სასწავლო სტატია 19
ღვთის მოყვარულებს ვერაფერი დააბრკოლებთ
„მშვიდობა არ მოაკლდებათ შენი კანონის მოყვარულებს, ვერაფერი დააბრკოლებს მათ“ (ფსალმ. 119:165).
სიმღერა 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!
მოკლე შინაარსი *
1, 2. რა აღნიშნა ერთმა მწერალმა და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
დღეს მილიონობით ადამიანს თავი ქრისტიანად მოაქვს, მაგრამ სინამდვილეში არაფრად აგდებს მის სწავლებებს (2 ტიმ. 4:3, 4). ერთმა მწერალმა სწორად შენიშნა: „დღეს რომ ჩვენ შორის სხვა იესო გამოჩენილიყო და მასავით ელაპარაკა,.. ისევე უარვყოფდით მას, როგორც ეს ორი ათასი წლის წინ გავაკეთეთ?.. თუ დღევანდელ საზოგადოებას დავაკვირდებით, პასუხი ცალსახაა: რა თქმა უნდა“.
2 პირველ საუკუნეში ბევრმა მოისმინა იესოს ქადაგება და ნახა მისი სასწაულები, მაგრამ არ ირწმუნა ის. წინა სტატიაში განვიხილეთ ამის ოთხი მიზეზი. ახლა კი ვიმსჯელოთ, კიდევ რა ოთხი მიზეზის გამო არ მიიღეს იესო. აგრეთვე ვისაუბროთ, დღესაც რატომ უარყოფს ბევრი იესოს მიმდევრებს და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ.
იესო მიუკერძოებელი იყო
3. რამ დააბრკოლა ზოგი?
3 დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ყველანაირი კატეგორიის ადამიანთან ურთიერთობდა. მართალია, ის მდიდარ და გავლენიან ადამიანებთან სადილობდა, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ღარიბ და დაჩაგრულ ადამიანებთან ატარებდა. ის თანაგრძნობით ეპყრობოდა მათაც, ვისაც საზოგადოებაში ცოდვილის იარლიყი ჰქონდა მიკერებული. ამაყი ადამიანებისთვის იესოს საქციელი დაბრკოლებად იქცა. ისინი მის მოწაფეებს ეკითხებოდნენ: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ იესომ მიუგო: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“ (ლუკ. 5:29—32).
4. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა მოლოდინი უნდა ჰქონოდათ ებრაელებს?
ეს. 53:3). ამ წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, პირველი საუკუნის ებრაელებს არ უნდა გაჰკვირვებოდათ, რომ იესოს უარყოფდნენ.
4 რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? დიდი ხნით ადრე ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ბევრი არ მიიღებდა მესიას. წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო: „ათვალწუნებული ჰყავდათ და თავს არიდებდნენ . . . მისი სახე თითქოს დაფარული იყო ჩვენგან. ათვალწუნებული იყო და არაფრად ვაგდებდით“ (5. რა დამოკიდებულება აქვს ბევრს დღეს იესოს მიმდევრების მიმართ?
5 რა აბრკოლებს დღეს ხალხს? ბევრი სასულიერო პირი სიამოვნებით იღებს თავის მრევლში გამოჩენილ, მდიდარ და განათლებულ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობის ზნეობა და ცხოვრების წესი ძალიან შორს დგას ღვთის ნორმებისგან. ამავე დროს ეს სასულიერო პირები დაუფარავ ზიზღს გამოხატავენ იეჰოვას მოწმეების მიმართ, რომლებიც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ, მაგრამ საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი არ უკავიათ. როგორც პავლე ამბობდა, ღმერთმა ქვეყნიერების თვალში დამცირებულნი ამოირჩია (1 კორ. 1:26—29). თუმცაღა იეჰოვასთვის ყველა თავისი ერთგული მსახური ძვირფასია.
6. როგორ გვეხმარება მათეს 11:25, 26, რომ სწორი თვალსაზრისი გვქონდეს ღვთის ხალხზე?
