სასწავლო სტატია 26
თქვენი წვლილი შეიტანეთ მოწაფეების მომზადების საქმეში
„ღმერთი . . . სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ“ (ფილ. 2:13).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 64 სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში
მოკლე შინაარსი *
1. რა გააკეთა იეჰოვამ თქვენთვის?
როგორ გახდით იეჰოვას მოწმე? შესაძლოა სასიხარულო ცნობა მშობლებისგან, თანამშრომლისგან ან კლასელისგან გაიგეთ; ან შეიძლება იეჰოვას მოწმეებმა კარდაკარ ქადაგების დროს მოგაკითხეს სახლში (მარ. 13:10). შემდეგ ბიბლიის შესწავლა დაიწყეთ, რასაც თქვენმა მასწავლებელმა დიდი დრო და ენერგია მოახმარა. შესწავლის პროცესში სიყვარული გაგიჩნდათ იეჰოვას მიმართ და გაიგეთ, რომ მასაც უყვარხართ. იეჰოვამ მიგიზიდათ ჭეშმარიტებისკენ და ახლა, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეს, გაქვთ მარადიული სიცოცხლის იმედი (იოან. 6:44). ეჭვგარეშეა, მადლიერი ხართ იეჰოვასი, რომელმაც თავისი ერთი-ერთი მსახური აღძრა, თქვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა და თქვენც მოგცათ მისი მსახურების უფლება.
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 რაკი ჩვენ გავიგეთ ჭეშმარიტება, სხვებსაც უნდა დავეხმაროთ, დაადგნენ სიცოცხლის გზას. შეიძლება არ გვიჭირს კარდაკარ ქადაგება, მაგრამ გვიძნელდება სხვებისთვის ბიბლიის შესწავლის შეთავაზება და შემდეგ მისი ჩატარება. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ამ სტატიაში განხილული რჩევები ნამდვილად წაგადგებათ. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რა გვაძლევს მოწაფეების მომზადების სტიმულს. ვისაუბრებთ, როგორ გადავლახოთ ის სირთულეები, რომლებიც ხელს გვიშლის ბიბლიის შესწავლის ჩატარებაში. მაგრამ მოდი ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, თუ რატომ უნდა ვიყოთ სასიხარულო ცნობის მასწავლებლები და არა მხოლოდ მქადაგებლები.
იესომ ქადაგება და სწავლება დაგვავალა
3. რატომ ვქადაგებთ?
3 დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ თავის მიმდევრებს ორი რამ დაავალა. პირველი, მათ სასიხარულო ცნობა უნდა მათ. 10:7; ლუკ. 8:1). მაგალითად, წინასწარ აუხსნა, როგორ უნდა შეხვედროდნენ ხალხის დადებით ან უარყოფით გამოხმაურებას სასიხარულო ცნობის მიმართ (ლუკ. 9:2—5). იესომ იწინასწარმეტყველა კიდეც, რა მასშტაბებს მიაღწევდა სამქადაგებლო საქმე, როცა მოწაფეებს უთხრა, რომ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს“ აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას (მათ. 24:14; საქ. 1:8). ხალხის გამოხმაურების მიუხედავად იესოს მიმდევრებს მაინც უნდა გაეცხადებინათ ღვთის სამეფოსა და მისი განზრახვების შესახებ.
ექადაგათ სამეფოს შესახებ. მან არა მარტო დაავალა მოწაფეებს ეს საქმე, არამედ ასწავლა კიდეც, როგორ შეესრულებინათ ის (4. მათეს 28:18—20-ის თანახმად, რა გვევალება სამეფოს შესახებ ქადაგების გარდა?
4 კიდევ რა დაავალა იესომ თავის მოწაფეებს? მათ იესოს მომავალი მოწაფეებისთვის უნდა ესწავლებინათ ყველაფრის დაცვა, რაც მისგან ისწავლეს. მხოლოდ პირველი საუკუნის ქრისტიანებს ეხებოდა ქადაგებისა და სწავლების საქმე, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს? არა, რადგან იესოს სიტყვების თანახმად ეს უმნიშვნელოვანესი საქმე „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ უნდა გაგრძელებულიყო (წაიკითხეთ მათეს 28:18—20). როგორც ჩანს, იესომ ეს დავალება თავის მიმდევრებს მაშინ მისცა, როცა 500-ზე მეტ მოწაფეს ეჩვენა (1 კორ. 15:6). მოგვიანებით, ხილვაში, რომელიც იესომ იოანეს ანახა, კარგად გამოჩნდა, რომ იესოს ყველა მიმდევრის ვალდებულებაა, სხვებს იეჰოვას გაცნობაში დაეხმაროს (გამოცხ. 22:17).
