ილაპარაკეთ ჭეშმარიტება
„ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს“ (ზაქ. 8:16).
1, 2. რამ მიაყენა კაცობრიობას ყველაზე დიდი დარტყმა და ვინ იყო ამაში დამნაშავე?
ადამიანების ყოველდღიური ყოფა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ისეთმა გამოგონებებმა, როგორიცაა ნათურა, ტელეფონი, მაცივარი, ავტომობილი თუ სხვა. თუმცა ცხოვრება უფრო სახიფათო გახდა მას შემდეგ, რაც თოფი, ნაღმი და ატომური ბომბი გამოიგონეს. ფაქტია, ეს სრული ჩამონათვალი არ არის. თუმცა არსებობს რაღაც, რასაც უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს და რამაც ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა კაცობრიობას. ეს არის ტყუილი! ტყუილია, როცა სხვის შეცდომაში შესაყვანად ამბობ ისეთ რამეს, რაც იცი, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება. ვინ თქვა პირველი ტყუილი? ეშმაკმა! იესო ქრისტემ სწორედ მას უწოდა „სიცრუის მამა“ (წაიკითხეთ იოანეს 8:44). როდის თქვა მან პირველად ტყუილი?
2 ეს მოხდა ათასობით წლის წინ ედემის ბაღში. პირველი წყვილი, ადამი და ევა, ტკბებოდნენ სამოთხეში ცხოვრებით, სადაც შემოქმედმა დაასახლა. ეშმაკმაც ამ დროს დაიწყო მოქმედება. მან იცოდა, რომ ღმერთმა ადამსა და ევას აუკრძალა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ ჭამა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოკვდებოდნენ. მიუხედავად ამისა, გველის მეშვეობით სატანამ ევას უთხრა: „არა, არ მოკვდებით [ეს იყო პირველი ტყუილი]. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“ (დაბ. 2:15—17; 3:1—5).
3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სატანამ ბოროტი განზრახვით თქვა ტყუილი და რა მოჰყვა ამას შედეგად?
დაბ. 3:6; 5:5). უფრო მეტიც, ადამის ცოდვის შედეგად „სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“. ფაქტობრივად, „სიკვდილი მეფობდა . . . მათზეც, ვისაც არ ჩაუდენია ადამის დანაშაულის მსგავსი ცოდვა“ (რომ. 5:12, 14). ნაცვლად იმისა, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად სრულყოფილები ვყოფილიყავით და მარადიულად გვეცოცხლა, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა „სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი“. თანაც ხშირ შემთხვევაში ის „გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე“ (ფსალმ. 90:10). ყველა ეს უბედურება სწორედ სატანის მოგონილი ტყუილის შედეგია!
3 სატანამ ბოროტი განზრახვით თქვა ტყუილი, რადგან კარგად იცოდა, რომ, თუ ევა დაიჯერებდა მის ნათქვამს და შეჭამდა ნაყოფს, მოკვდებოდა. ადამი და ევა არ დაემორჩილნენ იეჰოვას ბრძანებას და საბოლოოდ დაიხოცნენ (4. ა) რომელ კითხვებს უნდა გავცეთ პასუხი? ბ) ფსალმუნის 15:1, 2-ის თანახმად, მხოლოდ ვის შეუძლია იყოს იეჰოვას მეგობარი?
4 სატანის საქმეებზე საუბრისას, იესომ თქვა: „ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება“. სატანა არ შეცვლილა, მას დღემდე „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხ. 12:9). ჩვენ კი არ გვინდა, რომ სატანის ტყუილის მსხვერპლი აღმოვჩნდეთ. ამიტომ განვიხილოთ სამი კითხვა: როგორ შეჰყავს სატანას ხალხი შეცდომაში? ძირითადად, რატომ იტყუებიან ადამიანები? და როგორ ვილაპარაკოთ ყოველთვის სიმართლე, რომ ადამისა და ევას მსგავსად არ გავიფუჭოთ იეჰოვასთან ურთიერთობა? (წაიკითხეთ ფსალმუნის 15:1, 2).
როგორ შეჰყავს სატანას ხალხი შეცდომაში
5. როგორ შეჰყავს სატანას ხალხი შეცდომაში?
