არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შენ ქსელში ხარ ჩართული როგორ?

შენ ქსელში ხარ ჩართული როგორ?

შენ ქსელში ხარ ჩართული როგორ?

ჩვენი კორესპონდენტისგან იაპონიაში

იაპონიაში, ქვეყანაში, სადაც დაახლოებით იმდენივე ტელეფონია, რამდენიც ადამიანი, ყოველდღე 300 მილიონზე მეტჯერ ხდება ტელეფონით დაკავშირება. იაპონიაში აგრეთვე ყოველდღიურად მილიონობით საერთაშორისო სატელეფონო ზარი შედის და დაახლოებით ამდენივეჯერ ხდება საზღვარგარეთთან დაკავშირება.

ალბათ თქვენც სარგებლობთ ტელეფონით — ჩვეულებრივი სტაციონარული სადენით ან მობილურით — თითქმის ყოველდღე. რამდენადაც მსოფლიო თანდათან უფრო მოდერნიზებული ხდება, სხვა კონტინენტზე ვინმესთან დარეკვა ბევრისთვის ჩვეულებრივი რამ არის. მაგრამ დაინტერესებულხართ ოდესმე, თქვენი ტელეფონით როგორ უკავშირდებით მათ ტელეფონს, რომლებსაც ურეკავთ?

სატელეფონო ქსელში ჩართული

პირველ რიგში საჭიროა, რომ თქვენი ტელეფონი სატელეფონო ქსელში იყოს ჩართული. თუ ტელეფონის აპარატში შეერთებულ მავთულს გაჰყვებით, ის შტეფსელის ბუდემდე მიგიყვანთ, რომელიც, თქვენს სახლში, ელექტრულ სადენებთან არის შეერთებული *. თუ გზას განაგრძობთ, აღმოაჩენთ, რომ ეს სადენები ელექტრო ბოძს ან მიწის ქვეშ გაყვანილ კაბელს უერთდება და ადგილობრივ სატელეფონო სადგურში ცენტრალურ სატელეფონო კომუტატორს უკავშირდება. თავის მხრივ, ეს სატელეფონო კომუტატორი დაკავშირებულია უფრო დიდ სატელეფონო კომუტატორთან და ამგვარად იქმნება სატელეფონო ქსელი. ამიტომ, როცა იმავე ქალაქში მეგობარს ურეკავთ, ქსელში ჩართულ მისსა და თქვენს ტელეფონს შორის ელექტრული სიგნალები წარმოიქმნება.

როგორ ხდება მობილური ტელეფონით დაკავშირება? ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს, როგორიც ჩვეულებრივი ტელეფონით დაკავშირებისას. უხილავი „ელექტრული სადენის“, სახელდობრ, რადიოტალღების, საშუალებით თქვენი მობილური ტელეფონი შეერთებულია თქვენთან ახლოს მდებარე მობილურ სატელეფონო კომუტატორთან, რომელიც, თავის მხრივ, სატელეფონო ქსელს უკავშირდება. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას მაშინ, როცა სხვა კონტინენტზე მცხოვრებს ელაპარაკებით?

კაბელები, რომლებიც ოკეანეების ფსკერზე გადის

იმ ორი კონტინენტის ერთმანეთთან კაბელით დაკავშირება, რომლებსაც ოკეანე ჰყოფს, უზარმაზარი პროექტია. ეს მოითხოვს წყალქვეშ, ზღვის ფსკერის თხრილებში ათასობით კილომეტრზე კაბელის გაყვანასა ან მთებზე მის გადაჭიმვას. ასე დაიწყო ფუნქციონირება საკონტინენტთაშორისო ტელეკომუნიკაციამ. ყველაზე პირველი წყალქვეშა ტრანსატლანტური სატელეფონო კაბელის გაყვანა 1956 წელს დასრულდა *. ეს სატელეფონო კაბელი შოტლანდიას ნიუფაუნდლენდთან აკავშირებდა და მისი საშუალებით სატელეფონო ქსლის 36 ელექტრული წრედით სიგნალები იგზავნებოდა სადენებში. წყნარი ოკეანის ფსკერზე პირველი კაბელი 1964 წელს გაიყვანეს იაპონიასა და ჰავაის შორის. ამ კაბელის საშუალებით 128 ელექტრული წრედით იგზავნებოდა სიგნალები სადენებში. სხვა რამდენიმე წყალქვეშა კაბელმა კონტინენტები და კუნძულები დააკავშირა ერთმანეთთან.

