არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

რეზისტენტული მიკრობები. დიდი ინტერესით წავიკითხე თქვენი ჟურნალი. განსაკუთრებით მომეწონა სტატიათა სერია „რეზისტენტული მიკრობები — გლობალური საშიშროება“ (8 ნოემბერი, 2003). ძალიან დიდი სურვილი მაქვს მომავალშიც მივიღო თქვენი ჟურნალები. მინდა, ისიც გითხრათ, რომ ვსწავლობ ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან.

ი. გ. (რუსეთი).

მშობლების სახელი მჩრდილავს. მინდა, მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა სტატიისთვის „ახალგაზრდების შეკითხვები. . . რა ვქნა, რომ მშობლების სახელმა არ დამჩრდილოს?“ (8 ნოემბერი, 2003). მამაჩემი უხუცესია, რის გამოც კრებაში ყველა მოელის, რომ სამაგალითო უნდა ვიყო. გადავწყვიტე, მისგან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, რათა საკუთარი პიროვნულობა გამომეხატა. დიდი მადლობა ამ სტატიისთვის; მან დამანახვა, რომ მოგვიანებით ვინანებდი ამის გაკეთებას. ახლა მესმის, რომ კრებაში ჩემი ადგილი უნდა ვიპოვო და დავრჩე ისეთი, როგორიც ვარ.

ლ. დ. (საფრანგეთი).

კარგად მესმის სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდების გრძნობები. ადრე ძალიან ვიყავი შეწუხებული, რადგანაც კრებაში მამაჩემისა და ბიძაჩემის სახელის გამო ბევრს მოელოდნენ ჩემგან. ოჯახის სახელი ცნობილი სავაჭრო ფირმის მარკას მაგონებდა, რომელიც ყველგან თან დამყვებოდა. როდესაც მოლოდინს ვერ ვამართლებდი, თავს დამარცხებულად ვთვლიდი. ახლა ვსწავლობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ გვიყურებს იეჰოვა.

ს. ს. (იაპონია).

ღვთის სახელი. 1983 წელს ჩემი შვილებისთვის ვიყიდე წიგნი ჰავაის შესახებ. მასში მოთხრობილი იყო ერთი ბელადის ცოლზე, რომელიც 1800-იან წლებში თავისი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ ქადაგებდა. იმ დროს სლოვაკეთში, რომელიც სოციალისტური ქვეყანა იყო, საზოგადოებრივ ლიტერატურაში იშვიათად თუ შეხვდებოდით ღვთის სახელს. წლების განმავლობაში თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით, თუ საიდან იცოდა ბელადის ცოლმა იმ დროს ღვთის სახელი. ამიტომ, როდესაც წავიკითხეთ სტატია „იეჰოვას სახელი წყნარი ოკეანის კუნძულებზე“ (8 ნოემბერი, 2003), ძალიან გავიხარეთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ვიპოვეთ.

ე. გ. (სლოვაკეთი).

მისიონერები აფრიკაში. დიდი სიამოვნებით წავიკითხე ერნესტ პანდაჩუკის ბიოგრაფია „აზრიანი ცხოვრების საფუძველი“ (8 ნოემბერი, 2003). ცხოვრებაში სხავადასხვა სახის პრობლემას ვხვდები, მაგალითად, როგორიცაა ვაჟიშვილის მარტოდ აღზრდა და ავამდყოფობასთან გამკლავება. მაგრამ ჩემი პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი ქრისტიანი ძმები ხვდებიან აფრიკაში. ამ სტატიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და აღმძრა, დავფიქრებულიყავი მათეს 6:33-ში ჩაწერილ იესოს დანაპირებზე — იეჰოვა იზრუნებს მათზე, ვინც პირველ ადგილზე აყენებს სამეფოს ინტერესებს.

მ. ს. (რუსეთი).

რა ხდება მსოფლიოში. მინდა, გამოვხატო დიდი მადლიერება რუბრიკისთვის „რა ხდება მსოფლიოში“. ჟურნალის კითხვას ყოველთვის ამ რუბრიკით ვიწყებ და სურათებსაც მოუთმენლად ვათვალიერებ. სურათები აღმძრავს, წავიკითხო ის სტატიებიც, რომლებიც ნაკლებად მაინტერესებს.

ნ. ნ. (შეერთებული შტატები).