არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება საგონებელში გაგდებთ

როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება საგონებელში გაგდებთ

როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება საგონებელში გაგდებთ

„თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ურო ჩამარტყეს“ (ჯონი, რომელსაც შეატყობინეს, რომ პროგრესირებადი დაავადება აქვს).

„შემეშინდა“ (ბეთი, რომელმაც გაიგო, თუ რამდენად სერიოზული ავადმყოფობა სჭირს).

იმის გაგება, რომ ქრონიკული და დამაუძლურებელი სენი გჭირთ ან ის, რომ უბედური შემთხვევის შედეგად სამუდამოდ ინვალიდად იქცევით, ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მოვლენას წარმოადგენს. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენი ავადმყოფობის შესახებ ექიმის მყუდრო კაბინეტში გაიგეთ თუ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოგიწიათ მწარე სინამდვილისთვის თვალის გასწორება, ალბათ, არ გსურდათ ამ ამბის დაჯერება. ცხადია, პროგრესირებადი სენის გამო დანაღვლიანებული ხართ და ამ დროს ძლიერი განცდები გეუფლებათ. საეჭვოა, ცხოვრებაში წინასწარ შეემზადებინეთ რამეს იმისთვის, რომ ამ განცდებისთვის თავი გაგერთვათ.

ინფორმაციის მისაღებად, რომელიც შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის, „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტები გაესაუბრნენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით უმკლავდებიან ქრონიკულ დამაუძლურებელ დაავადებას. მათ სთხოვეს, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე ეპასუხათ ასეთ კითხვებზე: რა გრძნობები დაგეუფლათ? რამ გადაგატანინათ კრიზისული მდგომარეობა და რამ დაგიბრუნათ წონასწორობა? რა გააკეთეთ იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრებისთვის კვლავ გაგეწიათ გარკვეული კონტროლი? ამ გამოკითხვების შედეგად პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია და იმ მკვლევარების აღმოჩენები, რომლებიც შეისწავლიან იმას, თუ რა გავლენას ახდენს ხანგრძლივი დაავადება ადამიანზე, წარმოდგენილია მათ დასახმარებლად, ვინც ამჟამად ჯანმრთელობის გაუარესებას განიცდის *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 მაშინ როცა სტატიების ეს სერია ძირითადად დაავადებულებისთვის ან ინვალიდებისთვის არის განკუთვნილი, სტატიების სერია, სახელწოდებით „ქრონიკული დაავადება — როგორ გაუმკლავდეს ოჯახი“ (8 ივნისი, 2000) შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც ძირითადად ავადმყოფების მომვლელებს ეხებოდა.