5 პავლე მოციქულმა დაწერა: „ჩვენთვის უცნობი არ არის . . . [სატანის] ზრახვები“ (2 კორ. 2:11). ეს გვეხმარება, არ წამოვეგოთ მის ტყუილებს. ვიცით, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის ცრუ რელიგია, ბინძური პოლიტიკა და კომერციული სისტემა, სატანის ხელშია (1 იოან. 5:19). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სატანა და მისი დემონები გავლენიანი და ძალაუფლების მქონე ადამიანების მეშვეობით სიცრუეს ავრცელებენ (1 ტიმ. 4:1, 2). მაგალითად, ზოგიერთი მსხვილი ბიზნესმენი ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციას უკეთებს რეკლამას ან სხვადასხვა მაქინაციებით ცდილობს, ხალხს ფული დასტყუოს.
6, 7. ა) რატომ სჩადიან ყველაზე დიდ დანაშაულს ის რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც ცრუობენ? ბ) რა ტყუილი მოგისმენიათ რელიგიური წინამძღოლებისგან?
6 რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც ცრუობენ, ყველაზე დიდ დანაშაულს სჩადიან, რადგან იმ ადამიანთა მარადიულ მომავალს უქმნიან საფრთხეს, რომლებიც მათ სიცრუეს ბრმად იჯერებენ. ის, ვინც იზიარებს ცრუ რელიგიურ შეხედულებებს და ისეთ რამეს აკეთებს, რასაც სინამდვილეში ღმერთი განსჯის, ხელიდან უშვებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (ოს. 4:9). იესომ იცოდა, რომ მის დროს მცხოვრებ რელიგიურ წინამძღოლებს ხალხი შეცდომაში შეჰყავდათ. ამიტომ პირდაპირ უთხრა: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის [მარადიული განადგურების] კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად“ (მათ. 23:15, სქ.). იესომ უმკაცრესად გააკრიტიკა ეს ცრუ რელიგიური წინამძღოლები. ისინი ნამდვილად ეშმაკის შვილები იყვნენ, რომელიც კაცისმკვლელია (იოან. 8:44).
7 არა აქვს მნიშვნელობა, რას უწოდებენ რელიგიურ წინამძღოლებს — მოძღვარს, მღვდელს, რაბინს თუ სხვას. პირველ საუკუნეში მცხოვრები წინამორბედების მსგავსად, ისინიც „ჩქმალავენ [ბიბლიაში ჩაწერილ] რომ. 1:18, 25). ისინი ცდილობენ, ხალხს ისეთი ცრუ სწავლებები დააჯერონ, როგორიცაა სულის უკვდავება, რეინკარნაცია და ჯოჯოხეთის არსებობა. ამასთანავე, ირწმუნებიან, რომ ღმერთი არ განსჯის ჰომოსექსუალებს და ერთსქესიანთა ქორწინებას.
ჭეშმარიტებას“. მათ „ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე“ გაცვალეს (8. რა ტყუილს იტყვიან მალე პოლიტიკოსები, მაგრამ ჩვენ როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს?
8 ხალხის შეცდომაში შესაყვანად სიცრუეს პოლიტიკოსებიც მიმართავენ. მალე ისინი შეეცდებიან, კიდევ ერთი დიდი ტყუილი დააჯერონ ადამიანებს, თითქოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას მიაღწიეს. თუმცა „თავს მოულოდნელი განადგურება“ დაატყდებათ. ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ მათი სიტყვები და ოდნავადაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ამ ქვეყნიერების დღეები დათვლილია! სინამდვილეში კარგად ვიცით, რომ „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი“ (1 თეს. 5:1—4).
ძირითადად, რატომ იტყუებიან ადამიანები
9, 10. ა) რატომ იტყუებიან ადამიანები და რა შედეგებამდე მივყავართ ამას? ბ) რა უნდა გვახსოვდეს იეჰოვას შესახებ?
9 როცა რაიმე სიახლე პოპულარობას მოიპოვებს, საბოლოოდ ფართო მასებისთვის ხდება ხელმისაწვდომი. იმავეს თქმა შეიძლება ტყუილზეც. დღეს ტყუილის თქმა ჩვეულებრივ რამედ იქცა და მხოლოდ გავლენიანი ადამიანები როდი ცრუობენ. სტატიაში „რატომ ვტყუით“ ნათქვამია: „ირკვევა, რომ სიცრუე ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილია“. ადამიანები, ძირითადად, თავდასაცავად ან დასაწინაურებლად იტყუებიან. ისინი ტყუილით ცდილობენ, რომ შეცდომა ან დანაშაული დამალონ, ფინანსური სარგებელი მიიღონ ან პიროვნული უპირატესობა მოიპოვონ. ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დიდსა თუ პატარა ტყუილს ადვილად ეუბნებიან კოლეგებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს.
