სასწავლო სტატია 41
შეინარჩუნეთ ერთგულება „დიდი გასაჭირის“ დროს
„გიყვარდეთ იეჰოვა, ვინც მისი ერთგულნი ხართ. იეჰოვა იცავს ერთგულებს“ (ფსალმ. 31:23).
სიმღერა 129 ბოლომდე მოვითმენთ
მოკლე შინაარსი *
1, 2. ა) რას გამოაცხადებენ ერები მალე? ბ) რა კითხვებზე უნდა ვიცოდეთ პასუხი?
წარმოიდგინეთ დღე, როდესაც ერები ნაწინასწარმეტყველებ „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ გამოაცხადებენ. პოლიტიკური ლიდერები, ალბათ, დაიკვეხნიან, რომ მსოფლიო ასეთი უსაფრთხო არასდროს ყოფილა. ისინი შეეცდებიან დაგვაჯერონ, რომ მთელ მსოფლიოში აკონტროლებენ სიტუაციას. სინამდვილეში კი სრულიად უსუსურები აღმოჩნდებიან იმ მოვლენების წინაშე, რომლებიც მალე განვითარდება. რა იქნება ამის მიზეზი? ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება . . . და თავს ვერ დააღწევენ“ (1 თეს. 5:3).
2 რა მოხდება „დიდი გასაჭირის“ პერიოდში? რის გაკეთებას მოელის იეჰოვა ჩვენგან ამ დროს? და როგორ მოვემზადოთ დღესვე, რომ ერთგულება შევინარჩუნოთ? ეს სტატია სწორედ ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს (მათ. 24:21).
რა მოხდება „დიდი გასაჭირის“ პერიოდში?
3. გამოცხადების 17:5, 15—18-ის თანახმად, როგორ გაანადგურებს ღმერთი დიდ ბაბილონს?
3 წაიკითხეთ გამოცხადების 17:5, 15—18. „დიდი ბაბილონი“ განადგურდება! როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერები წინ ვერ აღუდგებიან ნაწინასწარმეტყველები მოვლენების განვითარებას, რადგან ღმერთი „მათ გულებში . . . [ჩაუდებს], რომ განახორციელონ მისი აზრი“, ანუ გაანადგურონ ცრუ რელიგია, მათ შორის ქრისტიანული სამყარო. * ღმერთი თავის აზრს ჩაუდებს გულში „ალისფერი მხეცის“ „ათ რქას“. „ათი რქა“ ყველა პოლიტიკურ ძალას განასახიერებს, რომელიც ზურგს უმაგრებს მხეცს — გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გამოცხ. 17:3, 11—13; 18:8). პოლიტიკური ძალების ცრუ რელიგიაზე თავდასხმა დიდი „გასაჭირის დაწყების“ ნიშანი იქნება. ეს მართლაც მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდება მთელი მსოფლიოსთვის.
4. ა) რით შეიძლება გაამართლონ ერებმა ცრუ რელიგიაზე თავდასხმა? ბ) სავარაუდოდ, როგორ მოიქცევა ხალხი?
4 ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რით გაამართლებენ ერები დიდ ბაბილონზე თავდასხმას. მათ შეიძლება სხვადასხვა მიზეზი მოიყვანონ, მაგალითად თქვან, რომ რელიგიები ხელს უშლიან მშვიდობის მიღწევაში, გამუდმებით ერევიან პოლიტიკაში ან დიდძალ ქონებას ფლობენ (გამოცხ. 18:3, 7). ამიტომ გონივრული იქნება დავასკვნათ, რომ დიდ ბაბილონზე განაჩენის აღსრულების დროს რელიგიური ორგანიზაციები განადგურდებიან და არა მათი მიმდევრები. დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს, ხალხი რელიგიური წინამძღოლებისგან გაწბილებული დარჩება და მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას შეეცდება.
5. რას დაგვპირდა იეჰოვა დიდ გასაჭირთან დაკავშირებით და რატომ?
