საყვარელი პიროვნებისგან მიღებული ბარათი
საყვარელი პიროვნებისგან მიღებული ბარათი
ნიუ-იორკში მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“ საყვარელი პიროვნებისგან მიღებულ ბარათს შეადარა და თქვა: „ყოველი თავი ღრმად ეხება გულს და იეჰოვასადმი სიყვარულით გავსებს“. ის დასძენს: „ეს-ესაა დავამთავრე წიგნის წაკითხვა და ერთი სული მაქვს, ხელახლა წავიკითხო, ისე, როგორც საყვარელი პიროვნებისგან მიღებულ ბარათს წავიკითხავდი“. ვნახოთ, რა თქვეს სხვებმა.
კანზასში მცხოვრებმა ერთმა მანდილოსანმა აღნიშნა: „ვგრძნობ, რომ უფრო დავუახლოვდი ჩემს ზეციერ მამას. გული სიყვარულით მაქვს სავსე . . . სიამოვნებას მანიჭებს ის აზრი, რომ ყოველ დილით წავიკითხავ ამ წიგნს და კიდევ მრავალჯერ დავუბრუნდები მას“.
მენის შტატში (აშშ) მცხოვრებმა ქალმა მოიწერა: «წიგნის წყალობით უფრო ნათლად დავინახე, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა! ძალიან მანუგეშებელია 74-ე გვერდზე მოყვანილი წინადადება, სადაც წერია: „მათთვის, ვინც კვდება, არ არსებობს ღვთის მეხსიერებაზე უკეთესი და უსაფრთხო ადგილი“». მსგავს აზრს გამოთქვამს ალასკაში მცხოვრები ერთი ქალი: „ის იმდენად ღრმად შეეხო ჩემს გულს, რომ ცრემლები ვერ შევიკავე“. ის განაგრძობს: „აუცილებლად წავიკითხავ მას ხელახლა და კვლავაც არაერთხელ დავუბრუნდები“.
დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენზეც ასევე იმოქმედებდა ამ წიგნის წაკითხვა. შესავალში მოცემული სამი თავის შემდეგ წიგნი იყოფა ოთხ ნაწილად, რომელთა სახელწოდებებია: „ყოვლადძლიერი“, „სამართლიანობის მოყვარული“, „გულბრძენი“ და „ღმერთი სიყვარულია“. წიგნის დასკვნითი თავია „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“.
თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს 320-გვერდიანი რბილყდიანი წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.