რას ფიქრობთ?
შეუძლია ბიბლიას ღმერთთან ახლო და თბილი ურთიერთობის განვითარებაში დაგეხმაროთ?
ზოგის აზრით . . .
ცოდვილი ადამიანებისთვის ღმერთთან დაახლოება შეუძლებელია. ზოგის აზრით კი, ღმერთს საერთოდ არ ვაინტერესებთ. თქვენ რას ფიქრობთ?
რას ასწავლის ბიბლია?
„მართლებთან ახლოს არის ღმერთი“ (იგავები 3:32). თუ ღმერთს ვემორჩილებით, ის დაგვიახლოვდება.
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
ღმერთს სურს, რომ დაგვიმეგობრდეს (იაკობი 4:8).
როგორც საუკეთესო მეგობარი, ღმერთი მზადაა, დაგვეხმაროს და გვაპატიოს (ფსალმუნი 86:5).
ღვთის მეგობრებს უყვართ ის, რაც მას უყვარს და სძულთ ის, რაც მას სძულს (რომაელები 12:9).