10 რა შედეგებამდე მივყავართ ტყუილს? იკარგება ნდობა და ფუჭდება ურთიერთობები. წარმოიდგინეთ, რა გამანადგურებელი იქნება ერთგული ქმრისთვის იმის გაგება, რომ მისი მეუღლე ღალატობდა მას და ამ დროის მანძილზე თვალებში ნაცარს აყრიდა. ან რის თქმა შეიძლება იმ მამაკაცზე, რომელიც ცოლ-შვილს ცუდად ექცევა, სხვების დასანახავად კი სამაგალითო მამისა და ქმრის როლს თამაშობს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი თვალთმაქცი ადამიანები ვერაფერს დაუმალავენ იეჰოვას, რომლის წინაშეც „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა“ (ებრ. 4:13).
11. რას გვასწავლის ანანიასა და საფირას შემთხვევა? (იხილეთ სურათი მე-6 გვერდზე)
11 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ერთ ქრისტიან წყვილს სატანამ ღვთის მოტყუება გააბედვინა. ანანიამ და საფირამ მოციქულების შეცდომაში შეყვანა განიზრახეს. მათ გაყიდეს თავიანთი ქონების ნაწილი, მაგრამ აღებული თანხა სრულად არ მიიტანეს მოციქულებთან. ანანიას და საფირას სურდათ, კრების წევრებზე შთაბეჭდილება მოეხდინათ და თავი იმაზე გულუხვებად წარმოეჩინათ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. იეჰოვამ კარგად იცოდა, რომ ისინი იტყუებოდნენ და შესაბამისადაც დასაჯა (საქ. 5:1—10).
12. სად არის მოუნანიებელი და ავისმზრახველი მატყუარების ხვედრი?
12 რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ტყუილის მიმართ? სატანისა და ყველა მოუნანიებელი და ავისმზრახველი მატყუარას ხვედრი „ცეცხლისა და გოგირდის ტბაშია“ (გამოცხ. 20:10; 21:8; ფსალმ. 5:6). იეჰოვა მატყუარებს იმ ადამიანებთან აიგივებს, რომლებიც ბიბლიაში ძაღლებს არიან შედარებულნი ანუ მათთან, ვინც ღვთის თვალში სისაძაგლეს სჩადის (გამოცხ. 22:15).
13. რა ვიცით იეჰოვას შესახებ და რისკენ აღგვძრავს ეს?
13 იეჰოვა „ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას“, პირიქით „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (რიცხ. 23:19; ებრ. 6:18). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას „სძულს . . . მატყუარა ენა“ (იგავ. 6:16, 17). ღვთის მოწონების მისაღებად ყოველთვის სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომაც არ ვატყუებთ ერთმანეთს (კოლ. 3:9).
ჩვენ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობთ
14. ა) რა განასხვავებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს ცრუ რელიგიის მიმდევრებისგან? ბ) განმარტეთ ლუკას 6:45-ში ჩაწერილი პრინციპი.
14 რით განვსხვავდებით ნამდვილი ქრისტიანები ცრუ რელიგიის მიმდევრებისგან? ჩვენ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობთ (წაიკითხეთ ზაქარიას 8:16, 17). პავლემ დაწერა: „ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ . . . ჭეშმარიტების ლაპარაკით“ (2 კორ. 6:4, 7). იესომ თქვა, რომ „გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკ. 6:45). ასე რომ, როცა ადამიანს გულში ჭეშმარიტება აქვს, შესაბამისად მისი ბაგეებიც ჭეშმარიტებას ლაპარაკობს. ის ყოველთვის სიმართლეს ამბობს და უმნიშვნელო საკითხებშიც კი არ ატყუებს უცნობებს, თანამშრომლებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს. განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია, თუ როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ყველაფერში პატიოსნად ვიქცევით.
15. ა) რატომ არის ცუდი, როცა ადამიანი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს? ბ) რის გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომ გაუძლონ თანატოლების მავნე ზეგავლენას? (იხილეთ სქოლიო)
15 ახალგაზრდებო, შეიძლება გინდათ, რომ თქვენმა თანატოლებმა თავიანთ წრეში მიგიღონ. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ ორმაგი ცხოვრებით არ იცხოვროთ. ზოგი ახალგაზრდა ცდილობს, რომ ოჯახისა და კრების წევრებს „წმინდანად“ მოაჩვენოს თავი, არადა სოციალური მედიით სარგებლობისას ან თანატოლებთან ურთიერთობისას, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, სრულიად სხვაგვარად იქცევა. ის შეიძლება უწმაწურ სიტყვებს იყენებს, თამამად იცვამს, უზნეო ტექსტის შემცველ სიმღერებს უსმენს, თვრება, ნარკოტიკებს იღებს, მალულად დადის პაემანზე ან უფრო უარესად იქცევა. ისინი თავსაც იტყუებენ, მშობლებსა და თანაქრისტიანებსაც ატყუებენ და ღვთის მოტყუებასაც ცდილობენ (ფსალმ. 26:4, 5). იეჰოვა ხედავს, როცა მხოლოდ ბაგეებით ვცემთ მას პატივს, გული კი შორსა გვაქვს მისგან (მარ. 7:6). რამდენად გონივრული იქნებოდა, გაგვეთვალისწინებინა იგავების 23:17-ში ჩაწერილი სიტყვები: „შენს გულს ცოდვილების ნუ შეშურდება; იეჰოვასი გეშინოდეს დღედაღამ“. *
16. რატომ არის აუცილებელი, რომ სიმართლე არ დავმალოთ, როცა სრული დროით მსახურების ბლანკს ვავსებთ?