6 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? (წაიკითხეთ მათეს 11:25, 26). ნუ გაიზიარებთ ქვეყნიერების შეხედულებას ღვთის ხალხზე. იცოდეთ, რომ იეჰოვა მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებს ასრულებინებს თავის ნებას (ფსალმ. 138:6). დაფიქრდით, რამდენი რამ გააკეთა მან მათი მეშვეობით, ვისაც ქვეყნიერება არც ჭკვიან და არც განათლებულ ადამიანებად არ მიიჩნევს.
იესო გმობდა ცრუ სწავლებებს
7. რატომ უწოდა იესომ ფარისევლებს თვალთმაქცები და რა რეაქცია ჰქონდათ მათ ამაზე?
7 იესო დაუფარავად ამხელდა რელიგიური წინამძღოლების თვალთმაქცობას. მაგალითად, ამხილა ფარისევლები, რომლებსაც ხელების დაბანის რიტუალი უფრო აღელვებდათ, ვიდრე მშობლებზე ზრუნვა (მათ. 15:1—11). ფარისევლებისთვის ნათქვამი სიტყვებით იესომ თავისი მოწაფეებიც კი გააკვირვა. ალბათ, ამიტომაც ჰკითხეს: „იცი, რომ შენმა ნათქვამმა ფარისევლები დააბრკოლა?“ იესომ მიუგო: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ამოიძირკვება. თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“ (მათ. 15:12—14). რელიგიური წინამძღოლების უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, იესო კვლავაც სიმართლის მქადაგებელი დარჩა.
8. როგორ დაგვანახვა იესომ, რომ ყველა რელიგიური შეხედულება არ არის მისაღები ღვთისთვის?
8 იესო გმობდა ცრურელიგიურ შეხედულებებსაც. მას არ უთქვამს, რომ ყველა რელიგიური შეხედულება მისაღებია ღვთისთვის. პირიქით, მან თქვა, რომ ბევრი დაადგებოდა ფართო გზას, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს და მხოლოდ ცოტა აირჩევდა სიცოცხლემდე მიმყვან ვიწრო გზას (მათ. 7:13, 14). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბევრი მოირგებდა ღვთისმოსავის ნიღაბს. ამიტომაც გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნიდან კი დამშეული მგლებივით არიან. მათ თავიანთი ნაყოფით იცნობთ“ (მათ. 7:15—20).
9. რომელი რელიგიური სწავლებების სიცრუეს ახადა იესომ ფარდა?
9 რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, მესია იეჰოვას სახლის ფსალმ. 69:9; იოან. 2:14—17). სწორედ მოშურნეობამ უბიძგა იესოს, დაეგმო ცრურელიგიური შეხედულებები და წეს-ჩვეულებები. მაგალითად, ფარისევლებს სულის უკვდავების სწამდათ, იესომ კი სიკვდილი ძილს შეადარა (იოან. 11:11). სადუკეველებს არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომის, იესომ კი თავისი მეგობარი ლაზარე აღადგინა (იოან. 11:43, 44; საქ. 23:8). ფარისევლები ყველაფერს ღვთის განგებას მიაწერდნენ, იესო კი ასწავლიდა, რომ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება აქვთ. შესაბამისად, მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ემსახურებიან თუ არა ღმერთს (მათ. 11:28).
მოშურნეობით აენთებოდა (10. რატომ აბრკოლებს დღეს ბევრს ჩვენი რელიგიური შეხედულებები?
