ადამიანის მოტაცება — არსებობს გამოსავალი?
ადამიანის მოტაცება — არსებობს გამოსავალი?
„ადამიანების მოტაცება უკვე ყველასათვის აუტანელი გახდა და ამ ბოროტებას მთელი საზოგადოება უნდა ებრძოდეს“, — განაცხადა ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრმა, როდესაც თავისი რესპუბლიკიდან ამ ბოროტების აღმოფხვრის პირობას იძლეოდა.
მოტაცებათა შეწყვეტა? მიზანი საქებარია, მაგრამ ისმის კითხვა: როგორ?
მიღებული ზომები
მხოლოდ ამ პრობლემასთან საბრძოლველად კოლუმბიის უფლებამოსილ პირებს ჰყავთ 2 000 საიდუმლო აგენტი, 24 პროკურორი და მოტაცების წინააღმდეგ შემუშავებული პროგრამის ზედამხედველიც კი. რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) მრავალრიცხოვან მოტაცებათა წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო სვლაში 100 000-მდე ადამიანი ჩაება. ბრაზილიასა
და კოლუმბიაში გასამხედროებული დაჯგუფებები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და თავად მომტაცებლებს მოსტაცეს ნათესავები. ზოგმა ფილიპინელმა ეგრეთ წოდებულ „გულმოდგინეობის კომიტეტს“ მიმართა — მათ ლინჩის წესით დასაჯეს მომტაცებლები!გვატემალაში მთავრობამ მომტაცებლების სიკვდილით დასჯა შემოიღო; მოტაცებათა ზვირთის შესაჩერებლად პრეზიდენტმა ჯარი აამოქმედა. იტალიის მთავრობამ მკაცრ ზომებს მიმართა. მოტაცებათა აღმოსაფხვრელად მან შემდეგი რამ მოიმოქმედა: გადასახადისგან ნათესავების შესაჩერებლად გამოსასყიდი არალეგალურად გამოაცხადა და მოტაცებულის ოჯახის ფული და ქონება დააკავა. იტალიელი თანამდებობის პირები სიამაყით ამბობენ, რომ ამ ზომების შედეგად ადამიანთა მოტაცების რიცხვი შემცირდა. მაგრამ კრიტიკოსები თვლიან, რომ, თავის მხრივ, ოჯახები პრობლემის საიდუმლოდ გადაწყვეტას ცდილობენ და რომ ეს ამცირებს მოტაცებათა ოფიციალურად ცნობილ რიცხვს. უსაფრთხოების კერძო კონსულტანტების შეფასებით 80-იანი წლების შემდეგ იტალიაში მოტაცებათა რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგდა.
რჩევა ბევრია, გამოსავალი — ცოტა
ბევრი მოტაცებულის ოჯახი მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს — რაც შეიძლება მალე იხსნას განსაცდელისგან საყვარელი ადამიანი. მაგრამ სპეციალისტები გაფრთხილებას იძლევიან, რომ თუ გამოსასყიდი თანხა მაღალია და მალე არის გადახდილი, მომტაცებლებს შეუძლიათ ოჯახი ადვილ სამიზნედ მიიჩნიონ და სხვა დროსაც იგივე გაუკეთონ. ან მსხვერპლის გათავისუფლებამდე შეიძლება მეორე გამოსასყიდი მოითხოვონ.
ზოგ ოჯახს გადაუხდია მაღალი გადასახადი, მაგრამ მოტაცებული ცოცხალი აღარ იყო. ასე რომ, სპეციალისტები ამბობენ, რომ არავინ უნდა გადაიხადოს გამოსასყიდი ან აწარმოოს მოლაპარაკება მანამ, სანამ არ დაუმტკიცებენ, რომ მსხვერპლი ცოცხალია. ასეთი დამამტკიცებელი საბუთი შეიძლება იყოს ისეთი კითხვების დასმა, რომლებზედაც მხოლოდ მსხვერპლს შეეძლო პასუხის გაცემა. ზოგი ოჯახი ითხოვს მოტაცებულის ფოტოს, სადაც მას ხელში ბოლო თარიღის მქონე გაზეთი უჭირავს.
