ᲡᲐᲒᲣᲨᲐᲒᲝ ᲙᲝᲨᲙᲘ (ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲔᲛᲐ) ივნისი 2019
ამ ნომერშია სასწავლო სტატიები 2019 წლის 5 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით.
ფრთხილად იყავით, რომ სატანამ არ დაგატყვევოთ!
სატანა ადამიანების შეცდენის დიდოსტატია. როგორ ცდილობს ის, გავლენა მოახდინოს ჩვენზე და იეჰოვას წინააღმდეგ განგვაწყოს?
დაამხვეთ ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართული ყოველი აზრი!
ჩვენს აზროვნებაზე გავლენას ახდენს წარსული, კულტურა და განათლება. როგორ შეგვიძლია მოვიშოროთ ძვალ-რბილში გამჯდარი არასწორი აზროვნება?
მიენდეთ იეჰოვას მძიმე წუთებში
ძლიერი ან ხანგრძლივი განსაცდელები შეიძლება უარყოფითად აისახოს ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. დიდ დახმარებას გაგვიწევს იმის გაგება, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის მსახურებს მძიმე წუთებში.
მხარში ამოუდექით სხვებს მძიმე წუთებში
ლოტი, იობი და ნაომი ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს, თუმცა მძიმე წუთები მათაც დაუდგათ ცხოვრებაში. რის სწავლა შეგვიძლია მათი შემთხვევებიდან?
თავი დაიცავით სატანის მახისგან
პორნოგრაფიამ ბევრი ღვთის მსახური გააბა მახეში. როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ამ უწმინდური ჩვევისგან?
უძველესი გრაგნილი „გაშლილია“
1970 წელს არქეოლოგებმა ენ-გედიში (ისრაელი) აღმოაჩინეს დამწვარი გრაგნილი. ეს გრაგნილი სამგანზომილებიანი სკანერის მეშვეობით „გაშალეს“. რა გამოვლინდა სკანირების შედეგად?