5 ბიბლია არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გაგრძელდება დიდი ბაბილონის განადგურება, თუმცა ამბობს, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გასტანს (გამოცხ. 18:10, 21). იეჰოვა დაგვპირდა, რომ თავისი რჩეულებისა და ჭეშმარიტი რელიგიის გადასარჩენად დიდი გასაჭირის პერიოდს შეამოკლებდა (მარ. 13:19, 20). მაგრამ რის გაკეთებას მოელის იეჰოვა ჩვენგან ამ დროს?
მხარი დაუჭირეთ წმინდა თაყვანისმცემლობას
6. რატომ არ არის საკმარისი ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტა?
6 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იეჰოვა მოელის, რომ მისი თაყვანისმცემლები გამოეყოფიან დიდ ბაბილონს. თუმცა ამაში ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტაზე
მეტი იგულისხმება. ჩვენ მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ მხარი დავუჭიროთ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. განვიხილოთ ორი მხარე, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.7. ა) როგორ უნდა დავიცვათ მტკიცედ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები? ბ) ებრაელების 10:24, 25-ის თანახმად, რატომ არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ერთად შეკრება?
7 პირველი, მტკიცედ უნდა დავიცვათ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები. ღვთის მსახურებმა არასდროს უნდა გავიზიაროთ ზნეობაზე ქვეყნიერების შეხედულება. ჩვენთვის მიუღებელია ყველანაირი სექსუალური უზნეობა, მათ შორის ერთსქესიანთა ქორწინება ან ჰომოსექსუალური ცხოვრების წესი (მათ. 19:4, 5; რომ. 1:26, 27). მეორე, უნდა განვაგრძოთ თანაქრისტიანებთან ერთად თაყვანისცემა. ჩვენ თაყვანსაცემად ვიკრიბებით ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვეძლევა, მაგალითად სამეფო დარბაზებში, სახლებში და ზოგჯერ ფარულადაც კი. ღვთის ხალხს ვერაფერი გვათქმევინებს უარს თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრებაზე, განსაკუთრებით ახლა, „რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25).
8. სავარაუდოდ, როგორ შეიცვლება მომავალში ჩვენი ცნობა?
8 დიდი გასაჭირის დროს, სავარაუდოდ, ხალხს განსხვავებულ ცნობას გადავცემთ. დღეს სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ და მოწაფეებს ვამზადებთ. თუმცა დიდი გასაჭირის პერიოდში შეიძლება ჩვენი ცნობა მწარე მოსასმენი იყოს, რადგან ბიბლია მას ძლიერ სეტყვას ადარებს (გამოცხ. 16:21). როგორც ჩანს, ხალხს გავაფრთხილებთ, რომ სატანის ქვეყნიერება აღსასრულს უახლოვდება. დროთა განმავლობაში უფრო ნათელი გახდება, რა ცნობას გადავცემთ ხალხს და როგორ გავაკეთებთ ამას. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, ახალ მეთოდებს მივმართავთ თუ ისევ იმ მეთოდებით გავაგრძელებთ ქადაგებას, რომლებსაც ას წელზე მეტია ვიყენებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი პატივი იქნება იეჰოვას განაჩენის გაბედულად გაცხადება (ეზეკ. 2:3—5).
9. რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ერებს ჩვენს ცნობაზე, მაგრამ რაში ვართ დარწმუნებული?
9 როგორც ჩანს, განაჩენის შესახებ ცნობა გააღიზიანებს ერებს, ამიტომ იეჰოვას ხალხის ერთხელ და სამუდამოდ დადუმებას შეეცდებიან. მაშინაც არანაკლებ დაგვჭირდება მსახურების დროს ღვთის მხარდაჭერის იმედი. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ძალას მოგვცემს, ბოლომდე შევასრულოთ მისი ნება (მიქ. 3:8).
მზადყოფნით შეხვდით ღვთის ხალხზე თავდასხმას
10. ლუკას 21:25—28-დან გამომდინარე, რა რეაქცია ექნება ხალხს დიდი გასაჭირის დროს განვითარებულ მოვლენებზე?