5. რა შედარება მოიყვანა პავლემ 1 კორინთელების 3:6—9-ში?
5 მოციქულმა პავლემ მოწაფეების მომზადება მოსავლის მოყვანას შეადარა, რითაც იმაზე მიანიშნა, რომ მხოლოდ დარგვა ან თესლის ჩათესვა არ კმარა. მან შეახსენა კორინთელებს: „მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, . . თქვენ კი ღვთის ნაკვეთი ხართ, რომელსაც ის ამუშავებს“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6—9). როგორც „ღვთის ნაკვეთში“ მომუშავენი, ჩვენ არა მხოლოდ „ვრგავთ“ ან „ვთესავთ“, არამედ „ვრწყავთ“ კიდეც და თვალყურს ვადევნებთ ზრდის პროცესს (იოან. 4:35). ამასთან ერთად, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული.
6. რა გვევალება, როგორც მასწავლებლებს?
6 ჩვენ ვეძებთ „მარადიული სიცოცხლის მისაღებად . . . განწყობილ“ ადამიანებს (საქ. 13:48). ქრისტეს მოწაფეები რომ გახდნენ, უნდა დავეხმაროთ მათ: 1) ჩასწვდნენ ნასწავლს, 2) ირწმუნონ და 3) შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენონ (იოან. 17:3; კოლ. 2:6, 7; 1 თეს. 2:13). კრების შეხვედრებზე ყველას შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელების მიმართ სიყვარული გამოვიჩინოთ და თავი შინაურულად ვაგრძნობინოთ (იოან. 13:35). მას, ვინც შესწავლას ატარებს, დიდი დრო და ენერგია დასჭირდება, რომ შემსწავლელს ძვალ-რბილში გამჯდარი შეხედულებებისა თუ ჩვევების მოშორებაში დაეხმაროს (2 კორ. 10:4, 5). შემსწავლელს შეიძლება საკმაო ხანი დასჭირდეს, რომ ცვლილებები მოახდინოს და მოინათლოს. თუმცა გაწეული შრომა აუცილებლად დაგვიფასდება.
მოწაფეების მომზადების სტიმულს სიყვარული გვაძლევს
7. რატომ ვმონაწილეობთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში?
7 რატომ ვმონაწილეობთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში? პირველ რიგში იმიტომ, რომ გვიყვარს იეჰოვა. როცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დავალება პირნათლად შევასრულოთ, ღმერთს სიყვარულს ვუმტკიცებთ (1 იოან. 5:3). დაფიქრდით: იეჰოვას სიყვარულმა იმის ძალა მოგცათ, რომ კარდაკარ გექადაგათ. ალბათ, თავიდან თქვენთვის ადვილი არ იყო ამ დავალების შესრულება. შეიძლება ძალიან ნერვიულობდით კიდეც, როცა პირველ კარზე დააკაკუნეთ. მაგრამ, რაკი გესმოდათ, რომ ეს იესოს დავალება იყო, უარი არ გითქვამთ მის შესრულებაზე. ალბათ, დროთა განმავლობაში ქადაგება უფრო გაგიადვილდათ. მაგრამ რას იტყვით ბიბლიის შესწავლის ჩატარებაზე? შეიძლება ეს თქვენში გარკვეულ დაძაბულობასა და მღელვარებას იწვევს. თუმცა, თუ იეჰოვას სთხოვთ, დაგაძლევინოთ მღელვარება და ბიბლიის შესწავლის დასაწყებად გამბედაობა მოგცეთ, ის აუცილებლად შეისმენს თქვენს სათხოვარს.
8. მარკოზის 6:34-ის თანახმად, კიდევ რა გვაძლევს სტიმულს, რომ სხვებს ვასწავლოთ?
