ვიცხოვრებთ ოდესმე უკეთეს მსოფლიოში?
„მსოფლიოში სრული ქაოსია!“, — აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა. თქვენც იზიარებთ ამ აზრს?
ინფორმაცია, რომელსაც ახალ ამბებში ვისმენთ:
დაავადებები და პანდემიები
სტიქიური უბედურებები
სიღარიბე და შიმშილი
გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა
დამნაშავეობა, ძალადობა და კორუფცია
ომები
ყველას გვსურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც . . .
სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება
თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვიგრძნობთ
უხვად გვექნება საკვები
ეკოლოგიურად სუფთა გარემო იქნება
სამართლიანობა აღდგება
მშვიდობა დაისადგურებს
და მაინც, რას მოიაზრებს უკეთესი მსოფლიო?
რა მომავალი ელის დღევანდელ მსოფლიოს?
რა უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთეს მსოფლიოში ვიცხოვროთ?
„საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილული იქნება, როგორ პასუხობს ბიბლია ამ და მსგავს კითხვებს.