10 წაიკითხეთ ლუკას 21:25—28. დიდი გასაჭირის დროს ხალხს თავზარს დასცემს იმის დანახვა, თუ როგორ ჩამოიშლება პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა სისტემები, რომლებზეც იმედს ამყარებდნენ. ისინი გააცნობიერებენ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შავბნელი პერიოდი დადგა, და გაიტანჯებიან იმაზე ფიქრით, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება მათი სიცოცხლე შეიწიროს (სოფ. 1:14, 15). ალბათ ეს იეჰოვას ხალხისთვისაც საკმაოდ რთული პერიოდი იქნება. ცხადია, ჩვენ არც მაშინ ვიქნებით ქვეყნიერების ნაწილი, ამიტომ შეიძლება არაერთ პრობლემას შევხვდეთ და საარსებო საშუალებების გარეშეც კი დავრჩეთ.
11. ა) რატომ მოექცევიან იეჰოვას მოწმეები ერების ყურადღების ცენტრში? ბ) რატომ არ უნდა გვეშინოდეს დიდი გასაჭირის?
11 მას შემდეგ, რაც მათი რელიგიები განადგურდება, ხალხი შეიძლება განარისხოს იმ ფაქტმა, რომ იეჰოვას მოწმეები კვლავაც განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას. წარმოიდგინეთ, რამხელა აჟიოტაჟი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს სოციალურ მედიაში, ტელევიზიასა * იეჰოვას ხალხზე მიიტანენ იერიშს (ეზეკ. 38:2, 14—16). შეიძლება გაურკვევლობის გრძნობა დაგვეუფლოს, რადგან ზედმიწევნით არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები დიდი გასაჭირის დროს. თუმცა შიშის მიზეზი არ გვაქვს, რადგან გვჯერა, რომ ღმერთი გადარჩენისთვის საჭირო მითითებებს მოგვცემს (ფსალმ. 34:19). იეჰოვას მსახურები გავიმართებით და თავებს ავწევთ, რადგან დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ჩვენი ხსნა ახლოვდება. *
თუ რადიოში. ერები და მათი მმართველი სატანა უფრო მეტად შეგვიძულებენ იმის გამო, რომ მხოლოდ ჩვენი რელიგია იარსებებს. მსოფლიო ლიდერებს განარისხებს ის ფაქტი, რომ ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს და სრულად ვერ აღგავეს რელიგიები მიწის პირისგან. ჩვენ მათი ყურადღების ცენტრში მოვექცევით, რის შემდეგაც ერები, იგივე „გოგი მაგოგის მიწიდან“,12. როგორ გვამზადებს „ერთგული და გონიერი მონა“ დიდი გასაჭირისთვის?
12 „ერთგული და გონიერი მონა“ დღესვე გვამზადებს დიდი გასაჭირისთვის, რათა ერთგულება შევინარჩუნოთ (მათ. 24:45). ის ამისთვის არაერთ საშუალებას იყენებს. მაგრამ ამჯერად 2016—2018 წლებში გამართული კონგრესების მთავარ თემებზე ვიმსჯელოთ. გასული წლების კონგრესებზე იმ თვისებების განვითარებისკენ წაგვახალისეს, რომლებიც იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად დაგვჭირდება. მოდი მოკლედ ვისაუბროთ ამ თვისებებზე.
განივითარეთ ერთგულება, მოთმინება და გაბედულება
13. როგორ შეგვიძლია ერთგულების განვითარება და რატომ არის ამის გაკეთება დღესვე აუცილებელი?
13 ერთგულება: 2016 წლის რეგიონულმა კონგრესმა „ბოლომდე უერთგულეთ იეჰოვას!“ დაგვანახვა, რომ ერთგულების შენარჩუნებისთვის იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაა საჭირო. აგრეთვე შეგვახსენა, რომ ღმერთთან დაახლოებაში მთელი გულით ლოცვა და ბიბლიის საფუძვლიანი კვლევა გვეხმარება. ეს ძალას გვმატებს, რომ ერთი შეხედვით დაუძლეველი დაბრკოლებები გადავლახოთ. რაც მეტად უახლოვდება სატანის ქვეყნიერება თავის აღსასრულს, მით მეტად მოველით, რომ ღვთისა და მისი სამეფოსადმი ჩვენი ერთგულება განსაკუთრებული სახით გამოიცდება. როგორც ჩანს, იეჰოვას ხალხი მაშინაც იქნება დაცინვის ობიექტი იმის გამო, რომ ნეიტრალურ პოზიციას ვინარჩუნებთ და არაფერში ვუბამთ მხარს სატანის ქვეყნიერებას (2 პეტ. 3:3, 4). ამიტომ დღესვე უნდა განვივითაროთ ერთგულება, რომ დიდი გასაჭირის დროსაც შევძლოთ ამ თვისების გამოვლენა.