8 მეორე, რაც სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებისკენ აღგვძრავს, მოყვასის სიყვარულია. ერთხელ მთელი დღის ქადაგების შემდეგ იესო და მისი მოწაფეები დაიღალნენ და დასვენება მოინდომეს. მაგრამ, როცა დასასვენებლად ადგილს ეძებდნენ, მათ ირგვლივ უამრავი ხალხი მოგროვდა. მათი შემხედვარე იესოს გული დაეწვა და ბევრი რამ ასწავლა (წაიკითხეთ მარკოზის 6:34). დაღლილობის მიუხედავად იესომ ხალხისთვის ძალ-ღონე არ დაიშურა. რატომ მოიქცა ის ასე? ამისკენ ის თანაგრძნობამ აღძრა. მან დაინახა ამ ხალხის გაჭირვება და უნუგეშო მდგომარეობა. ამიტომაც გაუჩნდა მათი დახმარების სურვილი. ხალხი დღესაც ასეთივე მდგომარეობაშია. ზოგი თითქოს ბედნიერი ჩანს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. სინამდვილეში ისინი უმწყემსოდ დარჩენილი, გზასაცდენილი ცხვრებივით არიან. პავლე მოციქულმა ასეთებზე თქვა, რომ უიმედოდ და უღმერთოდ იყვნენ დარჩენილები (ეფეს. 2:12). ისინი ადგანან გზას, „რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი“ (მათ. 7:13). როცა ვფიქრობთ, რა სავალალო სულიერ მდგომარეობაშია ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, სიყვარული და თანაგრძნობა აღგვძრავს მათი დახმარებისკენ. ამის საუკეთესო საშუალება კი მათთვის ბიბლიის შესწავლის შეთავაზებაა.
9. ფილიპელების 2:13-ის თანახმად, როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა?
9 შეიძლება თავს იკავებთ, რომ სხვებს ბიბლიის შესწავლა შესთავაზოთ, რადგან გესმით, რომ ვინმეს ქრისტეს მოწაფედ მომზადება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ამის შესახებ იეჰოვას ესაუბრეთ. სთხოვეთ მას, ბიბლიის შესწავლის სურვილი აღგიძრათ და გაპოვნინოთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც შესწავლის დაწყებას შეძლებთ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:13). მოციქული იოანე გვარწმუნებს, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ მისი ნებისამებრ ვთხოვთ რამეს (1 იოან. 5:14, 15). ასე რომ, დარწმუნებული იყავით, იეჰოვა დაგეხმარებათ, რომ მოწაფეების მომზადების სურვილი განივითაროთ.
სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები
10, 11. რატომ იკავებს ზოგი თავს ბიბლიის შესწავლის ჩატარებისგან?
10 მართალია, სხვებისთვის სწავლების საქმეს მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, მაგრამ ხელის შემშლელმა ფაქტორებმა შეიძლება არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ სრულად დავიხარჯოთ ამ საქმეში. განვიხილოთ ზოგიერთი ხელის შემშლელი ფაქტორი და გავიგოთ, როგორ შეიძლება მათი გადალახვა.
11 როცა გარემოება გვზღუდავს. მაგალითად, ზოგ მაუწყებელს ასაკი და ჯანმრთელობა ზღუდავს. თქვენს შემთხვევაშიც ასეა? დავფიქრდეთ, რა მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა კოვიდ-19 პანდემიით შექმნილმა ახალმა გარემოებამ. დავრწმუნდით, რომ ბიბლიის შესწავლების ონლაინრეჟიმში ჩატარება საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. ასე რომ, შესწავლის დაწყება და ჩატარება სახლიდანაც შესაძლებელია და საკმაოდ მოსახერხებელია. ამას სხვა უპირატესობაც აქვს. მაგალითად, ზოგს სურდა, ბიბლია შეესწავლა, მაგრამ იმ დროს არ ეცალა, როცა ჩვენ ვქადაგებდით ხოლმე. მათ შეიძლება დილით ადრე ან საღამოს საათებში ეცალათ. მაგრამ ახლა თუ შეგიძლიათ მოერგოთ მათ განრიგს? მაგალითად, ნიკოდემე იესოს ღამით ესტუმრა, რადგან ამ დროს არჩია მასთან საუბარი (იოან. 3:1, 2).
12. რა შეგვმატებს თვითრწმენას?