რისი თქმა შეიძლება დახსნაზე? ხშირად ეს დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. „ლათინურ ამერიკაში დახსნის შემთხვევისას მძევალთა სამოცდაცხრამეტ პროცენტს კლავენ“, — ამბობს ამ საკითხში გამოცდილი ბრაიან ჯენკინზი. მაგრამ ზოგჯერ დახსნის მცდელობა წარმატებით გვირგვინდება.
არ არის გასაკვირი, რომ მრავალ ზომას იღებენ მოტაცებათა შესაწყვეტად. მხოლოდ მთავრობა როდი ცდილობს მოტაცებათა აღკვეთას. გაზეთებში ხალხს ასწავლიან, თუ როგორ აარიდონ თავი მოტაცებას, როგორ გადახტნენ მანქანიდან, და როგორ მოატყუონ მომტაცებლები. საბრძოლო ხელოვნების ცენტრები ატარებენ კურსებს, სადაც ასწავლიან, თუ როგორ დაიცვა თავი მოტაცების შემთხვევაში. კომპანიები ყიდიან 15 000 აშშ დოლარის ღირებულების ზემცირე მიკროფონებს, რომლებიც შეიძლება ბავშვების კბილებში იყოს მოთავსებული, რომ მათი მოტაცების შემთხვევაში პოლიციას ბავშვების კვალის მიგნებაში დაეხმაროს. მათთვის, ვისაც ამაზე ხელი მიუწვდება, გარკვეული ავტოფირმები უშვებენ მოტაცების საწინააღმდეგოდ „აღჭურვილ“ ავტომობილებს, რომლებსაც აქვს ცრემლსადენი აირით დატუმბული ბალონები, ამბრაზურები, ტყვიაგაუმტარი მინები, ზეგამძლე საბურავები და სპეციალური ზეთის „საშხეფრები“.
ზოგი შეძლებული ადამიანისთვის პრობლემას მცველი ხსნის. მაგრამ მექსიკაში არსებული მდგომარეობის თაობაზე უსაფრთხოების ექსპერტი ფრანცისკო გომეს ლერმა ამბობს: „მცველები ვერ გიშველიან, რადგან ისინი ყურადღებას იპყრობენ და შესაძლოა, მომტაცებლებთან მორიგებულები იყვნენ“.
ადამიანთა მოტაცების პრობლემა იმდენად რთულია და მისი ფესვები იმდენად ღრმაა, რომ, როგორ ხერხსაც უნდა მიმართოს ადამიანმა, ვერ წყვეტს ამ პრობლემას. მაგრამ თუ არსებობს რამე რეალური გამოსავალი?
გამოსავალი
ამ ჟურნალს არაერთხელ მიუთითებია კაცობრიობის ყველა პრობლემიდან ერთადერთ რეალურ გამოსავალზე. ეს გამოსავალი არის ის, რაზედაც ღვთის ძე, იესო ქრისტე, ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:10).
ცხადია, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მსოფლიო მთავრობა, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ყველანაირ ადამიანს უხელმძღვანელებდა — დიახ,
ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც ლაპარაკობდა იესო. ვინაიდან ადამიანებს არა აქვთ ასეთი მთავრობის დამყარების უნარი, ბრძნული იქნებოდა, გვქონოდა ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, იმედი. მისი სიტყვა, ბიბლია, ამბობს, რომ მას განზრახული ჰქონდა ამის გაკეთება (ფსალმუნი 82:19).წინასწარმეტყველმა დანიელმა ჩაწერა, თუ რა იყო იეჰოვას განზრახვა: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა. . . იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). ბიბლია აღწერს, თუ როგორ აღმოფხვრის ღვთის სამეფო ყველანაირ დამნაშავეობას, ადამიანთა მოტაცების ჩათვლით.
