რატომ განიცდის კაცობრიობა ზნეობის კრიზისს
რატომ განიცდის კაცობრიობა ზნეობის კრიზისს
შარშან ოქტომბერში, ლოხაში (ეკვადორი), ერთმა მწერალმა მადლიერება გამოხატა იეჰოვას მოწმეთა მსახურებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა:
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება, რაც კაცობრიობას აწუხებს, ზნეობის კრიზისია. ეტყობა, ადამიანებმა დაივიწყეს ათი მცნების შესრულების აუცილებლობა და აღარ უსმენენ თავიანთი სინდისის ხმას, ყოველივე ეს კი ხელს უშლის ადამიანთა შორის ურთიერთგაგებას. ყველგან და ყოველდღე ჩვენ ვიგებთ სიძულვილის, ძალადობის, დამნაშავეობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტერორიზმისა და ადამიანის ღირსების უგულებელყოფის შესახებ.
იეჰოვას მოწმეები უთვალთმაქცოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მშვიდობიანად და წყნარად კარდაკარ აკითხავენ თავიანთ მეზობლებს და სთავაზობენ ორ შესანიშნავ ჟურნალს, „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს, რომლებშიც ყველაზე საინტერესო სტატიებია გამოქვეყნებული. „გამოიღვიძეთ!“-ში ძირითადად მოცემულია მეცნიერული და კულტურული ხასიათის აბსოლუტურად ზუსტი და საინტერესო სტატიები. ეს ყველაფერი გასაგები და მიმზიდველი ენით არის გადმოცემული“.
აშკარაა, რომ დღეს კაცობრიობა ზნეობრივ კრიზისს განიცდის, მაგრამ როგორც ამ ჟურნალის მე-4 გვერდზეა (რატომ გამოიცემა „გამოიღვიძეთ!“) ნათქვამი: „ის უფრო ღრმად სწვდება და მიუთითებს დღევანდელი მოვლენების მიღმა არსებულ ნამდვილ მიზეზებზე“. ბროშურა „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ გვამცნობს, რომ ადამიანები იტანჯებიან. უფრო მეტიც, ეს ბროშურა ნათელყოფს, თუ რატომ არსებობს ზნეობის კრიზისი, რომელსაც ასეთი საშინელი შედეგები მოჰყვება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მასშია მოცემული, ის არის, რომ მალე შვების მომტანი ცვლილებები მოხდება.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ 32-გვერდიანი ბროშურის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და გააგზავნით ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.