ხელს უწყობს ყავა ქოლესტერინის შემცველობის ზრდას?
ხელს უწყობს ყავა ქოლესტერინის შემცველობის ზრდას?
ჩვენი კორესპონდენტისგან ბრაზილიაში
მკვლევარები ვაგენინგენის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდები) ამბობენ, რომ გაუფილტრავი ყავა ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობას ზრდის.
ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება სიტყვაზე „გაუფილტრავი“. რატომ? ნიდერლანდების სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენი „გამოკვლევის შედეგები“ გვამცნობს, რომ ყავის მარცვლები შეიცავს კაფესტოლს, ნივთიერებას, რომელიც ქოლესტერინის შემცველობას ზრდის. როდესაც ცხელი წყალი დაფქული ყავის მარცვლებს პირდაპირ ესხმება, კაფესტოლი გამოიყოფა. იგივე ხდება, როდესაც კარგად დაფქული ყავა რამდენჯერმე წამოდუღდება წყალში, მაგალითად თურქული მეთოდით მოდუღებისას, ან ქაღალდის ფილტრის ნაცვლად ლითონის ფილტრის გამოყენებისას, მაგალითად ფრანგული მეთოდით მოდუღებისას. ქაღალდის ფილტრის გამოყენების გარეშე კაფესტოლი სასმელში რჩება.
ერთი ფინჯანი გაუფილტრავი ყავა, რომელიც შეიძლება ოთხ მილიგრამ კაფესტოლს შეიცავდეს, დაახლოებით ერთი პროცენტით ზრდის ქოლესტერინის შემცველობას. „ესპრესოც“ (იტალიური ძლიერი, შავი ყავა) შეიცავს კაფესტოლს, რადგან ქაღალდის ფილტრის გარეშე მზადდება. მაგრამ ქოლესტერინის შემცველობის ზრდაზე ის ნაკლებად მოქმედებს, თუ ყავას პატარა ფინჯნით მიირთმევთ. ცოტა „ესპრესო“ — თავისთავად ცოტა კაფესტოლი; შესაძლოა ფინჯანზე ერთი-ორი მილიგრამი. მაგრამ „გამოკვლევის შედეგები“ გვაფრთხილებს, რომ ყოველდღიურად ხუთი პატარა ფინჯანი „ესპრესოს“ მირთმევა ქოლესტერინის შემცველობას ორგანიზმში ორი პროცენტით ზრდის.
მთავარია ერთი რამ, ქაღალდის ფილტრის გამოყენებით მომზადებულ ყავაში კაფესტოლი არ არის.