10 რა აბრკოლებს დღეს ხალხს? ბევრი იმიტომ ბრკოლდება, რომ ჩვენ ბიბლიით ვააშკარავებთ მათი რელიგიური შეხედულებების სიმცდარეს. სამღვდელოება თავის მრევლს ასწავლის, რომ ღმერთი ბოროტებს ჯოჯოხეთში ტანჯავს. ისინი მსგავსი ცრუსწავლებების მეშვეობით ცდილობენ ხალხზე გავლენის შენარჩუნებას. იეჰოვას მსახურები კი, რომლებიც სიყვარულის ღმერთს ემსახურებიან, ააშკარავებენ მათ სიცრუეს. სასულიერო პირები სულის უკვდავებასაც ასწავლიან. ჩვენ კი ვასწავლით, რომ ეს წარმართული მოძღვრება შორს დგას სიმართლისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა მკვდრეთით აღდგომას. სხვა ბევრი რელიგიური მიმდინარეობისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვწამს ბედისწერის. ჩვენ ვასწავლით, რომ ადამიანი ნების თავისუფლებით არის შექმნილი და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, ემსახურება თუ არა ღმერთს. როგორ რეაგირებენ ამაზე რელიგიური წინამძღოლები? ხშირ შემთხვევაში მათ მწვავე რეაქცია აქვთ.
11. იოანეს 8:45—47-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რას ითხოვს ღმერთი თავისი ხალხისგან?
11 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? თუ ჭეშმარიტება გვიყვარს, ვირწმუნებთ და დავემორჩილებით „ღვთის სიტყვებს“ (წაიკითხეთ იოანეს 8:45—47). სატანა ეშმაკისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენი მრწამსის ერთგულნი დავრჩებით და არ განვუდგებით ჭეშმარიტებას (იოან. 8:44). ღმერთი თავისი ხალხისგან მოითხოვს, იესოს მსგავსად „ბოროტება შეიზიზღონ“ და „სიკეთე შეიყვარონ“ (რომ. 12:9; ებრ. 1:9).
იესოს დევნიდნენ
12. რატომ დააბრკოლა ბევრი იუდეველი იმან, თუ როგორ მოკლეს იესო?
12 კიდევ რა აბრკოლებდათ ებრაელებს პირველ საუკუნეში? პასუხს პავლეს სიტყვებიდან ვიგებთ: „ჩვენ კი ძელზე გაკრული ქრისტეს შესახებ ვქადაგებთ, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა“ (1 კორ. 1:23). რატომ დააბრკოლა ბევრი იუდეველი იესოს ძელზე გაკვრამ? ის ძელზე გააკრეს, როგორც ბოროტმოქმედი და ცოდვილი, ამიტომ მათი აზრით, იესო მესია ვერ იქნებოდა (კან. 21:22, 23).
13. რა გამორჩათ მხედველობიდან იმ ებრაელებს, რომლებიც დაბრკოლდნენ?
13 იმ იუდეველებს, რომლებიც იესოს გამო დაბრკოლდნენ, მხედველობიდან გამორჩათ, რომ ის უდანაშაულო იყო და ცრუ ბრალდების საფუძველზე უსამართლოდ დასაჯეს. იესოს სასამართლო სხვა არაფერი იყო, თუ არა ცინიზმის ზეიმი. სახელდახელოდ მოწვეულ იუდეველთა უზენაეს სასამართლოზე საქმის მოსმენა ყოველგვარი წესის დარღვევით წარიმართა (ლუკ. 22:54; იოან. 18:24). ნაცვლად იმისა, რომ მიუკერძოებლად მოესმინათ იესოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და ობიექტურად შეეფასებინათ სამხილები, თავად მოსამართლეები ეძებდნენ ცრუმოწმეებს, რომ იესო სიკვდილით დაესაჯათ. როცა ამან არ გაამართლა, მღვდელმთავარმა სცადა, იესოსთვის ისეთი რამ დაეცდენინებინა, რასაც მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა. ცხადია, ეს სამართლის ფეხქვეშ გათელვა იყო (მათ. 26:59; მარ. 14:55—64). იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უსამართლო მოსამართლეებმა რომაელი ჯარისკაცები მოისყიდეს, რომლებიც მის სამარხს იცავდნენ. მათ „ბლომად ვერცხლი მისცეს“, რათა ცრუ ხმები დაერხიათ იესოს სამარხიდან გაუჩინარების შესახებ (მათ. 28:11—15).