2 კორ. 3:5). მეორე, იესო, რომელსაც მთელი ძალაუფლება აქვს მიცემული „ზეცაში თუ დედამიწაზე“, სხვების სწავლების უფლებას გაძლევთ (მათ. 28:18). და მესამე, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა და და-ძმები მხარში ამოგიდგებიან. ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა, მამისგან ჰქონდა ნასწავლი. იეჰოვას იმედი თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ (იოან. 8:28; 12:49). გარდა ამისა, ბიბლიის შესწავლის დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენი სამქადაგებლო მსახურების ჯგუფის ზედამხედველს, გამოცდილ მაუწყებელს ან პიონერს. თვითრწმენას ისიც შეგმატებთ, თუ ამ მაუწყებლებს გაჰყვებით ბიბლიის შესწავლებზე.
12 როცა ეჭვი გვეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. შეიძლება ვფიქრობთ, რომ მეტი ცოდნა და გამოცდილება გვჭირდება, ვინმეს რომ ბიბლიის შესწავლა ჩავუტაროთ. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, შემდეგი სამი ფაქტორი თვითრწმენას შეგმატებთ. პირველი, იეჰოვა თვლის, რომ ამ საქმეს თავს კარგად გაართმევთ (13. რატომ უნდა ავუწყოთ ფეხი სიახლეებს?
13 როცა სიახლეებისთვის ფეხის აწყობა გვიჭირს. ბიბლიის შესწავლის ჩატარების ფორმატი შეიცვალა. შესწავლისთვის განკუთვნილი პუბლიკაცია „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ ისეა შედგენილი, რომ ახლა განსხვავებული სახით გვიწევს მომზადებაც და შესწავლის ჩატარებაც. გარდა ამისა, ახალ სახელმძღვანელოში ნაკლები ტექსტია წასაკითხი და მეტი დრო შემსწავლელთან მსჯელობას ეთმობა. ახლა სწავლების დროს უფრო ხშირად ვიყენებთ ვიდეოებს, ვებგვერდზე განთავსებულ მასალას და JW ბიბლიოთეკას®. თუ გიჭირთ ამ ელექტრონული საშუალებების გამოყენება, ვინმეს სთხოვეთ დახმარება. როგორც ამბობენ „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“. ამიტომაც გვიჭირს სიახლეებისთვის ფეხის აწყობა. მაგრამ იეჰოვასა და და-ძმების დახმარებით მოერგებით ცვლილებებს და სწავლების პროცესიც უფრო სასიამოვნო გახდება. როგორც ერთი პიონერი ამბობს, სწავლების ეს ახალი მეთოდი „მასწავლებლისთვისაც და შემსწავლელისთვისაც უფრო საინტერესოა“.
14. რა უნდა გვახსოვდეს, როცა გულგრილობას ვაწყდებით და როგორ გვამხნევებს 1 კორინთელების 3:6, 7?
14 როცა სამქადაგებლო უბნებზე გულგრილობას ვხვდებით. ბევრს არ აინტერესებს სასიხარულო ცნობა და მეტიც, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც გვიწევს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს დადებითი განწყობის შენარჩუნებაში? გახსოვდეთ, ვინაიდან არასტაბილურ მსოფლიოში ვცხოვრობთ, ადამიანებს შეიძლება ნებისმიერ დროს შეეცვალოთ მდგომარეობა, შესაბამისად მას, ვისაც ერთ დროს გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა, შეიძლება სულიერი მოთხოვნილებები გაუჩნდეს (მათ. 5:3). თუ ადრე ვინმე უარს გვეუბნებოდა ბიბლიურ პუბლიკაციებზე, ახლა უარს არ ამბობს ბიბლიის შესწავლის დაწყებაზე. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამკლის ბატონი იეჰოვაა (მათ. 9:38). ის მოელის ჩვენგან, რომ დავრგავთ და მოვრწყავთ, მაგრამ ზრდაზე თავად არის პასუხისმგებელი (1 კორ. 3:6, 7). შეიძლება ამჟამად ბიბლიის შესწავლა არ გვაქვს, მაგრამ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა შედეგებისთვის კი არა, მცდელობისთვის გვაჯილდოებს! *
გამოცადეთ მოწაფეების მომზადებით გამოწვეული სიხარული
15. რას გრძნობს იეჰოვა, როცა ვინმე ბიბლიის შესწავლას იწყებს და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებს?
