მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
მტკიცებები ქმნილებათა სასარგებლოდ. მრავალი წლის მანძილზე მეცნიერებთან მუშაობისას, ყოველთვის მაღიზიანებდა მათი მტკიცებები იმის შესახებ, რომ ყველაფერი ძალზე მარტივად იყო შექმნილი. სტატიების სერია „შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი სამყარო“ (8 სექტემბერი, 2000) სრულყოფილი პასუხია ასეთ მტკიცებებზე. მხოლოდ რამდენიმე გვერდზე თქვენ წარმოადგინეთ დამაჯერებელი მტკიცება, რომ ქმნილებათა სტრუქტურა საკმაოდ რთულია. „გამოიღვიძეთ!“ ქებას იმსახურებს ჩატარებული მაღალი დონის გამოკვლევისთვის და იმისთვის, რაც დაიწერა.
ბ. ი. (ახალი ზელანდია).
მე ვსწავლობ ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან და ჩემი რწმენა ღვთის არსებობის შესახებ აშკარად გაძლიერდა, როდესაც დავუფიქრდი ატომების, უჯრედებისა და დნმ-ის შესახებ მოცემულ ინფორმაციას.
თ. კ. (იაპონია).
ახლა მე შემიძლია ავხსნა, თუ რატომ ჩნდება ცისარტყელა, რატომ არის ბალახი მწვანე და რა არის ატომი! თუმცა „გამოიღვიძეთ!“ არ არის სამეცნიერო ჟურნალი, ის წარმოგვიდგენს მეცნიერულ მტკიცებებს, რომელიც შემოქმედის არსებობის შესახებ რწმენის განმამტკიცებელია.
მ. ფ. (შეერთებული შტატები).
გამოჯანმრთელება სისხლის გადაუსხმელად. სტატია „სინდისის საქმე“ (8 სექტემბერი, 2000) ღრმად შეეხო ჩემს გულს. აღმოჩნდა, რომ ეს სიტუაცია ძალიან ჰგავდა ჩემსას, როდესაც დამისვეს მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დიაგნოზი. შემდეგ დამემართა ის, რაც ძალიან ჰგავდა დარლინის შემთხვევას. მითხრეს, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დამრჩენოდა. ეს სამი წლის წინათ მოხდა.
ა. ბ. (გერმანია).
სექსუალური შეურაცხყოფა. მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება სტატიისთვის „როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?“, რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 სექტემბერი, 2000). სკოლაში ხშირად მაყენებდნენ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ამორალურად არ ვიქცეოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ვიფიქრე, ამას ბოლო მოეღებოდა, მაგრამ ზოგიერთი გოგონა უხამსი საქციელისკენ მიბიძგებდა. ის, რომ ჩემს ქრისტიანულ რწმენას ყველას ვუზიარებ, დამეხმარა, წინ აღვდგომოდი ასეთ ცდუნებებს. დიდი მადლობა ასეთი სულიერი საზრდოსთვის.
ჰ. ჩ. (ზამბია).
ეს სტატია ძალიან დამეხმარა. ერთი ჩემი სკოლელი ბიჭი გამუდმებით მითვალთვალებს. ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე.
ჰ. კ. (შეერთებული შტატები).
სტატია სწორედ რომ დროულად მოვიდა! სამსახურში სექსუალურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ემოციურად ვიტანჯებოდი. სტატიას რომ არ მოესწრო, ალბათ, მდგომარეობიდან გამოვიდოდი. ახლა კი ვიცი, როგორ მოვიქცე თანამშრომლებთან.
ლ. თ. (შეერთებული შტატები).
წყალწყალა გულიაში? უნგრული გულიაშის მომზადება ვცადე იმ რეცეპტით, რომელიც მოცემულია სტატიაში „სანელებელი, რომელმაც ნახევარი მსოფლიო გამოიარა“ (8 სექტემბერი, 2000). ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ რეცეპტის მიხედვით კერძს ორ ლიტრ წყალს არ დავამატებდი. ჩემი გულიაში დაემსგავსა სუპს, ნაცვლად მოშუშული ხორცისა, როგორც ეს სურათზე ჩანს. არასწორად გავიგე რეცეპტი?
ლ. პ. (კანადა).
არა. არ იქნებოდა სწორი, ამ კერძისთვის მოშუშული ხორცი დაგვერქმია, ვინაიდან რეცეპტით წვნიანი უნგრული გულიაში მზადდება. ზოგიერთი კულინარიული წიგნი გვთავაზობს ნაკლები წყლის გამოყენებას, ვიდრე ჩვენ გირჩიეთ. აღსანიშნავია, რომ ზოგმა მკითხველმა სცადა მოცემული რეცეპტით მოემზადებინა გულიაში, და მოგვწერეს, თუ რამდენად კმაყოფილები დარჩნენ. (რედ.).