სატელეფონო კავშირი რომ არსებობდეს, რა ტიპის კაბელები გაჰყავთ ოკეანის ფსკერზე? თავდაპირველად, ჩვეულებისამებრ, სპილენძის თანაღერძული კაბელები გამოიყენებოდა, რომლებიც სპილენძის ან ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ ჰერმეტულ გამტარ გარსში მოთავსებული მაღალი სიხშირის ენერგიის გადამცემი სადენებისგან შედგება. ერთ-ერთი უკანასკნელი თანაღერძული კაბელი 1976 წელს გაიყვანეს, რომლის საშუალებითაც 4 200 ელექტრული წრედით იგზავნებოდა სიგნალები სადენებში. მაგრამ 80-იან წლებში უკვე ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელის გამოყენება გახდა შესაძლებელი. ასეთი ტიპის პირველი საკონტინენტთაშორისო კაბელი 1988 წელს გაიყვანეს, რომლის საშუალებითაც ერთდროულად 40 000 სატელეფონო კავშირი მყარდებოდა ციფრული ინდიკატორებით. მას შემდეგ კაბელების ელექტრული ტევადობა გაიზარდა. ატლანტის ოკეანის ფსკერზე გაყვანილი რამდენიმე კაბელის საშუალებით 200 მილიონი ელექტრული წრედით გადაიცემა სიგნალები.

როგორ ხდება სატელეკომუნიკაციო კაბელების წყალქვეშ გაყვანა? სინამდვილეში კაბელები ოკეანისა და ზღვის ფსკერზეა გაყვანილი და მასვე გაუყვება. ზღვის ნაპირთან ახლოს მჭიდრო გარსში მოთავსებულ კაბელს თხრილში აწყობენ, რომელსაც სპეციალური კაბელჩამწყობით თხრიან; და ამ კაბელს პულტით მართავენ. გარსი იცავს კაბელს გემის ღუზის ან თევზსაჭერი ბადის მიერ დაზიანებისგან. ამიტომ, როცა თქვენს მეგობარს ურეკავთ სხვა კონტინენტზე, შესაძლოა ერთ-ერთი ასეთი კაბელი თქვენს ხმას გადასცემდეს უძირო ზღვის გავლით.

უხილავი კაბელები დიდი მანძილით დაშორებულ ადგილებს აკავშირებს ერთმანეთთან

მხოლოდ წყალქვეშა კაბელით არ ხდება კონტინენტებისა და კუნძულების ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვეულებისამებრ, ამისათვის უხილავი „ელექტრული სადენიც“ — რადიოტალღებიც — გამოიყენება. ასეთი ტალღა, რომელსაც აგრეთვე მიკროტალღა ეწოდება, დიდი მანძილით დაშორებულ ადგილებს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციისთვის ერთმანეთთან აკავშირებს. რადგან მიკროტალღა სინათლის სხივის მსგავსად სწორ ხაზში ვრცელდება, მისი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ მის გასწვრივ განლაგებული ადგილების ერთმანეთთან დაკავშირება. დედამიწის სფერული ფორმის გამო დედამიწის ზურგზე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს განლაგებული ადგილების პირდაპირ დაკავშირება შეუძლებელია. დიდი მანძილით დაშორებული ასეთი ადგილების ერთმანეთთან დასაკავშირებლად სატელიტური კავშირის გამოყენებაა საჭირო.

თუ სატელიტს ეკვატორის ზემოთ, ზღვის დონიდან დაახლოებით 35 800 კილომეტრ სიმაღლეზე, ათავსებენ, რომელიც ცნობილია გეოსტაციონარულ ორბიტად, დედამიწის შემოვლას დაახლოებით 24 საათს ანდომებს — იმდენივე დროს, რამდენსაც დედამიწა — თავის ორბიტაზე ბრუნვას. ამის შემდეგ ის ბრუნვის დროს დედამიწის ზედაპირიდან თითქმის თანაბარი მანძილით არის დაშორებული. რადგან ამ სატელიტს შეუძლია დააფიქსიროს რეგიონი, რომელიც დედამიწის მესამედ ნაწილს ფარავს, ამ რეგიონში მდებარე, დედამიწაზე განლაგებულ, სადგურებში — ისეთ წერტილებში, საიდანაც გადაიცემა და მიიღება მიკროტალღები — შესაძლებელია სატელიტით დაკავშირება. მაგრამ, როგორ შეიძლება ორი ერთმანეთისგან დაშორებული ადგილის სატელიტით დაკავშირება?

დედამიწაზე არსებული სადგური, რომელიც იმ რეგიონში მდებარეობს, სადაც სატელიტი მოქმედებს, თანამგზავრული არხის მეშვეობით გადასცემს მიკროტალღების სიგნალს სატელიტს. ტალღის მიღებისას რეტრანსლატორი, რომელიც სატელიტზეა დამონტაჟებული, ცვლის შემცირებულ სიხშირეს და ხელმეორედ ისე გადასცემს ტალღის სიგნალს, რომ დედამიწის სხვა სადგურს შეუძლია მისი დაჭერა. ამას ეწოდება ისეთი თანამგზავრული არხი, რომელიც ხელოვნური თანამგზავრიდან გადასცემს ტალღის სიგნალებს. ასეთი სახით, დედამიწაზე მდებარე ორი სადგურის ერთმანეთთან დაკავშირება, რომელიც პირდაპირი ხაზით შეუძლებელია, ამ უხილავი ელექტრული სადენის საშუალებით, სატელიტის გავლით, არის შესაძლებელი.

პირველი კომერციული საკომუნიკაციო თანამგზავრი ინტელსატ I, რომელიც „ადრეული ჩიტის“ სახელწოდებითაა ცნობილი, 1965 წელს ამოქმედდა. დღესდღეობით დაახლოებით 200 საკომუნიკაციო თანამგზავრი, მათგან უმეტესობა გეოსტაციონარული, მოქმედებს, რომელთა მეშვეობით მთელ მსოფლიოში ყველა ადგილის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება. ეს თანამგზავრები არა მხოლოდ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციისთვის გამოიყენება, არამედ სატელევიზიო ტრანსლაციის, ამინდის პროგნოზირებისა და სხვა მიზნებისთვისაც. მრავალი რეტრანსლატორის გამოყენებით, ასეთი სატელიტები მრავალსადენიან ელექტრულ წრედს კრავენ. მაგალითად, „ადრეულ ჩიტს“ ერთდროულად ერთი სატელევიზიო და 240 სატელეფონო ქსელის მომსახურება შეეძლო. ხოლო ინტელსატ VIII-ს, რომელიც 1997 წლიდან ამოქმედდა, ერთდროულად სამი სატელევიზიო და მაქსიმუმ 112 500 სატელეფოთო ქსელის მომსახურება შეუძლია.

როგორ უკავშირდებით ტელეფონით?

ყველა ამ ცვლილების გამო საერთაშორისო სატელეფონო ზარების ფასი ძალზე ეცემა. ალბათ, ახლა შეგიძლიათ უფრო ხშირად დაელაპარაკოთ თქვენს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს სხვა კონტინენტზე. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, წყალქვეშა კაბელით უკავშირდებით ვინმეს თუ სატელიტური კავშირით?

სატელიტური კავშირის უხილავი ელექტრული სადენი (თანამგზავრული არხი) დაახლოებით 70 000 კილომეტრი სიგრძისაა. ეს თითქმის უდრის დედამიწის გარშემოწერილობას, ორჯერ აღებულს. თუმცა, მიკროტალღები ისევე სწრაფად ვრცელდება, როგორც სინათლის სხივი, დრო, რომელიც სატელიტის გავლით დედამიწის ერთი სადგურიდან მეორემდე არსებული მანძილის მიკროტალღებით დაფარვას სჭირდება, თითქმის წამის მეოთხედს უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ხმა მეორე ადამიანამდე წამის მეოთხედით გვიან აღწევს და იგივე ხდება საპირისპირო მიმართულებითაც. ამგვარად, ამ ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენისას, დროის შუალედი წამის ნახევარია. თუ ტელეფონით ყოველდღიური საუბრისას არ ხართ მიჩვეული ასეთ დაყოვნებას, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ერთსა და იმავე დროს სხვა ადამიანი ლაპარაკობს. თუ ასეთი რამ იგრძენით, შესაძლოა ეს იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ სატელიტური კავშირით საუბრობთ. მაგრამ, როდესაც იგივე ნომერზე რეკავთ სხვა დროს და ვერ ამჩნევთ დროის შუალედს, მიზეზი ის არის, რომ ამჯერად თქვენ წყალქვეშა ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელით უკავშირდებით მოსაუბრეს. არჩევანი იმისა, თუ როგორ დაუკავშირდეთ მსოფლიოს სხვა კუთხეს, საზოგადოების ჩარევის გარეშე კეთდება დახლართული სატელეფონო ქსელის საშუალებით.

პროფესიონალიზმი და დიდი შრომა მოითხოვება წყალქვეშა კაბელების, დედამიწაზე განლაგებული სადგურებისა და სატელიტებისგან შემდგარი ამ რთული სატელეფონო ქსელის სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც ხელსაყრელი საკომუნიკაციო საშუალებით უზრუნველგვყოფს. ასე რომ, მომავალში, როცა მეგობარს დაურეკავთ, დაფიქრდით ყველა იმ საშუალებაზე, რაც ხელს უწყობს თქვენ შორის კავშირის დამყარებას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 რადგან ელექტრული ძაბვა განუწყვეტლივ მიეწოდება სატელეფონო ქსელს, ტელეფონის რეკვისას ძაბვა უფრო ძლიერი ხდება, რის გამოც სახიფათოა შტეფსელის ბუდესთან ან ლითონის ნაწილებთან შეხება, რომლებშიც ძაბვა გადის.

^ აბზ. 9 1866 წელს ატლანტის ოკეანის ფსკერზე დაუბრკოლებლად გაიყვანეს სატელეგრაფო კაბელი ირლანდიასა და ნიუფაუნდლენდს შორის.

[დიაგრამა⁄სურათები 12, 13 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რადიოტალღები

თანამგზავრული არხი, რომლის საშუალებითაც სიგნალები ხელოვნულ თანამგზავრს გადაეცემა.

თანამგზავრული არხი, რომლის საშუალებითაც სიგნალები ხელოვნული თანამგზავრიდან გადაიცემა.

[დიაგრამა⁄სურათები 12, 13 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

წყალქვეშა კაბელები

მობილური ტელეფონი.

[სურათი 12 გვერდზე]

თანამედროვე ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელი, რომელიც სიგნალებს 200 მილიონი სატელეფონო ელექტურული წრედით გადასცემს.

[სურათი 13 გვერდზე]

ეკიპაჟი ინტელსატ VI-ს მაქოურ საჰაერო-კოსმოსური აპარატით მართავს.

[საავტორო უფლება]

NASA photo

[სურათი 13 გვერდზე]

კაბელებს ზღვის ფსკერზე გემებით აწყობენ და არემონტებენ.

[საავტორო უფლება]

Courtesy TyCom Ltd.