ადამიანმა შემოქმედისგან ისესხა იდეა
ადამიანმა შემოქმედისგან ისესხა იდეა
როგორ უძლებს ქაღალდის სისქისოდენა მინის ელექტრონათურა ძლიერ დაწოლას, როდესაც ვაზნაში, (ე. წ. პატრონაში) ამაგრებენ? როგორც წიგნში „რას ვხედავთ ბუნებაში?“ ვკითხულობთ, ამის საიდუმლო იმალება ნათურის ფორმაში, რომელიც „კვერცხის ნაჭუჭის პრინციპითაა“ შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხის ნაჭუჭი ძალიან თხელია, ის მაინც უძლებს კრუხის წონას, როდესაც ის გამოსაჩეკად ჯდება მასზე. თავისი ფორმის წყალობით კვერცხს საკმაო გამძლეობა აქვს, რომ ფრინველის სიმძიმე აიტანოს (კვერცხის ნაჭუჭი უფრო სქელი რომ ყოფილიყო, წიწილები ვერ გამოიჩეკებოდნენ). ელექტრონათურის შექმნის დროს ადამიანმა შემოქმედისგან ისესხა იდეა. ნათურას აქვს მომრგვალებული ფორმა, რის წყალობითაც ვაზნაში ჩასმისას ძალა „შეხების წერტილიდან ყველა მიმართულებით თანაბრად ნაწილდება“. ისევე როგორც კვერცხის შემთხვევაში, ძლიერი წნევა მხოლოდ ერთ წერტილზე არ გადადის და ამიტომაც ნათურა არ ტყდება. ადამიანმა მართლაც რომ ბევრი რამ ისწავლა ღვთის ქმნილებებზე დაკვირვებით!