რა ჰქვია ღმერთს?
როცა ვინმეს გაცნობა გინდათ, თავიდან ეკითხებით: რა გქვიათ? ეს კითხვა რომ ღმერთისთვის დაგესვათ, როგორ გიპასუხებდათ?
„მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8).
პირველად ხომ არ გესმით ეს სახელი? სავსებით შესაძლებელია, რადგან ბიბლიის ბევრ თარგმანში ღვთის სახელი იშვიათად ან საერთოდ არ არის გამოყენებული. ხშირად ის ჩანაცვლებულია სიტყვით „უფალი“. სინამდვილეში კი ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება ბიბლიის დედნისეულ ხელნაწერებში. ეს სახელი ოთხი ებრაული თანხმოვნით იწერება, რომელიც ქართულად გადმოდის, როგორც ᲲᲰᲕᲰ. ეს სახელი ქართულ ენაზე ითარგმნება, როგორც „იეჰოვა“.
ღვთის სახელი არაერთგან გვხვდება ებრაულ ხელნაწერებსა და ბიბლიის ბევრ თარგმანში
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡ ᲪᲝᲓᲜᲐ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ?
ამ სახელს თავად ღვთისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ღმერთისთვის არავის დაურქმევია სახელი; მან თავად აირჩია ის. იეჰოვა აცხადებს: „ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ამ სახელით უნდა ვიხსენიებოდე თაობიდან თაობაში“ (გამოსვლა 3:15). ბიბლიაში ღვთის სახელი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მისი ტიტულები, მაგალითად „ყოვლისშემძლე“, „მამა“, „უფალი“, „ღმერთი“, ან ისეთი სახელები, როგორიცაა აბრაამი, მოსე, დავითი და იესო. მეტიც, იეჰოვას ნებაა, რომ მისი სახელი ცნობილი გახდეს. მის სიტყვაში ვკითხულობთ: „იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).
ამ სახელს იესოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა იესომ თავის მიმდევრებს „მამაო ჩვენოს“ სახელით ცნობილი ლოცვა ასწავლა, უთხრა, რომ ასეთი თხოვნით მიემართათ ღვთისთვის: „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). იესო თავადაც სთხოვდა ლოცვაში ღმერთს: „მამა, განადიდე შენი სახელი!“ (იოანე 12:28). იესოსთვის უმთავრესი ღვთის სახელის განდიდება იყო, ამიტომაც წარმოთქვა ლოცვის დროს ასეთი სიტყვები: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“ (იოანე 17:26).
ამ სახელს ღვთის მსახურებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ძველად ღვთის ხალხს კარგად ესმოდა, რომ მათი ხსნა და დაცვა პირდაპირ კავშირში იყო ღვთის სახელთან. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მართალი იგავები 18:10). „ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის მსახურები სხვებისგან სწორედ იმით გამოირჩევიან, რომ ღვთის სახელით იწოდებიან. „ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელით ვივლით მარადჟამს“ (მიქა 4:5; საქმეები 15:14).
მას აფარებს თავს და დაცულია“ (ᲠᲐᲡ ᲒᲕᲘᲛᲟᲦᲐᲕᲜᲔᲑᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ?
ეს სახელი სრული სისავსით გვიმჟღავნებს, ვინ არის ღმერთი. ბევრი სწავლულის აზრით, სახელი „იეჰოვა“ ნიშნავს „აქცევინებს“. იეჰოვა ღმერთმა თავად მოჰფინა ნათელი თავისი სახელის მნიშვნელობას, როცა საკუთარი თავი ასე გააცნო მოსეს: „მე ვიქცევი იმად, რადაც მოვისურვებ“ (გამოსვლა 3:14). ღვთის სახელი უფრო მეტს მოიაზრებს, ვიდრე იმას, რომ ის არის ყოველივეს შემოქმედი. მისი სახელი იმასაც გამოხატავს, რომ ღმერთს შეუძლია საკუთარი თავი ან თავისი ქმნილებები იმად აქციოს, რადაც საჭიროა მისი ნების შესასრულებლად. ღვთის ტიტულებით მისი მდგომარეობა, ძალაუფლება ან ძალა აღიწერება, მაგრამ ის, თუ ვინ არის ღმერთი და რად შეიძლება იქცეს, მხოლოდ მისი საკუთარი სახელითაა სრულად გამოხატული.
ეს სახელი იმაზე მოწმობს, რომ ღმერთი დაინტერესებულია ჩვენით. ღვთის სახელი გვიმჟღავნებს, რომ ის თავისი ქმნილებების, მათ შორის ჩვენი ერთგულია. მეტიც, მას სურს, გავეცნოთ, რადგან გაგვიმჟღავნა თავისი სახელი. პირველად ხომ სწორედ მან გაგვაცნო თავი! აშკარაა, ღმერთს არ სურს, ვიფიქროთ, რომ ის იდუმალებით მოცული პიროვნებაა, რომელსაც ჩვენგან თავი შორს უჭირავს; მას უნდა, რომ ის ჩვენთვის რეალური პიროვნება იყოს, რომელსაც დავუახლოვდებით (ფსალმუნი 73:28).
როცა ღმერთს სახელით მოვიხსენიებთ, ცხადვყოფთ, რომ ის ჩვენთვის ძვირფასია. დავუშვათ, ვინმესთან დამეგობრება გსურს და სთხოვ, რომ სახელით მოგმართოს. როგორ იგრძნობ თავს, თუ არასდროს მოგმართავს სახელით? ალბათ, ეჭვი გაგიჩნდება, საერთოდ უნდა კი ამ ადამიანს შენთან დამეგობრება. იმავეს თქმა შეიძლება ღმერთზეც. მან გვამცნო თავისი სახელი და მოგვიწოდა, რომ მოვიხსენიოთ ამ სახელით. თუ ასე ვიქცევით, ვაჩვენებთ, რომ გვსურს მასთან დაახლოება. ღმერთი მათაც კი ამჩნევს, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“! (მალაქია 3:16).
როგორც დავინახეთ, ღმერთი რომ გავიცნოთ, თავდაპირველად უნდა გავიგოთ მისი სახელი. თუმცა მხოლოდ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ იმითაც უნდა დავინტერესდეთ, როგორი პიროვნებაა ის და რა თვისებები აქვს.
ᲠᲐ ᲰᲥᲕᲘᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ? ღმერთს იეჰოვა ჰქვია. ეს სახელი გვიმჟღავნებს, რომ ღმერთი პიროვნებაა, რომელიც თავის განზრახვებს ახორციელებს