მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
დარდი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ დაბეჭდილი სტატიისთვის „როგორ მოვიქცე, რომ მეტისმეტად არ ვიდარდო?“ (8 ოქტომბერი, 2001). მე 17 წლის ვარ და ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, თუ რას გავაკეთებ სკოლის დამთავრების შემდეგ. არ მინდა ვინმე შევაწუხო ამ თემაზე საუბრით და ვცდილობ ყოველივე ეს გულში ჩავიკლა, რის გამოც თავს ვიტანჯავ. ეს სტატია კი დამეხმარა იმის დანახვაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაჩემთან და სხვა მოწიფულ ქრისტიანებთან ამის თაობაზე ვისაუბრო.
ლ. რ. (შეერთებული შტატები).
უკვე 17 წლის ვარ. ხშირად ვდარდობ დედაჩემის ავადმყოფობაზე, საშინაო დავალებებსა და საოჯახო საქმეებზე. დედა ყოველთვის გამკრავს ხოლმე იდაყვს, როცა კი ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დარდის შესახებ რჩევა-დარიგებებზეა საუბარი. ასე რომ, ძალიან მომეწონა ამ სტატიაში მოცემული პრაქტიკული რჩევები დროის განაწილებასთან დაკავშირებით, რომ გონივრულია, არ გადადო იმის გაკეთება, რაც არ გეხალისება. დიდ მადლობას გიხდით ამ სასარგებლო სტატიის გამოქვეყნებისთვის.
ჰ. ჰ. (შეერთებული შტატები).
როგორც მამა და უხუცესი ვხედავ, რომ ახალგაზრდები თავიანთ მომავალზე დარდობენ. ძალიან მომეწონა თქვენი რჩევა, რომ ამის შესახებ მშობლებს ესაუბრონ და მყისვე გადაჭრან პრობლემები. გმადლობთ, რომ ჩვენი ახალგაზრდებით ყოველთვის ხართ დაინტერესებული.
რ. ჰ. (კანადა).
დეპრესიაში მყოფი მოზარდები. სკოლაში დავალებული მქონდა, რომ მოზარდთა რომელიმე პრობლემის შესახებ თავისუფალი თემა დამეწერა. ამ დავალების დასაწერად გამოვიყენე სტატიების სერია „დახმარება დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის“ (8 სექტემბერი, 2001). ჩვენს მხარეში ეს პრობლემა ბევრი მოზარდისთვის ნაცნობია. ამ ბოლო დროს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-იდან სხვა დავალებების შესასრულებლადაც ვხელმძღვანელობ და ძალიან კარგ ნიშნებსაც ვღებულობ.
ს. ჰ. (ავსტრალია).
ჩვენი მოზარდი ვაჟი გულისა და ტვინის დაავადებით იტანჯებოდა. ის ამ დაავადებისგან განიკურნა, მაგრამ ყველაზე საშიში დაავადება — ეს დეპრესია ამ დაავადებას სდევდა თან — კვლავ შენიღბული რჩებოდა. ერთ დღესაც მან თავი მოიკლა. თუმცა ახლა მას ვერაფრით დავეხმარებით, ეს სტატიები კი იმის დანახვაში მაინც დაგვეხმარა, თუ რა ემოციურ ტკივილს განიცდიდა ის. დიდად მადლიერნი ვართ თქვენი, რომ ამ საკითხს შეეხეთ და ასეთ დიდ მზრუნველობას იჩენთ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ.
გ. და გ. რ. (გერმანია).
ზოგჯერ დეპრესიაში ვვარდები და ვფიქრობ, რომ სრულიად უვარგისი ვარ. ყოველთვის მრცხვენოდა ჩემს გრძნობებზე ქრისტიან მშობლებთან და კრების უხუცესებთან საუბარი. მაგრამ როდესაც წავიკითხე წინადადება: „შენ არ ხარ დამნაშავე იმისათვის, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი“, შვება ვიგრძენი! და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მარტო მე არ ვარ ამ დღეში.
ჰ. თ. (იაპონია).
როგორც კი მივიღე ეს ჟურნალი, მაშინვე დავიწყე კითხვა. სიხარულის ცრემლები მომადგა იმის დანახვაზე, რომ ასე თავს ევლებით ახალგაზრდებს და თქვენს ჟურნალში ამ საკითხზე საუბარს 12 გვერდი მიუძღვენით. დიდ მადლობას გიხდით!
მ. მ. (ავსტრალია).
რა ხდება მსოფლიოში. მადლობას გიხდით „რა ხდება მსოფლიოში“ მოცემული სასაცილო ნახატებისთვის. ისინი იმ ახალი ამბების გახსენებაში მეხმარებიან, რომელსაც ასურათებენ და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღიმილს მგვრიან. განაგრძეთ ეს ჩინებული საქმიანობა!
ა. ი. ფ. ბ. (ესპანეთი).