რას ასწავლის ბიბლია?
რა არის ღვთის სამეფო?
ზოგს ჰგონია, რომ ღვთის სამეფო ადამიანთა გულშია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ის ზეცაშია. თქვენ რას ფიქრობთ?
ბიბლია ამბობს:
„ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა . . . ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა [მიწიერ] სამეფოს“ (დანიელი 2:44). აქედან გამომდინარე, ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა.
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
ღვთის სამეფო ზეციდან მმართველობს (მათე 10:7; ლუკა 10:9).
ღმერთი სწორედ ამ სამეფოს მეშვეობით ასრულებს თავის ნებას როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (მათე 6:10).
როდის დაიწყებს ღვთის სამეფო მმართველობას დედამიწაზე?
თქვენ რას ფიქრობთ?
არავინ იცის
მალე
არასოდეს
ბიბლია ამბობს:
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). მას შემდეგ, რაც სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოს ექადაგება, ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას და განავრცობს თავის მმართველობას დედამიწაზე.
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
ადამიანთაგან ზუსტად არავინ იცის, როდის განივრცობა დედამიწაზე ღვთის სამეფოს ძალაუფლება (მათე 24:36).
ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ღვთის სამეფო დედამიწაზე მალე დაიწყებს მმართველობას (მათე 24:3, 7, 12).