მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას!
„კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს“ (ფსალმ. 147:1).
1. რის შესაძლებლობა გვეძლევა სიმღერის დროს?
„სიტყვები აზრებს ბადებს, მუსიკა — ემოციებს, სიმღერა კი გულს სწვდება“, — თქვა ერთმა ცნობილმა ლირიკოსმა. მართლაც, როცა სიმღერით ვასხამთ იეჰოვას ხოტბას და მისადმი სიყვარულს გამოვხატავთ, ამაღლებული გრძნობები გვეუფლება. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, მარტო ვმღერით თუ კრებაში და-ძმებთან ერთად, სიმღერას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში.
2, 3. ა) რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ზოგს კრების შეხვედრებზე სიმღერების შესრულებაში? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
2 რის თქმა შეიძლება თქვენზე? ხომ არ გეუხერხულებათ კრების შეხვედრებზე ხმამაღლა მღერა? ზოგიერთ კულტურაში მამაკაცებს ერიდებათ სხვების თანდასწრებით მღერა. ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება მთელ კრებაზე იმოქმედოს, განსაკუთრებით, თუ უხუცესები არიდებენ თავს შეხვედრებზე სიმღერის შესრულებას ან ამ დროს სხვა საქმეებით არიან დაკავებული (ფსალმ. 30:12).
3 თუ სიმღერას ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილად მივიჩნევთ, როცა კრება სიმღერით განადიდებს იეჰოვას აქეთ-იქით სიარულს არ დავიწყებთ და შევეცდებით, რომ პროგრამის ეს ნაწილი არ გამოვტოვოთ. ასე რომ, თითოეულმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: სიამოვნებით ვმღერი კრების შეხვედრებზე? როგორ შემიძლია დავძლიო შიში, რომელიც მთელი გულით მღერაში
მიშლის ხელს? და რა უნდა გავაკეთო, რომ მთელი გრძნობით ვიმღერო იეჰოვას განმადიდებელი სიმღერები?სიმღერა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია
4, 5. რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ისრაელში თაყვანისმცემლობის დროს სიმღერას?
4 ღვთის ერთგული მსახურები ოდითგანვე იყენებდნენ მუსიკას იეჰოვას განსადიდებლად. საგულისხმოა, რომ როცა ისრაელები იეჰოვას ერთგულად ემსახურებოდნენ, სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მათ თაყვანისმცემლობაში. მაგალითად, დავითმა ტაძრის მოსამზადებელი სამუშაოების დროს 4 000 ლევიანი მოამზადა ტაძარში მსახურებისთვის, რათა საკრავებით შეესხათ იეჰოვასთვის ხოტბა. მათ შორის იყო 288 მგალობელი, რომელთაგან „ყველანი დახელოვნებულნი იყვნენ“ (1 მატ. 23:5; 25:7).
5 ტაძრის მიძღვნის დროს სიმღერა და მუსიკა პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ბიბლიაში ნათქვამია: „როგორც კი მესაყვირეებმა და მგალობლებმა ერთხმად განადიდეს იეჰოვა, მადლობა შესწირეს მას, აახმიანეს საყვირები, წინწილები და სხვა საკრავები და განადიდეს იეჰოვა . . . იეჰოვას დიდებამ აავსო ჭეშმარიტი ღვთის სახლი“. წარმოიდგინეთ, როგორ გაუძლიერებდა რწმენას ამის ხილვა ისრაელებს (2 მატ. 5:13, 14; 7:6).
6. რას გაუწია ორგანიზება ნეემიამ იერუსალიმში მისი გამგებლობის დროს?
6 გარდა იმისა, რომ ნეემიამ იერუსალიმის გალავნის აღდგენას გაუწია ორგანიზება, მან შეკრიბა ლევიანები, რომლებიც მღეროდნენ და სხვადასხვა საკრავზე უკრავდნენ. გალავნის მიძღვნის დროს მუსიკამ დიდი წვლილი შეიტანა საზეიმო განწყობის შექმნაში. ამ დღეს „სამადლობლის შემსრულებელთა ორი დიდი გუნდი“ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით დაიძრა, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთის სახლთან ახლოს, გალავანთან შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი ხმამაღლა მღეროდნენ და შორს ისმოდა მათი ხმა (ნეემ. 12:27, 28, 31, 38, 40, 43). ცხადია, იეჰოვას ძალიან ეამებოდა სადიდებელი სიმღერის მოსმენა, რომელთა მეშვეობითაც მისი თაყვანისმცემლები მთელი გულით ასხამდნენ მას ხოტბას.
7. რით ცხადყო იესომ, რომ სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ჰქონოდა ქრისტიანულ კრებაში?
7 მუსიკას არც ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ დაუკარგავს მნიშვნელობა ღვთის თაყვანისმცემლობაში. კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს დღეს, უფლის გახსენების საღამოს დაწესების შემდეგ, იესომ და მისმა მოციქულებმა ღმერთს სადიდებელი უმღერეს (წაიკითხეთ მათეს 26:30).
8. როგორ დაგვიტოვეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა სიმღერით იეჰოვას განდიდების კარგი მაგალითი?
8 სიმღერით იეჰოვას ერთხმად განდიდების შესანიშნავი მაგალითი პირველი საუკუნის ქრისტიანებმაც მოგვცეს. ისინი სახლებში იკრიბებოდნენ, თუმცა ამ მოკრძალებულ გარემოსაც კი არ შეუშლია ხელი მათთვის, რომ ქება ემღერათ იეჰოვასთვის. ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ ქრისტიან ძმებს მოუწოდა: „ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით და იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას“ (კოლ. 3:16). მართლაც, ჩვენი სიმღერების კრებულში შესულია „სულიერი სიმღერები“, რომლებიც მადლიერებით უნდა შევასრულოთ. ეს არის „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწვდილი სულიერი საზრდო (მათ. 24:45).
დაძლიეთ შიში
9. ა) რატომ შეიძლება კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე ზოგმა თავი შეიკავოს მღერისგან? ბ) რა დაგვეხმარება, რომ სწორად ვიმღეროთ და ვინ უნდა მისცეს კრებას ამ მხრივ კარგი მაგალითი? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)
9 რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ სიმღერა ეზრ. 3:11; წაიკითხეთ ფსალმუნის 147:1). ბოლო დროს სამეფო დარბაზებში სიმღერის ტექსტი ეკრანზეა გამოტანილი, რაც კიდევ უფრო გვიადვილებს მღერას. საგულისხმოა ისიც, რომ „სამეფო მსახურების სკოლის“ პროგრამას, რომელიც უხუცესებისთვის არის განკუთვნილი, სამეფოს სიმღერებიც დაემატა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ უხუცესები სიმღერის დროს კარგ მაგალითს უნდა აძლევდნენ კრების წევრებს.
მიღებული არ არის თქვენს ოჯახში, კულტურასა თუ იმ გარემოში, სადაც ცხოვრობთ? თუ ხშირად უსმენთ პროფესიონალ მომღერლებს და უმაღლეს დონეზე დამუშავებულ მათ სიმღერას თქვენს ნამღერს ადარებთ, შეიძლება გული გაგიტყდეთ. თუმცა ამის გამო თავი არ უნდა შეიკავოთ იეჰოვას განმადიდებელი სიმღერების შესრულებისგან, რადგან ეს თითოეული ქრისტიანის პასუხისმგებლობაა. ასე რომ, კარგი იქნება, თუ სიმღერების წიგნს ცოტა ზემოთ დაიჭერთ, თავს მაღლა ასწევთ და მთელი გრძნობით იმღერებთ (10. რა უნდა გვახსოვდეს, თუ შიში ხელს გვიშლის მღერაში?
10 ბევრი ხმამაღლა იმიტომ არ მღერის, რომ ეშინია, მისი ხმა ძალიან არ გამოიკვეთოს ან სხვები არ შეაწუხოს. დაფიქრდით: არასრულყოფილების გამო ლაპარაკის დროს „ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2). მაგრამ ამის გამო თავს არ ვარიდებთ ლაპარაკს. მაშ, რატომ უნდა შევიკავოთ თავი სიმღერით იეჰოვას განდიდებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ სრულყოფილი ხმა არა გვაქვს?!