15 იეჰოვას ახარებს, როცა ადამიანი ეხმაურება ბიბლიურ ჭეშმარიტებას და სხვებსაც უზიარებს მას (იგავ. 23:15, 16). წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს ანიჭებს ღმერთს იმის დანახვა, როგორ ირჯება თავისი ხალხი მოწაფეების მომზადების საქმეში! მაგალითად, პანდემიის მიუხედავად 2020 სამსახურებრივი წლის განმავლობაში 7 705 765 ბიბლიის შესწავლა ტარდებოდა, რის შედეგადაც 241 994 ადამიანმა თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. თავის მხრივ, ეს ახალმონათლული მოწაფეებიც ატარებენ ბიბლიის შესწავლებს და სხვებს ეხმარებიან, ქრისტეს მოწაფეები გახდნენ (ლუკ. 6:40). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვას გულს ვუხარებთ, როცა ვმონაწილეობთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში.
16. რა უნდა დავისახოთ მიზნად?
16 მოწაფეების მომზადება შრომატევადი საქმეა, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევძლებთ, რომ ახლებს ჩვენი ზეციერი მამა შევაყვაროთ. კარგი იქნება, თუ მიზნად დაისახავთ, სულ მცირე, ერთი ბიბლიის შესწავლა დაიწყოთ. შეიძლება შედეგებმა გაგვაოცოს კიდეც, თუ ხელიდან არ გავუშვებთ შესაძლებლობას და სხვებს ბიბლიის შესწავლას შევთავაზებთ. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას.
17. რას გამოვცდით საკუთარ თავზე, თუ ბიბლიის შესწავლებს ჩავატარებთ?
17 ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ შეგვიძლია ადამიანებს ვუქადაგოთ და ვასწავლოთ ბიბლიური ჭეშმარიტება. ეს საქმე შინაგან კმაყოფილებასა და სიხარულს გვანიჭებს. მოციქული პავლე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მოწაფეების მომზადების საქმეში, თავის გრძნობებს ასეთი სიტყვებით გადმოსცემს: „ვინ იქნება ჩვენი იმედი, სიხარული და საამაყო გვირგვინი, როცა ჩვენი უფალი იესო მოვა? განა თქვენ არა?! დიახ, თქვენ ხართ ჩვენი დიდება და სიხარული!“ (1 თეს. 2:19, 20; საქ. 17:1—4). დღეს ბევრი იზიარებს პავლეს სიტყვებს. ერთი და სტეფანი, რომელიც მეუღლესთან ერთად არაერთ ადამიანს დაეხმარა, ქრისტეს მოწაფე გამხდარიყო, ამბობს: „ვერაფერი შეედრება იმ სიხარულს, რომელსაც მაშინ განიცდი, როცა ვინმეს ეხმარები, თავი მიუძღვნას იეჰოვას და მოინათლოს“.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 57 ვქადაგებთ ყველანაირ ადამიანთან
^ აბზ. 5 იეჰოვამ წილად გვარგუნა პატივი, რომ ადამიანებს არა მხოლოდ ვუქადაგოთ, არამედ ვასწავლოთ იმ ყველაფრის დაცვა, რაც იესოსგან ვისწავლეთ. რა გვაძლევს იმის სტიმულს, რომ სხვებს ვასწავლოთ? რა დაბრკოლებებს ვაწყდებით ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში და როგორ შეგვიძლია მათი გადალახვა? ეს სტატია ამ კითხვებზე გასცემს პასუხს.
^ აბზ. 14 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლს ვასრულებთ მოწაფეების მომზადების საქმეში, იხილეთ 2021 წლის მარტის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „კრების როლი ბიბლიის შემსწავლელების სულიერ ზრდასა და ნათლობაში“.
^ აბზ. 53 სურათის აღწერა: როგორ ცვლის ბიბლიის შესწავლა ადამიანის ცხოვრებას: მამაკაცი ცხოვრების აზრს ვერ ხედავს, რადგან არ იცნობს იეჰოვას. მას მოწმეები უქადაგებენ და ის იწყებს ბიბლიის შესწავლას. ნასწავლი აღძრავს მას, თავი მიუძღვნას ღმერთს და მოინათლოს. შემდეგ ის თავადაც ერთვება მოწაფეების მომზადების საქმეში. ისინი ერთად ხარობენ სამოთხეში ცხოვრებით.