რა არის ღვთის სამეფო?
ღვთის სამეფოს მოსვლაზე ბევრი ლოცულობს. დაფიქრებულხართ ოდესმე, რა არის ღვთის სამეფო და რას გააკეთებს?
ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲡᲐᲖᲠᲘᲡᲘ:
რა არის ღვთის სამეფო?
ეს არის ზეციერი ხელისუფლება, რომლის სათავეშიც იესო ქრისტე დგას (ესაია 9:6, 7; მათე 5:3; ლუკა 1:31—33).
რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
ის ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწაზე უსასრულო მშვიდობას მოიტანს (დანიელი 2:44; მათე 6:10).
რას ნიშნავს, უპირველესად ვეძებოთ ღვთის სამეფო?
ეს ნიშნავს, მხარი დავუჭიროთ ღვთის სამეფოს იმაში დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი სწორედ მისი მეშვეობით შეასრულებს თავის ნებას დედამიწაზე (მათე 6:33; 13:44).