14. რა იყო ნაწინასწარმეტყველები მესიის სიკვდილზე?
14 რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? მართალია, პირველ საუკუნეში ბევრი ებრაელი არაფრით არ ელოდა მესიის სიკვდილს, მაგრამ ეს. 53:12). ასე რომ, იუდეველები არ უნდა დაებრკოლებინა იმ ფაქტს, რომ იესო ისე მოკლეს, როგორც ერთ-ერთი ცოდვილი.
გასათვალისწინებელია ის, რაც მესიის შესახებ იყო ნაწინასწარმეტყველები: „სიკვდილს გადასცა თავისი სიცოცხლე და შემცოდველად ჩაითვალა. მან მრავალთა ცოდვა იტვირთა და შემცოდველებს უშუამდგომლა“ (15. იეჰოვას მოწმეებისთვის წაყენებული რომელი ბრალდებების გამო ბრკოლდება ზოგი?
15 რა აბრკოლებს დღეს ხალხს? იესოს ცრუ ბრალდებები წაუყენეს და უსამართლოდ დაადანაშაულეს. მსგავსი უსამართლობა არც იეჰოვას მოწმეებისთვის არის უცხო. ამაზე შემდეგი მაგალითები მოწმობს. XX საუკუნის 30—40-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეებს არაერთხელ მოუწიათ სასამართლოებში ბრძოლა თავიანთი რელიგიური თავისუფლებისთვის. ზოგიერთი მოსამართლე არც კი მალავდა თავის მიკერძოებულ, უარყოფით დამოკიდებულებას ჩვენდამი. კვებეკში (კანადა) ეკლესია და სახელმწიფო შეთანხმებულად იბრძოდნენ ჩვენი საქმიანობის შესაჩერებლად. ბევრი მაუწყებელი მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ ესაუბრებოდა. ნაცისტურ გერმანიაში მრავალი ახალგაზრდა ძმა იმსხვერპლა სასტიკმა რეჟიმმა. ბოლო წლებში რუსეთში ბევრი ჩვენი და-ძმა „ექსტრემისტულ“ საქმიანობაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს, რადგან სხვებს ბიბლიის შესახებ ესაუბრებოდნენ. რუსულ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანიც“ აკრძალეს და „ექსტრემისტულად“ შერაცხეს იმის გამო, რომ მასში ღვთის სახელი იეჰოვაა მოხსენიებული.
16. პირველი იოანეს 4:1-ის თანახმად, რატომ არ უნდა დავიჯეროთ იეჰოვას ხალხზე გავრცელებული სიცრუე?
16 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? გადაამოწმეთ ფაქტები. მთაზე ქადაგების დროს იესომ მსმენელები გააფრთხილა, რომ მისი მიმდევრობისთვის მათ „ყოველგვარ ბოროტებას“ დააბრალებდნენ (მათ. 5:11). ამ სიცრუის თავიდათავი სატანაა. სწორედ მისი ხელი ურევია იმ ცილისმწამებლურ ბრალდებებში, რომლებსაც მოწინააღმდეგეები უყენებენ ჭეშმარიტების მოყვარულთ (გამოცხ. 12:9, 10). ნუ დავიჯერებთ ასეთ სიცრუეს და ნუ ავყვებით ამ დეზინფორმაციას, რომ არ შევშინდეთ და რწმენა არ შეგვერყეს (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:1).
იესო გასცეს და მიატოვეს
17. კიდევ რას შეიძლება დაებრკოლებინა ზოგი?
