხსენებს: „როცა დები ჩემ სანუგეშებლად მოდიოდნენ, ზოგჯერ ვთხოვდი, რომ ჩემთან ერთად ელოცათ. თავიდან ხშირად სიტყვების მოძებნა უჭირდათ, მაგრამ რამდენიმე წინადადების შემდეგ ხმა აღარ უკანკალებდათ და გულში ჩამწვდომ ლოცვას წარმოთქვამდნენ. მათმა ძლიერმა რწმენამ, სიყვარულმა და მზრუნველობამ რწმენა განმიმტკიცა“.განაგრძეთ ნუგეშისცემა
17—19. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ მგლოვიარეთა ნუგეშისცემა?
17 ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს. ამიტომ მგლოვიარეს გვერდით მხოლოდ პირველ ხანებში არ უნდა ედგეთ, როცა ისედაც ბევრი ადამიანი ახვევია გარს. მას მომდევნო თვეებშიც დასჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როცა სხვები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან. „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავ. 17:17). რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, თანაქრისტიანები ბოლომდე უნდა დაეხმარონ მგლოვიარეს, გაუმკლავდეს თავის საწუხარს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 3:7).
18 გახსოვდეთ ისიც, რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება განსაკუთრებით შემოაწვეთ ნაღველი ქორწინების ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალების წლისთავზე, მუსიკის მოსმენის, სურათების თვალიერების ან რაიმე საქმიანობის დროს; ეს შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სუნმა, ხმამ ან წელიწადის დრომაც კი. შეიძლება უდიდეს ემოციურ ტკივილთან იყოს დაკავშირებული ბევრი რამ, რის გაკეთებაც დაქვრივებულ ადამიანს პირველად მოუწევს მარტო, მაგალითად კონგრესზე ან გახსენების საღამოზე დასწრება. „მეგონა, რომ მეუღლის გარეშე ქორწინების პირველი წლისთავი ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა. მაშინ მართლა ძალიან გამიჭირდა. იმ დღეს უახლოესმა მეგობრებმა პატარა შეკრება მომიწყვეს, რომ მარტო არ ვყოფილიყავი“, — იხსენებს ერთი ძმა.
19 თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მგლოვიარეებს განსაკუთრებული დღეების გარდა სხვა დროსაც სჭირდებათ გვერდში დგომა. იუნია ამბობს: „ძალიან მანუგეშებს და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ დახმარებას და მეგობრულ წრეში ყოფნას მაშინაც მთავაზობენ, როცა განსაკუთრებული არაფერი ხდება“. მართალია, მწუხარების გაქარწყლებას და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული სიცარიელის შევსებას ბოლომდე ვერ შევძლებთ, მაგრამ პრაქტიკული დახმარებით ცოტათი მაინც შეგვიძლია მგლოვიარეთა ნუგეშისცემა და მათთვის ტკივილის შემსუბუქება (1 იოან. 3:18). გაბი ამბობს: „მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ გვყავს მოსიყვარულე უხუცესები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ უმძიმეს წუთებში. ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს იეჰოვა გულში მიკრავდა“.
20. რატომ არის იეჰოვას დაპირებები უდიდესი ნუგეშის წყარო?
20 რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა, ყოველგვარი ნუგეშის მამა, მოსპობს მწუხარებას და მარადიულად ანუგეშებს მგლოვიარეთ, როცა „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [ქრისტეს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოან. 5:28, 29). ბიბლია გვპირდება, რომ „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ეს. 25:8). მაშინ მოტირალებთან ერთად ტირილის ნაცვლად დედამიწის ყველა მკვიდრი მოხარულებთან ერთად გაიხარებს (რომ. 12:15).
^ აბზ. 8 იოსები ბოლოს მაშინ მოიხსენიება ბიბლიაში, როცა იესო 12 წლისა იყო. ის არც იმ პირველი სასწაულის დროს არის მოხსენიებული, როცა იესომ წყალი ღვინოდ გადააქცია, და არც მოგვიანებით. ძელზე გაკრულმა იესომ მარიამზე ზრუნვა მოციქულ იოანეს დაავალა, რასაც არ გააკეთებდა იმ შემთხვევაში, თუ იოსები ცოცხალი იქნებოდა (იოან. 19:26, 27).
^ აბზ. 11 სხვა მანუგეშებელი აზრები ჩაწერილია შემდეგ მუხლებში: ფსალმუნი 20:1, 2; 31:7; 38:8, 9, 15; 55:22; 121:1, 2; ესაია 57:15; 66:13; ფილიპელები 4:13; 1 პეტრე 5:7.
^ აბზ. 14 იხილეთ 2010 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „ანუგეშეთ მგლოვიარენი ისე, როგორც იესო ანუგეშებდა“.