საჭიროა სათანადო განათლება
უეჭველია, დაგვეთანხმებით, რომ მოტაცებათა პრობლემის გადასაჭრელად ადამიანებისთვის ნამდვილ ფასეულობათა ჩაგონებაა საჭირო. დავფიქრდეთ, მაგალითად, რა შედეგი მოჰყვებოდა, ყველა რომ შემდეგ ბიბლიურ გაფრთხილებას მიჰყოლოდა: „თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ“ (ებრაელთა 13:5). „არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა“ (რომაელთა 13:8).
თქვენ გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნით იმის შესახებ, როგორი შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლე, თუ დაფიქრდებით საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში, 230-ზე მეტ ქვეყანაში, ატარებენ. ამ პროგრამამ დადებითად იმოქმედა ბევრზე, რომლებიც წინათ ხარბები ან საშიში ბოროტმოქმედები იყვნენ. ერთმა ყოფილმა მომტაცებელმა თქვა: „დროთა განმავლობაში მივხვდი, ღმერთისთვის რომ მესიამოვნებინა, უნდა მომეშორებინა ძველი პიროვნება და ახალ პიროვნებად შევმოსილიყავი — გავმხდარიყავი მშვიდი და ქრისტე იესოს მიმბაძველი“.
მაგრამ შესანიშნავი საგანმანათლებლო პროგრამაც კი ვერ შეცვლის ყველა ბოროტმოქმედს, შესაძლოა — ვერც უმეტესობას. რა დაემართება მათ, ვინც უარს ამბობს შეცვლაზე?
ბოროტების ჩამდენთა მოშორება
ჯიუტ ბოროტმოქმედებს არ მიეცემათ ღვთის სამეფოში ცხოვრების უფლება. ბიბლია ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი. . . ვერც ხარბნი. . . ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10). „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად. . . ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან“ (იგავნი 2:21, 22).
ძველ დროში მოუნანიებელი მომტაცებელი ღვთის რჯულის თანახმად სიკვდილით უნდა დასჯილიყო (მეორე რჯული 24:7). ხარბ ადამიანებს, მაგალითად მომტაცებლებს, ღვთის სამეფოში ადგილი არ ექნებათ. დღევანდელი ბოროტმოქმედები შეიძლება გაექცნენ გასამართლებას ადამიანთა მხრიდან, მაგრამ ისინი ვერ გაექცევიან ღვთის სასამართლოს. ყველა ბოროტმოქმედი უნდა შეიცვალოს, თუ სურს ცხოვრება იეჰოვას სამართლიანი სამეფოს მმართველობით.
ცხადია, თუ კრიმინალური მოქმედებისთვის ხელშემწყობი მდგომარეობა იარსებებს, დამნაშავეობაც გაგრძელდება. მაგრამ ღვთის სამეფო არ დაუშვებს ამას, რადგან ბიბლია წინასწარმეტყველებს: ‘ის სამეფო შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს’ ყველა იმ ადამიანის ჩათვლით, ვინც ბოროტებას სჩადის. შემდეგ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება ამბობს, რომ ღვთის სამეფო მარადიულად იარსებებს (დანიელი 2:44). წარმოიდგინეთ ეს მომავალი ცვლილებები!
სამართლიანი ახალი ქვეყნიერება
ყურადღება მიაქციეთ სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. ნახეთ, რა ლამაზად აღწერს ის მომავალს: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).
ღვთის სამეფო მთელ პლანეტას გარდაქმნის. ყველა მცხოვრებს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ სრულიად გაიხაროს სიცოცხლით, განავითაროს თავისი ნიჭი დამაკმაყოფილებელი სამუშაოს შესრულებითა და ჯანსაღი დასვენებით. მსოფლიოში ისეთი პირობები იარსებებს, რომ არავის არასოდეს ფიქრადაც კი არ მოუვა თავისი მოყვასის მოტაცება. უსაფრთხოების გრძნობა ყველგან იქნება გამეფებული (მიქა 4:4). ამგვარად, ღვთის სამეფოს წყალობით ადამიანთა მოტაცება აღარ იქნება გლობალური საშიშროება, არამედ ჩაბარდება ისტორიას, რომელსაც არც არავინ გაიხსენებს (ესაია 65:17).
[სურათი 10 გვერდზე]
„არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4).