სხეულის მორთვა — აუცილებელია კეთილგონიერების გამოვლენა
ბიბლიის თვალსაზრისი
სხეულის მორთვა — აუცილებელია კეთილგონიერების გამოვლენა
„საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გონებას უბნელებს ადამიანს“, — დაწერა ფრანგმა მწერალმა. მართლაც, საკუთარი თავის განდიდების მიზნით ადამიანები საუკუნეების მანძილზე ხშირ შემთხვევაში უგუნურად იქცეოდნენ. მაგალითად, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ქალები იმისათვის, რომ რაც შეიძლება წვრილი წელი ჰქონოდათ, მუცელზე ისე მაგრად იჭერდნენ კორსეტს, რომ ძლივსღა სუნთქავდნენ. ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ მისი წელის ზომა დაახლოებით 32 სანტიმეტრი იყო. ზოგ ქალს იმდენად მაგრად ჰქონდა შემოჭერილი კორსეტი, რომ მათი ნეკნები ღვიძლს აწვებოდა, რაც სიკვდილის მიზეზი ხდებოდა.
საბედნიეროდ მოდის ეს ახირება უკვე წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ საკუთარ გარეგნობაზე დიდი წარმოდგენის გამო დღესაც შეიმჩნევა მსგავსი უცნაურობები, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. მამაკაცები და ქალები ბუნებრივი გარეგნობის შესაცვლელად კვლავ იკეთებენ რთულ და საშიშ ოპერაციებს და სხვადასხვა პროცედურას იტარებენ. მაგალითად, ტატუირებისა და „პირსინგის“ სალონები, რომელთა ხშირი სტუმრებიც ერთ დროს ისეთი წრის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მაინცდამაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდნენ, მოულოდნელად გამოჩნდა სავაჭრო ცენტრებსა და გარეუბნებში. ფაქტობრივად, ბოლო წლებში ტატუირება, როგორც კომერციული საქმიანობა, მე-6 ადგილზე დგას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
არსებობს სხეულის მორთვის კიდევ უფრო უკიდურესი წესები, რომლებიც განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის გავრცელებული. ხშირია სხეულის სხვადასხვა ადგილის — ძუძუსთავების, ცხვირის, ენისა და აგრეთვე სასქესო ორგანოების — გახვრეტა, რაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შედარებით პატარა დაჯგუფებებს სხეულის სხვადასხვა ადგილის ასე ფართოდ გავრცელებული გახვრეტა უკვე აღარ აკვირვებს. ისინი ცდილობენ, უფრო უკიდურეს ზომებს მიმართონ, როგორიცაა სხეულის დადაღვა, დასერვა * და მასზე ორნამენტების ამოკვეთა, რომლებიც კანის შიგნით არის მოთავსებული, რის შედეგადაც სხეულზე ნაოჭები და ძალიან დიდი ნახვრეტები ჩნდება.
ძველი წეს-ჩვეულებები
სხეულის მორთვა ან მისი ფორმის შეცვლა ახალი რამ არ არის. აფრიკის გარკვეულ ადგილებში საუკუნეების მანძილზე არსებობს დასერვის ან ტატუირების ჩვეულება, რომელსაც გარკვეული ოჯახები და ტომები მიჰყვებიან. საინტერესოა, რომ დღეს ბევრგან ასეთ ჩვეულებას უარყოფენ და აღარ მისდევენ.
ტატუირება, სხეულის ადგილების გახვრეტა და დასერვა ლევიანნი 19:28). რადგან ღმერთმა ისრაელი თავის ‘საკუთრებად’ ამოირჩია, დამამცირებელი ცრურელიგიური წეს-ჩვეულებებისგან იცავდა (მეორე რჯული 14:2).
ბიბლიურ დროშიც იყო ცნობილი. ძირითადად ამ ჩვეულებებს წარმართი ერები მიჰყვებოდნენ, რაც დაკავშირებული იყო მათ რელიგიურ რიტუალებთან. რასაკვირველია, იეჰოვა უკრძალავდა თავის ერს, ისრაელს, მიებაძათ ასეთი წარმართებისთვის (ქრისტიანული თავისუფლება
ქრისტიანები არ ექვემდებარებიან მოსეს რჯულს, მაგრამ მასში მოცემულ განსაზღვრულ პრინციპებს ქრისტიანული კრება კვლავაც მიჰყვება (კოლასელთა 2:14). ამგვარად, მათ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, თუ რით მოირთავენ თავს, რაც წესიერების ფარგლებს არ გასცდება (გალატელთა 5:1; 1 ტიმოთე 2:9, 10). მაგრამ ამ თავისუფლებას საზღვარი აქვს (1 პეტრე 2:16).
1-ლი კორინთელთა 6:12-ში პავლემ დაწერა: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“. პავლეს ესმოდა, რომ, თუმცა ის, როგორც ქრისტიანი, თავისუფალი იყო, არ შეეძლო სხვისი აზრის გაუთვალისწინებლად თავისი სურვილისამებრ გაეკეთებინა რამე. მას სხვებისადმი სიყვარული უბიძგებდა ასეთი მოქმედებისკენ (გალატელთა 5:13). „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, — მოგვიწოდებს ის, — არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4). მისი არაეგოისტური თვალსაზრისი საუკეთესო მაგალითია ნებისმიერი ქრისტიანისთვის, რომელსაც სხეულის სხვადასხვანაირად მორთვის სურვილი აქვს.