11, 12. რა დაგვეხმარება უკეთ მღერაში?
11 მღერისგან თავს შეიძლება იმიტომ ვიკავებთ, რომ არ ვიცით, როგორ ვიმღეროთ. თუმცა რამდენიმე ძირითადი რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება, ამ მხრივ გავუმჯობესდეთ. *
12 თუ სწორად სუნთქვას ისწავლით, „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, გვერდები 181—184, ქვესათაური „სწორად ისუნთქე“). როცა ბიბლიაში ღვთის განმადიდებელ სიმღერებზეა საუბარი, ზოგჯერ ვხვდებით მოწოდებას: „სიხარულით იყიჟინეთ“ (ფსალმ. 33:1—3).
ძლიერი ხმით იმღერებთ. როგორც ნათურას სჭირდება ელექტროენერგია, რომ გაანათოს, ისე სწორი სუნთქვაა აუცილებელი, რომ საუბრისა თუ სიმღერის დროს ჩვენს ხმას სიძლიერე შეემატოს. იმხელა ხმაზე უნდა იმღეროთ, რამხელაზეც ლაპარაკობთ ან ცოტა უფრო ხმამაღლა (იხილეთ წიგნი13. რა შეგვძენს სიმღერის დროს თავდაჯერებულობას?
13 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის ან პირადი შესწავლის დროს სიმღერების წიგნიდან შეარჩიეთ თქვენთვის საყვარელი სიმღერა და ტექსტი ხმამაღლა წაიკითხეთ. შემდეგ შეეცადეთ, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოთ თითოეული ფრაზა ისე, რომ შეინარჩუნოთ ხმის სიმაღლე. ბოლოს კი იმავე ტონალობაში იმღერეთ ეს მონაკვეთი (ეს. 24:14). თანდათან ხმა გაგიძლიერდებათ და უკეთ შეძლებთ მღერას. ნუ შეგაშინებთ თქვენი ხმა და ნუ იგრძნობთ თავს უხერხულად!
14. ა) კიდევ რა დაგვეხმარება, რომ ძლიერი ხმით ვიმღეროთ? (იხილეთ ჩარჩო „ როგორ ვიმღეროთ უკეთესად“) ბ) რომელი რჩევები გეხმარებათ ხმის გაუმჯობესებაში?
14 თუ პირს საკმარისად არ გააღებთ, ხმას კარგად ვერ ამოუშვებთ. ასე რომ, შემდეგი რჩევაა, იმაზე ფართოდ გააღოთ პირი, ვიდრე ამას საუბრის დროს აკეთებთ. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ სუსტი ან არაბუნებრივად მაღალი ხმა გაქვთ? ამასთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევების ნახვა შეგიძლიათ წიგნში „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, გვერდი 184, ჩარჩო „რამდენიმე პრობლემა და მათი გადაჭრის გზები“.
მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას
15. ა) რა განცხადება გაკეთდა 2016 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე? ბ) რატომ გადამუშავდა სიმღერების წიგნი?
15 პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების 2016 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა სტივენ ლეტმა, გამოაცხადა, რომ მალე კრებები მიიღებდნენ სიმღერების ახალ წიგნს, რამაც დიდად გაახარა მსმენელი. ძმა ლეტის სიტყვების თანახმად, სიმღერების ტექსტები ძირითადად იმ მიზეზით შეიცვალა, რომ გადამუშავდა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ინგლისურ ენაზე. შედეგად, ზოგიერთი სიმღერის ტექსტში წაიშალა ან შეიცვალა ისეთი სიტყვები თუ ფრაზები, რომლებიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2013 წლის გამოცემაში აღარ გვხვდება. გარდა ამისა, კრებულში შევიდა გამოსასყიდისადმი მადლიერების გამომხატველი და ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სიმღერები. ვინაიდან სიმღერა ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია, ხელმძღვანელ საბჭოს სურდა, რომ ახალი სიმღერების წიგნი მაღალი ხარისხისა ყოფილიყო და ისეთივე ყდა ჰქონოდა, როგორიც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემას.
16, 17. რა ცვლილებები შევიდა სიმღერების ახალ წიგნში?
