მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
მსოფლიო მშვიდობა შესანიშნავად იყო დაწერილი სტატიების სერია „მსოფლიო მშვიდობა მხოლოდ ოცნებაა?“ (8 მაისი, 2002). ის ყველა პოლიტიკოსმა უნდა წაიკითხოს. თქვენი პუბლიკაციები კარგად გვანახვებს, თუ რა უნდა იცოდეს ადამიანმა და როგორ უნდა იცხოვროს.
ი. ს. (ჩეხეთი).
ერთი ახალგაზრდის გაბედულება ყოველთვის მინდოდა მეთქვა, რამხელა სიამოვნებას ვღებულობ თქვენი ჟურნალების კითხვით და, ბოლოს, ამის თქმა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც წავიკითხე სტატია „მისმა გაბედულებამ კარგი ნაყოფი გამოიღო“ (8 მაისი, 2002). ამას წინათ მეც მქონდა სტელას მსგავსი შემთხვევა. გული სიხარულით მევსება, როცა ვიგებ, რომ მთელ მსოფლიოში არიან ჩემნაირი ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვას პირველ ადგილზე აყენებენ ცხოვრებაში. ასეთი შემთხვევები გამამხნევებელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულთათვის.
ლ. პ. (შეერთებული შტატები).
სმენა დიდი მადლობა სტატიისთვის „გაუფრთხილდით სმენას!“ (8 ივნისი, 2002). ერთი წელია, რაც სასწავლებელში სმენის დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს ვსწავლობ. ამიტომ კარგად ვხედავ, ყოველდღე როგორ მოქმედებს ხმაური ადამიანებზე. განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რა მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია ყოველდღიურ ხმაურს მათზე.
კ. კ. (გერმანია).
ხანგილი მე 13 წლის ვარ. ძალიან მომეწონა სტატია «ხომ არ სცდიდით წერას „ხანგილზე“?» (8 მაისი, 2002). მას შემდეგ, რაც კითხვა ვისწავლე, უცხო ენებისადმი დიდი ინტერესი გამიჩნდა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ გამოსცემთ სტატიებს უცხო ენებთან დაკავშირებით.
ბ. ჯ. (შეერთებული შტატები).
მე 11 წლის ვარ. ძალიან გამაკვირვა იმის გაგებამ, რომ ხანგილის გამოყენება არაკორეული სიტყვების დასაწერადაც შეიძლება. ყველაფერი ადვილი გასაგები იყო. მადლობა ამ სტატიის გამოქვეყნებისთვის.
ჯ. ი. (შეერთებული შტატები).
ობობა გაოცებული დავრჩი სტატიის «ჭიანჭველად „გადაცმული“ ობობას» წაკითხვით (8 მაისი, 2002). რა სასწაულებრივად შექმნა იეჰოვამ ყველაფერი! მოუთმენლად მოველი ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას, როდესაც უფრო მეტი რამის გაგებას შევძლებ ღვთის ქმნილებებზე.
პ. პ. (შრი–ლანკა).
პატიმრების გადამყვანი გემები უკვე 50 წელზე მეტია, რაც თქვენს ჟურნალებს სიამოვნებით ვკითხულობ. ამას წინათ წავიკითხე სტატია „ავსტრალიაში მასობრივი დაპატიმრებების სამარცხვინო ერა“ (8 მაისი, 2002). 21–ე გვერდზე თქვენ მოიხსენიეთ, რომ პატიმრების გადამყვანი ბრიტანული გემი „ამფიტრიტე“ 1883 წელს დაიღუპა. მე ვფიქრობ, რომ აქ შეცდომაა დაშვებული. ჩემი გამოკვლევის თანახმად, გემი 1833 წლის აგვისტოში დაიღუპა. ეს კი ზუსტად შეესაბამება სტატიაში განხილულ დაპატიმრებების ერას, რომელიც 1868 წელს დასრულდა.
დ. ბ. (შოტლანდია).
„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: იმ წყაროში, რომელიც ამ სტატიის დასაწერად გამოვიყენეთ, მართლაც აღნიშნული იყო, რომ „ამფიტრიტემ“ 1833 წელს განიცადა კატასტროფა. ბოდიშს ვიხდით დაშვებული შეცდომისთვის.
ახალგაზრდების შეკითხვები დიდი მადლობა რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ დაბეჭდილი სტატიისთვის „ვაითუ თანაკლასელს გადავეყარო!“ (8 მარტი, 2002). წლების წინათ ძალიან მორცხვი ვიყავი და თან ენასაც ვუკიდებდი. ძალიან მიჭირდა ქადაგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თანაკლასელებს ვხვდებოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატია დიდ დახმარებას გაუწევს სხვა ახალგაზრდებსაც.
ვ. ტ. (შეერთებული შტატები).
გონივრული რჩევების წყარო მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი ამომწურავი და ინფორმაციული მასალისთვის. თქვენს სტატიებში უამრავი სხვადასხვა საკითხია გაშუქებული და სხვა მრავალი პუბლიკაციისგან განსხვავებით, მათში სხვა ადამიანების მრწამსისადმი თვალსაზრისი მიუკერძოებლად და პატივისცემით არის გამოთქმული. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ჩემთვის უახლოესი და განუყრელი მეგობარივით გახდა და გონივრული რჩევების წყაროდ იქცა, რაც მეხმარება, ცხოვრებისეული პრობლემების დროს იმედი არ დავკარგო.
ნ. პ. (ბრაზილია).