16 შეიძლება პიონერობის დაწყება ან სრული დროით მსახურების სხვა ფორმაში ებრ. 13:18). ხომ არ არის ისე, რომ უწმინდური ან საეჭვო საქციელი ჩაიდინეთ, მაგრამ ჯერ არ მიგიმართავთ უხუცესებისთვის? ნუ დააყოვნებთ ამის გაკეთებას, რათა სუფთა სინდისით ემსახუროთ იეჰოვას (რომ. 9:1; გალ. 6:1).
გსურთ მონაწილეობა, მაგალითად ბეთელში მსახურება. ბლანკის შევსებისას მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელები ვიყოთ და არცერთ კითხვაზე, იქნება ეს ჯანმრთელობასთან, გართობასა თუ ზნეობასთან დაკავშირებით, არ დავმალოთ სიმართლე (17. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მდევნელები ძმების შესახებ კითხვებს გვისვამენ?
17 როგორ მოიქცევით, თუ თქვენს ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს საქმიანობას აკრძალავენ და დაგკითხავენ? ყველაფერი უნდა უთხრათ, რაც იცით? როგორ მოიქცა იესო, როცა მას რომაელმა გამგებელმა დაკითხვა მოუწყო? იესომ გაითვალისწინა ბიბლიური პრინციპი, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“, ამიტომ ზოგიერთ კითხვას საერთოდ არ უპასუხა (ეკლ. 3:1, 7; მათ. 27:11—14). თუ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით, კარგი იქნება, თუ სიფრთხილესა და გონიერებას გამოვიჩენთ და ძმებს საფრთხეს არ შევუქმნით (იგავ. 10:19; 11:12).
18. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა უხუცესები თანაქრისტიანების შესახებ კითხვებს გვისვამენ?
18 რას გააკეთებთ, თუ კრების წევრმა მძიმე ცოდვა ჩაიდინა და თქვენ იცით ამის შესახებ? უხუცესებმა, რომელთა პასუხისმგებლობა კრების სიწმინდის დაცვაა, შეიძლება მომხდარის შესახებ კითხვები დაგისვან. როგორ მოიქცევით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცოდვის ჩამდენი ახლო მეგობარი, ნათესავი ან ოჯახის წევრია? ბიბლიაში ნათქვამია: „ერთგული კაცი სიმართლეს ლაპარაკობს“ (იგავ. 12:17; 21:28). ასე რომ, ვალდებული ხართ, უხუცესებს სრული სიმართლე უთხრათ, არაფერი დაუმალოთ და არც ფაქტები დაამახინჯოთ. მათ აქვთ სიმართლის ცოდნის უფლება, რათა საუკეთესოდ დაეხმარონ შემცოდველს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში (იაკ. 5:14, 15).
19. რა იქნება მომდევნო სტატიის თემა?
19 ფსალმუნმომღერალი დავითი იეჰოვას ლოცვაში ეუბნებოდა: „შენ გსიამოვნებს ჭეშმარიტების დანახვა ადამიანის გულში“ (ფსალმ. 51:6). დავითმა იცოდა, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას იმ შემთხვევაში ლაპარაკობს, თუ ის გულში აქვს. ქრისტიანებმა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უნდა გაითვალისწინონ პრინციპი: „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს“. ქადაგების დროს ჭეშმარიტების სწავლება კიდევ ერთი მხარეა, რითაც ვაჩვენებთ, რომ ღვთის მსახურები განვსხვავდებით სხვებისგან. მომდევნო სტატიის თემა სწორედ ეს იქნება.
^ აბზ. 15 იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავი 15 „რა გავაკეთო, თანატოლების გავლენაში რომ არ მოვექცე?“ და თავი 16 „როდემდე დავმალო ჩემი საქციელი?“.