16 ეს კრებული ადვილად გამოსაყენებელი რომ ყოფილიყო, სიმღერები თემატურად განლაგდა. მაგალითად, პირველი თორმეტი სიმღერა ეხება იეჰოვას, შემდეგი რვა — იესოს და გამოსასყიდს, და ა. შ. მას დართული აქვს საგნობრივი საძიებელი, რაც, მაგალითად, ძმებს გაუადვილებს საჯარო მოხსენებისთვის სიმღერების შერჩევას.
17 სამეფოს სიმღერები ყველას მთელი გრძნობით რომ ემღერა, ზოგიერთი ტექსტი გადამუშავდა, რათა მათი შინაარსი უფრო გასაგები გამხდარიყო და მოძველებული სიტყვები შეცვლილიყო. მაგალითად, სიმღერის სათაური „დაიცავით გული“ შეიცვალა სათაურით „გავუფრთხილდეთ გულს“. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე სამეფოს სიმღერებს ასრულებენ დები, ახალმონათლულები, დაინტერესებულები თუ ახალგაზრდები, რომელთაც შეიძლებოდა თავი უხერხულად ეგრძნოთ იმის გამო, რომ ამ სიმღერით სხვებს მოუწოდებდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ამიტომ გახდა საჭირო აღნიშნული სიმღერის სათაურისა და ტექსტის შესწორება.
18. რატომ უნდა ვისწავლოთ ახალ კრებულში შესული სიმღერები? (იხილეთ სქოლიო)
18 ახალ კრებულში შესული ბევრი სიმღერა ძალიან ჰგავს ლოცვას. მათი მეშვეობით შეგვიძლია, იეჰოვას მიმართ საკუთარი გრძნობები გამოვხატოთ. ზოგიერთი სიმღერით კი შეგვიძლია სხვები „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ წავახალისოთ (ებრ. 10:24). ამიტომ საჭიროა, კარგად ვიცოდეთ ჩვენი სიმღერების მელოდია, რიტმი და ტექსტი. ამაში დაგვეხმარება გუნდის მიერ შესრულებული სიმღერების მოსმენა, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე jw.org. თუ სახლში ვიმეცადინებთ, სიმღერის დროს უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით და მთელი გულით შევძლებთ იეჰოვას განდიდებას. *
19. როგორ შეუძლიათ იეჰოვას განდიდება მათ, ვინც კრების შეხვედრას ესწრება?
19 გახსოვდეთ, რომ სიმღერა ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. ის არის იეჰოვასადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება (წაიკითხეთ ესაიას 12:5). თუ მთელი გულით უმღერებთ იეჰოვას, სხვებსაც წაახალისებთ ამისკენ. ნამდვილად, კრების შეხვედრაზე ყველას — ახალგაზრდას, ხანდაზმულსა თუ დაინტერესებულს შეუძლია, თავისი ხმა იეჰოვას განმადიდებელთა ხმებს შეუერთოს და ამგვარად თაყვანი სცეს მას. ასე რომ, თავს ნუ შეიკავებთ მღერისგან. ნაცვლად ამისა, მიჰყევით ფსალმუნმომღერლის ღვთივშთაგონებულ მითითებას: „უმღერეთ იეჰოვას!“. მაშ, მოდი მთელი გულით განვადიდოთ იეჰოვა სიმღერით! (ფსალმ. 96:1).
^ აბზ. 11 ხმის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად JW მაუწყებლობაზე უყურეთ 2014 წლის დეკემბრის თვის პროგრამას (ინგლ.) (ვიდეოარქივი / ჩვენი სტუდიიდან).
^ აბზ. 18 სიმღერისთვის რომ განგვაწყოს, კონგრესის პროგრამის თითოეული ნაწილი იწყება ათწუთიანი მუსიკალური ვიდეოკლიპით. ორკესტრის მიერ შესრულებული ეს კომპოზიციები ჩვენს გულსა და გონებას პროგრამის მოსასმენად ამზადებს. ამიტომ მოგვიწოდებენ, რომ ამ ვიდეოკლიპების დაწყებამდე დავიკავოთ ჩვენი ადგილები და ყურადღებით მოვუსმინოთ მათ.