17 სიკვდილამდე იესოს ერთმა მოციქულმა უღალატა, მეორემ სამჯერ უარყო, სიკვდილის წინა ღამეს კი ყველა მოციქულმა მიატოვა (მათ. 26:14—16, 47, 56, 75). მას ეს არ გაჰკვირვებია, რადგან წინასწარ იცოდა, რომ ეს ასე მოხდებოდა (იოან. 6:64; 13:21, 26, 38; 16:32). ამის შემხედვარე ზოგი შეიძლება დაბრკოლებულიყო და ეთქვა: „თუ იესო თავისივე მოციქულებმა მიატოვეს, მე რატომღა უნდა გავხდე მისი მიმდევარი?!“
18. რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იმ მოვლენებით, რომლებიც იესოს სიკვდილს უძღოდა წინ?
18 რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? საუკუნეებით ადრე იეჰოვას თავის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ მესიას ოცდაათ ვერცხლად გაყიდდნენ, ეს გამყიდველი კი მისი უახლოესი მეგობარი იქნებოდა (ზაქ. 11:12, 13; ფსალმ. 41:9). ზაქარიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი“ (ზაქ. 13:7). თუმცა წრფელი გულის ადამიანებს ეს მოვლენები კი არ დააბრკოლებდა, არამედ რწმენას გაუძლიერებდა, რადგან ისინი საკუთარი თვალით დაინახავდნენ, როგორ სრულდებოდა მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები იესოზე.
19. რას ხვდებიან წრფელი გულის ადამიანები?
19 რა აბრკოლებს დღეს ხალხს? ზოგიერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელსაც ბევრი იცნობდა, დატოვა ორგანიზაცია და განდგომილი გახდა. ახლა ისინი სხვების გადაბირებასაც ცდილობენ. ამ მიზნით ისინი უარყოფით ინფორმაციას, ტყუილ-მართალსა და აშკარა სიცრუეს ავრცელებენ იეჰოვას მოწმეებზე მასმედიისა და ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა წრფელი გულის ადამიანებს ეს არ აბრკოლებთ, რადგან ხვდებიან, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად ეს ასეც უნდა მომხდარიყო (20. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ მათ გამო, ვინც რწმენას განუდგა? (2 ტიმოთე 4:4, 5).
20 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? რწმენა უნდა გავიძლიეროთ, რაშიც დაგვეხმარება ბიბლიის რეგულარული კვლევა, ხშირი ლოცვა და იეჰოვას მიერ დავალებულ საქმეებში აქტიური მონაწილეობა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:4, 5). თუ რწმენა გვექნება, იეჰოვას მოწმეებზე გავრცელებული უარყოფითი ინფორმაცია არ შეგვაძრწუნებს (ეს. 28:16). იეჰოვას, ღვთის სიტყვისა და და-ძმების სიყვარული დაგვეხმარება, არ დავბრკოლდეთ მათ გამო, ვინც რწმენას განუდგა.
21. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი არ გვისმენს?
21 პირველ საუკუნეში ბევრი დაბრკოლდა და უარყო იესო. თუმცა ბევრმა ირწმუნა ის, მათ შორის სინედრიონის, სულ მცირე, ერთმა წევრმა და ბევრმა მღვდელმა (საქ. 6:7; მათ. 27:57—60; მარ. 15:43). დღესაც მილიონობით ადამიანს არაფერი უქმნის დაბრკოლებას და ეს იმიტომ, რომ მათ იციან და უყვართ ბიბლიური ჭეშმარიტება. მათზე სრულდება ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „მშვიდობა არ მოაკლდებათ შენი კანონის მოყვარულებს, ვერაფერი დააბრკოლებს მათ“ (ფსალმ. 119:165).
სიმღერა 124 მუდამ ერთგულები
^ აბზ. 5 წინა სტატიაში განვიხილეთ ოთხი მიზეზი, თუ რატომ უარყვეს იესო პირველ საუკუნეში და დღეს რატომ უარყოფს ხალხი მის მიმდევრებს. ამ სტატიაში კიდევ ოთხ მიზეზზე ვიმსჯელებთ. განვიხილავთ იმასაც, რატომ ვერ დააბრკოლებს ვერაფერი წრფელი გულის ადამიანებს, რომლებსაც უყვართ იეჰოვა.