იყო იეჰოვა მხოლოდ ებრაელთა ღმერთი?
ბიბლიის თვალსაზრისი
იყო იეჰოვა მხოლოდ ებრაელთა ღმერთი?
დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში სახელი იეჰოვა მჭიდროდაა დაკავშირებული იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ორგანიზაციასთან. მაგრამ ეს სახელი ბიბლიის ზოგ იმ თარგმანშიც გვხვდება, რომლებსაც იეჰოვას მოწმეების გარდა სხვა რელიგიის მიმდევრებიც იყენებენ. მართლაც, ტეტრაგრამატონით გადმოცემული სახელი იეჰოვა ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.
ზოგჯერ იეჰოვა ‘ისრაელის ღმერთად’ მოიხსენიება (პირველი ნეშტთა 17:24). ამ გამოთქმამ ზოგი იმაში დაარწმუნა, რომ ის, უბრალოდ, ადგილობრივი საგვარეულო ღვთაება იყო, რომელიც ებრაელებმა ან სხვა კულტურიდან გადმოიღეს, ან თავად გამოიგონეს. „დასაწყისში იეჰოვა ებრაელთა ძალიან აგრესიული ღვთაება იყო. — ამტკიცებს კარენ არმსტრონგი, ავტორი წიგნისა „ღვთის ისტორია“ (A History of God). — მოგვიანებით ისრაელის წინასწარმეტყველებმა. . . დაახლოებით ძვ. წ. VII და VI საუკუნეში ეს ღმერთი ადამიანებისთვის სრულიად მიუწვდომელი და აუწერელი არსების სიმბოლოდ აქციეს“.
რელიგიის რამდენიმე ისტორიკოსმა სცადა, ქანაანურ ან ეგვიპტურ წყაროებში მიეკვლია, თუ საიდან წარმოიშვა სახელი იეჰოვა. სხვების მტკიცებით, ეს „ძველი ტომობრივი სახელია“ და არ მიუთითებს „ახალ აღთქმაში“ აღწერილ ღმერთზე. შეესაბამება ეს სინამდვილეს? რის აღმოჩენა შეგვიძლია ბიბლიის ყურადღებით წაკითხვის შედეგად?
იეჰოვა — მთელი კაცობრიობის ღმერთი
ბიბლია გვამცნობს, რომ იეჰოვას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ისრაელ ერთან. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ის, უბრალოდ, რომაელთა 3:29). ვინ იყო პავლეს მიერ მოხსენიებული ღმერთი? რომაელთა მიმართ მიწერილ იმავე წერილში სახელი იეჰოვა 19- ჯერ გვხვდება. მოციქული, რომელიც ძველი ებრაელი წინასწარმეტყველის, იოველის, სიტყვებს ციტირებს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არა მხოლოდ იუდეველები, არამედ „ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (რომაელთა 10:13; იოველი 3:5).
ებრაელთა ღვთაებად მივიჩნიოთ. ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ ასეთი კითხვა დასვა: „განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია, განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის“ (ისრაელებმა კი არ აირჩიეს იეჰოვა თავის ღმერთად, არამედ თავად იეჰოვამ აირჩია ისინი თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად — მესიისთვის გზის მოსამზადებლად. გარდა ამისა, ამა თუ იმ ტომის ღვთაების ხვედრი მის ხალხზეა დამოკიდებული. როდესაც ტომს მოწინააღმდეგე მხარე ამარცხებს, მისი ღვთაებაც მარცხდება. მაგრამ ამის თქმა არ შეიძლება იეჰოვაზე.
იეჰოვას მიერ აბრაამთან დადებული კავშირის თანახმად, რომელიც ქრისტიანულ ხანამდე საუკუნეებით ადრე ამოქმედდა, ყველა ეროვნების ხალხები იკურთხებოდნენ, რაც ცხადყოფს იმას, რომ იეჰოვა დაინტერესებულია მთელი კაცობრიობით (დაბადება 12:1—3; საქმეები 10:34, 35; 11:18). ისრაელის მეფე დავითმა დაგვანახვა, რომ იეჰოვა ისრაელის მიწაზე უფრო მეტს ფლობდა: „უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი“ (ფსალმუნი 23:1).
მოგვიანებით, დავითის ძე სოლომონმა, რომელმაც იეჰოვას მისი თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ტაძარი მიუძღვნა, ნათელყო, რომ არსებობდა ისეთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ეროვნების თავმდაბალ ადამიანს შეეძლო იეჰოვასთან მიახლოება. მიძღვნის დროს ლოცვის წარმოთქმისას სოლომონმა თქვა: „უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა. . . და ილოცებს ამ სახლში, მოუსმენ ციდან, შენი სამყოფელიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს“ (მესამე მეფეთა 8:41—43).
ისრაელის უარყოფა
ისრაელის იეჰოვასთან ურთიერთობის თაობაზე პროფესორმა კ. ჯ. ლაბესკახნიმ დაწერა: «ისტორიის განმავლობაში ისრაელმა ერმა არაერთხელ გამოსცადა საკუთარ თავზე „ეროვნული“ ღმერთის ძალზე არაეროვნული და თვით ანტიეროვნული განწყობითაც კი მოქმედება». პირველ საუკუნეში, როცა ისრაელმა უარყო მესია, იეჰოვამაც უარყო ეს ერი.
მაგრამ იეჰოვას სახელს არსებობა არ შეუწყვიტავს; ის ქრისტიანებს შორის გამოიყენებოდა. როდესაც ქრისტიანული კრება გაიზარდა, მისი წევრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები გახდნენ. ებრაელმა მოწაფე იაკობმა, რომელიც იერუსალიმში ქრისტიანულ თავყრილობას ხელმძღვანელობდა, ღვთის შესახებ თქვა, რომ მან ‘წარმართებს [არაებრაელებს] მოხედა, რომ მათგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის’. იმის დასამტკიცებლად, რომ ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, იაკობი შემდეგ ამოსის წიგნიდან, სადაც იეჰოვას სახელია ჩაწერილი, მოცემულ წინასწარმეტყველებას ციტირებდა (საქმეები 15:2, 12—14. ამოსი 9:11, 12).
ის ზრუნავს და კურთხევებს არ იშურებს ყველასთვის
პავლემ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ იეჰოვა მთელი კაცობრიობის ღმერთია, დაწერა: „არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს“ (რომაელთა 10:12). დიახ, ყველა მორჩილ ადამიანს შეუძლია იეჰოვას კურთხევების მიღება.
იეჰოვა ყველა თავის ერთგულ და მორჩილ ადამიანს, რომელთაც შვილებად მიიჩნევს მათი ეროვნებისა და რასის მიუხედავად, დიდებულ მომავალს ჰპირდება. მის სიტყვაში ასეთი ადამიანები აღწერილი არიან, როგორც „ყოველი ერიდან სასურველნი“ (ანგია 2:7, აქ). ეს ხალხი ეცნობა და იყვარებს იეჰოვას. ბიბლიის ბოლო წიგნში მათ შესახებ ნათქვამია: „ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩინდნენ შენი სამართალნი“ (გამოცხადება 15:4).
[სურათი 28 გვერდზე]
მოსეს ათი მცნება უჭირავს ხელში.