14. ა) რა ცვლილება მოხდება ხელმძღვანელობის საკითხში? ბ) რატომ გვჭირდება ამ დროს ერთგულების შენარჩუნება?
14 დიდი გასაჭირის რაღაც ეტაპზე დედამიწაზე დარჩენილი ცხებული ქრისტიანები ზეცაში შეიკრიბებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ არმაგედონის ომში (მათ. 24:31; გამოცხ. 2:26, 27). ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობის საკითხში გარკვეული ცვლილება მოხდება. მართალია, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები დედამიწაზე აღარ იქნებიან, მაგრამ უამრავი ხალხი მითითებების გარეშე არ დარჩება. მათ ხელმძღვანელობას მიწიერი იმედის მქონე გამოცდილი ძმები გაუწევენ. იეჰოვასადმი ერთგულებას გამოვავლენთ, თუ მხარს დავუჭერთ ამ ძმებს და გავაცნობიერებთ, რომ მათი ხელმძღვანელობა ღვთისგან მომდინარეობს. ჩვენი გადარჩენა სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული!
15. როგორ განვივითაროთ მოთმინება და რატომ არის ამის გაკეთება დღესვე მნიშვნელოვანი?
15 მოთმინება: 2017 წლის რეგიონულმა კონგრესმა „ბოლომდე მოითმინეთ!“ განსაცდელების ასატანად მოგვამზადა. აგრეთვე დაგვანახვა, რომ ჩვენი მოთმინება გარემო პირობებზე კი არა, იეჰოვასადმი მინდობაზეა დამოკიდებული (რომ. 12:12). მოდი ყოველთვის გვახსოვდეს იესოს დაპირება: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათ. 24:13). ასე რომ, არაფერს უნდა დავრთოთ ნება, იეჰოვასადმი ერთგულება დაგვათმობინოს. თუ განსაცდელების დროს დღესვე გამოვავლენთ მოთმინებას, რწმენა განგვიმტკიცდება, რაც დიდი გასაჭირის დროს ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
16. რაზეა დამოკიდებული ჩვენი გაბედულება და როგორ შეგვიძლია დღესვე განვივითაროთ ეს თვისება?
16 გაბედულება: 2018 წლის რეგიონულმა კონგრესმა „იყავით გაბედულები!“ შეგვახსენა, რომ გაბედულება ჩვენს შესაძლებლობებზე არ არის დამოკიდებული. მოთმინების მსგავსად, გაბედულების გამოვლენაში იეჰოვაზე მინდობა გვეხმარება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად მივენდოთ ღმერთს? ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია და ვიფიქროთ, როგორ იხსნიდა იეჰოვა ძველ დროში თავის მსახურებს (ფსალმ. 68:20; 2 პეტ. 2:9). როცა დიდი გასაჭირის დროს ერები ჩვენ წინააღმდეგ გაილაშქრებენ, გაბედულება და იეჰოვაზე მინდობა ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს (ფსალმ. 112:7, 8; ებრ. 13:6). თუ დღესვე მივენდობით იეჰოვას, გოგის თავდასხმასაც გაბედულად შევხვდებით. *
მოუთმენლად დაელოდეთ თქვენს ხსნას
17. რატომ არ უნდა გვეშინოდეს არმაგედონის? (იხილეთ სურათი გარეკანზე)
17 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, უმეტესობას ბოლო დღეებში მოგვიწია ცხოვრება, ამიტომ შესაძლებლობა გვაქვს, საკუთარი თვალით ვიხილოთ დიდი გასაჭირის დადგომა და გადავურჩეთ მას. არმაგედონის ომი საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ ქვეყნიერებას, თუმცა ჩვენ შიშის მიზეზი არ გვაქვს, რადგან ეს ღვთის ბრძოლაა (იგავ. 1:33; ეზეკ. 38:18—20; ზაქ. 14:3). იეჰოვას ბრძანებისამებრ იესო ზეციერ ლაშქარს წაუძღვება, რომელშიც მკვდრეთით აღდგენილი ცხებულები და უთვალავი ანგელოზი შედიან. ისინი ერთად იბრძოლებენ, სატანის, დემონებისა და დედამიწაზე არსებული მათი ჯარების წინააღმდეგ (დან. 12:1; გამოცხ. 6:2; 17:14).