გასათვალისწინებელი ბიბლიური პრინციპები
ქრისტიანების ერთ-ერთი მოვალეობაა კეთილი ცნობის ქადაგება და სხვებისთვის მისი სწავლება (მათე 28:19, 20; ფილიპელთა 2:15). ქრისტიანს არ უნდა სურდეს, რომ ნებისმიერმა რამემ, მათ შორის საკუთარმა გარეგნობამ, დააბრკოლოს სხვები ამ ცნობის მოსმენაში (2 კორინთელთა 4:2).
რამდენადაც ისეთი სახით სხეულის მორთვა, როგორიცაა პირსინგი ან ტატუირება, გავრცელებულია ზოგ კულტურაში, ქრისტიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას შემდეგი კითხვები: „როგორი რეაგირება ექნებოდათ იმ ტერიტორიაზე, სადაც მე ვცხოვრობ, თუ ამგვარად მოვიკაზმავდი სხეულს? ჩამთვლიდნენ უცნაური დაჯგუფების წევრად? მაშინაც კი, თუ საკუთარი სინდისი ამის ნებას დამრთავდა, რა შთაბეჭდილებას დატოვებდა სხეულის გახვრეტილი ნაწილები და ტატუირებული ადგილები კრების წევრებზე? იფიქრებდნენ, რომ ეს ‘წუთისოფლის სულს’ ირეკლავს? ეჭვი შეეპარებოდათ ჩემს ‘საღ აზროვნებაში’? (1 კორინთელთა 2:12; 10:29—32; ტიტე 2:12).
ამა თუ იმ სახით სხეულის ფორმის შეცვლამ ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას. არასტერილური ნემსებით ტატუირება ფართოდ გავრცელებული დაავადებების, ჰეპატიტისა და აივ-ის გამომწვევია. ზოგჯერ კანის დაავადებებს მასში შეყვანილი საღებავი იწვევს. „პირსინგით“ გამოწვეული ჭრილობების შეხორცებას შეიძლება თვეები დასჭირდეს და ამ ხნის განმავლობაში ადამიანს ტკივილის ატანა მოუწიოს. ამის შედეგად ადამიანს, შესაძლოა, სისხლი მოეწამლოს, სისხლის დენა დაეწყოს, თრომბი დაემართოს, ნერვები დაუზიანდეს და საშიში ინფექციური დაავადებებით დასნეულდეს. გარდა ამისა, ზოგი ოპერაცია ან პროცედურა უფრო რთული გადასატანია. მაგალითად, ტატუირების ამოსაშლელად ლაზერს იყენებენ და ორნამენტის ზომა და ფერი განაპირობებს იმას, თუ რამდენად მტკივნეული და ძვირადღირებული იქნება ეს პროცედურა. „პირსინგის“ შედეგად ადამიანს ნაიარევი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს სხეულზე.
ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს, წავლენ თუ არა ასეთ რისკზე. მაგრამ მათ, ვინც ცდილობს, ღმერთს ასიამოვნოს, შეგნებული აქვთ, რომ ქრისტიანად გახდომა ღვთისადმი მიძღვნას გულისხმობს. ჩვენ საკუთარ სხეულებს ღმერთს ვუძღვნით ცოცხალ მსხვერპლად (რომაელთა 12:1). მაშასადამე, მოწიფული ქრისტიანები მხოლოდ თავიანთ საკუთრებად არ მიიჩნევენ თავიანთ სხეულს, რომელიც სურვილისამებრ შეუძლიათ დააზიანონ ან დაამახინჯონ. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კრების ზედამხედველებად ინიშნებიან, ცნობილნი არიან თავიანთი თავდაჭერილობით, საღი აზროვნებითა და კეთილგონიერებით (1 ტიმოთე 3:2, 3).
ბიბლიის საშუალებით საღი აზროვნების უნარის გამომუშავება და მისი პრაქტიკაში გამოყენება დაეხმარება ქრისტიანებს, თავი აარიდონ წუთისოფელში ფართოდ გავრცელებულ თვითმაზოხისტურ ჩვევებს, რაც ძალიან ‘აუცხოებს ღვთის ცხოვრებისგან’ (ეფესელთა 4:18). ასე რომ, მათ შეუძლიათ თავიანთი კეთილგონივრული მოქმედებით ცნობილი გახდნენ ყველა ადამიანისთვის (ფილიპელთა 4:5, აქ).
[სქოლიო]
^ აბზ. 5 დიდი სხვაობა არსებობს სამედიცინო ან ესთეტიკური სილამაზის მიზნით სხეულის გაჭრასა და უამრავი ახალგაზრდის, განსაკუთრებით მოზარდი გოგონების, მიდრეკილებას — სხეულის დასერვას ან დამახინჯებას — შორის. ეს ხშირად მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი სერიოზულ ემოციურ სტრესს განიცდის ან როდესაც სხვები ცუდად ეპყრობიან, რაც, შესაძლებელია, პროფესიულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდეს.