შვილებზე ზრუნვა რთულდება
შვილებზე ზრუნვა რთულდება
დიდი ბრიტანეთი მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ცნობილია, რომ ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ბავშვი — ორჯერ მეტი, ვიდრე აქამდე ეგონათ — სახლიდან იპარება. შვიდი ასეთი ბავშვიდან ერთი ძალადობის ან სექსუალური ჩაგვრის მსხვერპლი ხდება.
„როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ ის არ უყვართ და მის მიმართ გულგრილი არიან, სახლიდან გაპარვა მას გამოსავალი ჰგონია“, — ამბობს ბავშვთა დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი. შემდეგ ის დასძენს: „ეს პრობლემა არ არჩევს საზოგადოებრივ ფენებს, მდიდარი ოჯახების შვილებიც ისევე გარბიან სახლიდან როგორც სიღატაკეში მცხოვრები ბავშვები“.
შვილებზე ზრუნვა და მათი აღზრდა სერიოზული პასუხისმგებლობაა. შესაძლებელია დახმარების მიღება ამ საკითხებში? წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ ამ მიზნით დაიწერა. მასში 16 თავია. ერთ-ერთი თავის სათაურია „სიყრმიდანვე აღზარდე შენი შვილი“. სხვა ორი თავი კი ასეა დასათაურებული „დაეხმარეთ მოზარდებს განვითარებაში“ და „დაიცავი ოჯახი საზიანო გავლენისგან“. წიგნის თექვსმეტივე თავი პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ბიბლიაზე — ჩვენს სიბრძნეზე აღმატებული სიბრძნის წყაროზეა დაფუძნებული.
თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ თუკი შეავსებთ აქ მოცემულ ტალონს და მე-5 გვერდზე ჩამოთვლილ ერთ-ერთ მისამართზე გამოგვიგზავნით.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.