18. ა) რას გვპირდება იეჰოვა? ბ) როგორ გვეხმარება გამოცხადების 7:9, 13—17 მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ?
18 იეჰოვა გვპირდება: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ეს. 54:17). ღვთის ერთგული „უამრავი ხალხი“ გადაურჩება დიდ გასაჭირს და კვლავაც შეუსრულებს იეჰოვას წმინდა მსახურებას! (წაიკითხეთ გამოცხადების 7:9, 13—17). ბიბლია არაერთ მიზეზს გვაძლევს, რომ მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ! ეჭვი არ გვეპარება, რომ „იეჰოვა იცავს ერთგულებს“ (ფსალმ. 31:23). ყველა, ვისაც უყვარს იეჰოვა და განადიდებს მას, საკუთარი თვალით იხილავს, როგორ გაამართლებს ის თავის წმინდა სახელს (ეზეკ. 38:23).
19. რა გველის ახლო მომავალში?
19 დაფიქრდით, როგორი თვისებები იქნებოდა ჩამოთვლილი 2 ტიმოთეს 3:2—5-ში, ეს მონაკვეთი სატანის გავლენისგან გათავისუფლებულ ახალი ქვეყნიერების საზოგადოებას რომ ეხებოდეს (იხილეთ ჩარჩო „როგორ თვისებებს გამოავლენენ ადამიანები მომავალში“). ძმა ჯორჯ განგასმა, * რომელიც ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, ასეთი სიტყვები თქვა: „რა შესანიშნავი იქნება დედამიწაზე ცხოვრება, სადაც ყველანი ერთმანეთის დები და ძმები იქნებიან! მალე მოგეცემათ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესაძლებლობა. იეჰოვასთან ერთად თქვენი სიცოცხლე უსასრულოდ გასტანს. ჩვენ ყველანი მარადიულად ვიცოცხლებთ“. მართლაც, წინ შესანიშნავი მომავალი გველის!
სიმღერა 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!
^ აბზ. 5 ვიცით, რომ სულ მალე კაცობრიობას „დიდი გასაჭირი“ დაატყდება. როგორ აისახება ეს იეჰოვას მსახურებზე? რის გაკეთებას მოელის ღმერთი ჩვენგან ამ დროს? რომელი თვისებები უნდა განვივითაროთ დღესვე, რომ ერთგულება შევინარჩუნოთ? ამ კითხვებზე წინამდებარე სტატია გაგვცემს პასუხს.
^ აბზ. 3 განმარტება: ქრისტიანული სამყარო იმ რელიგიებისგან შედგება, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებენ, თუმცა ხალხს იეჰოვას თაყვანისცემისკენ არ მოუწოდებენ.
^ აბზ. 11 განმარტება: ტერმინი გოგი მაგოგის მიწიდან (შემოკლებით გოგი) მიუთითებს ერთა კოალიციაზე, რომელიც დიდი გასაჭირის დროს წმინდა თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრებს.
^ აბზ. 11 დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ რა მოვლენები განვითარდება არმაგედონის წინა პერიოდში, იხილეთ წიგნი „ღვთის სამეფო მმართველობს!“, თავი 21. დეტალური ინფორმაციისთვის, თუ როგორ მიიტანს გოგი იერიშს ღვთის ხალხზე და როგორ დაიცავს მათ იეჰოვა, იხილეთ 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 3—8; აგრეთვე 2015 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14—19.
^ აბზ. 16 2019 წლის რეგიონული კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ გვარწმუნებს, რომ მოსიყვარულე ღმერთის მფარველობის ქვეშ თავს დაცულად ვიგრძნობთ (1 კორ. 13:8).
^ აბზ. 19 იხილეთ 1994 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „მისი საქმეები თან მიჰყვება მას“ [ინგლ.].