მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ცალმხრივი სიყვარული. როდესაც რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ წავიკითხე სტატია „როგორ ვუთხრა მას უარი?“ (2001 წლის 8 აპრილი), საკუთარი შემთხვევა გამახსენდა და გული მეტკინა. თავის დროზე ჩემს გრძნობებს ყურადღება არ მივაქციე და უბედური ოჯახი შევქმენით. როგორც ამ სტატიაშია ნათქვამი „სიბრალულის გრძნობა არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ქორწინებას მყარი საფუძველი ჩაეყაროს“.
ა. მ. (შეერთებული შტატები).
ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ახლოს გაცნობა შემომთავაზა, მაგრამ სხვადასხვა მიზნები გვქონდა და უარი ვუთხარი. მიუხედავად ამისა, ხელმეორედ დამელაპარაკა. ძალიან აფორიაქებული ვიყავი, მეშინოდა, რომ, თუ მას უარს ვეტყოდი, სხვა შესაძლებლობა აღარ მომეცემოდა. მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, დავმშვიდდი. ახლა ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ს. ნ. (იაპონია).
სამი დღით ადრე, სანამ ამ სტატიას მივიღებდი, ერთმა ახალგაზრდამ მითხრა: „შენი უკეთ გაცნობა მსურს“. შევცბუნდი. თვითონ ეს პიროვნება მიზიდავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ დაქორწინებისთვის ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ხელმეორედ გადავიკითხე რუბრიკაში — „ახალგაზრდების შეკითხვები“ — დაბეჭდილი სტატია „რა გავაკეთო, თუ მშობლები ფიქრობენ, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა პაემნებზე სიარული?“ (2001 წლის 8 თებერვალი) და უკვე ვიცი, როგორ მოვიქცე.
რ. ს. (შეერთებული შტატები).
ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი, როდესაც დავინიშნე. ჩემი მშობლები და მოწიფული ქრისტიანები კი მეუბნებოდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი, მე კი მათ რჩევებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ერთი თვის შემდეგ ჩემს დანიშნულთან ურთიერთობა გავწყვიტე. თავიდანვე რომ მეთქვა უარი და აქამდე არ მიმეყვანა საქმე, ჩემს თავსაც და ჩემს ყოფილ საქმროსაც ამდენ გულისტკივილს ავარიდებდი.
ვ. თ. (იტალია).
სისხლის მიმოქცევის სისტემა. ახლახან ლიმფატური სისტემის ოპერაცია გავიკეთე და ედომათი ვიტანჯებოდი. როდესაც წავიკითხე სტატია „სასწაულებრივი სისხლის მიმოქცევის სისტემა“ (2001 წლის 8 აპრილი), დავმშვიდდი. ამ სტატიიდან გავიგე, თუ რატომ იქმნება ასეთი შეშუპებები.
მ. რ. (იტალია).
მხატვრის ბიოგრაფია. მე იეჰოვას მოწმე ვარ და მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობ: ვიცნობ ერთ ოჯახს, სადაც ქმარმა ვერა და ვერ შეიცნო ჭეშმარიტება. ის შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ მისი ჰობი სამხედრო თვითმფრინავების მოდელების დამზადებაა. ამასთანავე, ხელჩართული ბრძოლა აქვს გამართული საკუთარი კომპიუტერით და მტრების სამხედრო თვითმფრინავების ჩამოყრაში საათებს ატარებს. ჩვენ ვცდილობდით, დავხმარებოდით, რომ შეეცვალა ომთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება. ახლა ჩვენ გვაქვს დოროთი ჰორლის შესანიშნავი ბიოგრაფია „ომის ნაცვლად მშვიდობის განდიდება“ (2001 წლის 8 აპრილი) და განზრახული მაქვს, ეს სტატია მასთან ერთად განვიხილო.
ფ. ფ. (დომინიკელთა რესპუბლიკა).