არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდები, რომლებიც გაბედულად ლაპარაკობენ თავიანთი რწმენის შესახებ

ახალგაზრდები, რომლებიც გაბედულად ლაპარაკობენ თავიანთი რწმენის შესახებ

ახალგაზრდები, რომლებიც გაბედულად ლაპარაკობენ თავიანთი რწმენის შესახებ

იეჰოვას მოწმეებს შორის ბევრი ახალგაზრდაა. მათ უყვართ ღმერთი და ცდილობენ, იცხოვრონ მისი ნორმების თანახმად, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. ეს ახალგაზრდები ამაყობენ თავიანთი რწმენით და სკოლაში თავისუფლად საუბრობენ სხვებთან ამის შესახებ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

▪ ჰოლის და მის თანაკლასელებს, როცა ისინი მეექვსე კლასში იყვნენ, მისცეს წერითი დავალება თემაზე: „როგორ გადაჭრიდი ტერორიზმის პრობლემას ძალადობის გარეშე?“ ჰოლიმ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და დაწერა ბიბლიაზე დაფუძნებული — მომავალთან დაკავშირებული — თავისი იმედის შესახებ. მან ახსნა, რომ საუკუნეების განმავლობაში „ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ“ (ეკლესიასტე 8:9). შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა კაცობრიობის ერთადერთ რეალურ იმედზე — ღვთის სამეფოზე. „იესო ამ სამეფოს მეფედ არის დანიშნული, — წერს ის, — ამიტომ, ყველა პრობლემა ტერორიზმის ჩათვლით ძირფესვიანად აღმოიფხვრება“. ჰოლიმ განმარტა, თუ როგორ შეასრულებს იესო იმას, რაც ადამიანურ მმართველობას არ ძალუძს. „დედამიწაზე ყოფნისას, — განაგრძობს ჰოლი, — იესომ უჩვენა, თუ როგორი მმართველი იქნებოდა. მას უყვარდა ადამიანები და ზრუნავდა მათზე. იესოს ჰქონდა ძალა, რისი მეშვეობითაც კურნავდა ავადმყოფებსა და მკვდრებსაც აღადგენდა. არც ერთ ადამიანურ მმართველობას არ შეუძლია სიცოცხლე დაუბრუნოს მკვდრებს. მაგრამ ღვთის სამეფოს შეუძლია“. ჰოლიმ თავისი თემა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: „ამ პრობლემას ღმერთი გადაჭრის და არა ადამიანი“.

თემის ბოლოში მასწავლებელმა მიაწერა: „ჰოლი, შესანიშნავი და ძალიან კარგად გააზრებული ნამუშევარია!“. მასწავლებელზე იმანაც მოახდინა შთაბეჭდილება, რომ ჰოლიმ წმინდა წერილები გამოიყენა. ამან ჰოლის შესაძლებლობა მისცა, მასწავლებელთან ესაუბრა თეოკრატიული სამსახურის სკოლის, მეტყველებისა და სწავლების გასაუმჯობესებელი ყოველკვირეული პროგრამის შესახებ, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ატარებენ. მასწავლებელმა სიხარულით აიღო სახელმძღვანელო, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლაში გამოიყენება.

▪ ჯესიკასაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ესაუბრა თავისი რწმენის შესახებ წერითი დავალების დროს. ის ამბობს: „შესაძლებლობა მომეცა, რომ სამი თემა დამეწერა ჩემი რწმენის შესახებ“. «ერთი თემა იეჰოვას მოწმეებსა და რელიგიურ თავისუფლებაზე დავწერე. მასწავლებელმა ჩემი დავალება ბიბლიოთეკაში გამოაკრა, რომ ვისაც სურდა, წაეკითხა. ამას წინათ ჩემს ნათლობაზე დავწერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის დღე ჩემთვის. ჩვეულებრივ, კლასელები ერთმანეთს ვაკითხებთ შავად დაწერილ თემას, ასე რომ, თანაკლასელებს საშუალება მიეცათ, ჩემი დავალება წაეკითხათ. ერთმა გოგონამ მითხრა: „ძალიან მომეწონა. კარგია, როცა იცი, რა მოეთხოვება მას, ვინც იეჰოვას მოწმე ხდება. გილოცავ ნათლობას!“ სხვამ კი მითხრა: „შენი თემა შესანიშნავადაა დაწერილი! მიხარია, რომ ასეთი ძლიერი რწმენა გაქვს!“ ერთმა ბიჭმა უბრალოდ მომწერა: „საზრიანი ადამიანი ხარ. ყოჩაღ!“»

▪ როდესაც მელისა 11 წლის იყო, უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, რომ თავისი რწმენის შესახებ ესაუბრა. „ერთხელ სკოლის ექთანი გაკვეთილზე შემოვიდა და იმუნურ სისტემაზე დაგვიწყო ლაპარაკი. ყურადღება სისხლის გადასხმაზეც გაამახვილა. გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელს სისხლთან დაკავშირებულ ვიდეოკასეტაზე ვესაუბრე, რომელიც მეორე დღეს სკოლაში მივიტანე. მასწავლებელმა სახლში წაიღო ეს ვიდეოკასეტა და ოჯახთან ერთად უყურა. მომდევნო დღეს, მან სკოლაში მოიტანა ის და ჩემი კლასის ჩათვლით ორ კლასს უჩვენა. შემდეგ დადებითად ისაუბრა იეჰოვას მოწმეების შესახებ და კლასის გასაგონად თქვა: ისინი რომ არა, სისხლის გადასხმის გარეშე ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობა დღეს არ იქნებოდაო. როდესაც ვიდეოკასეტა დამიბრუნა, მკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამ კასეტის ეგზემპლარის მიღება სკოლის ბიბლიოთეკისთვის. კასეტა მივეცი, რამაც ძალიან გაახარა ის და მეც კმაყოფილი დავრჩი!“

ჰოლი, ჯესიკა და მელისა იმ მოწმეებს შორის არიან, რომლებიც ბიბლიური რჩევის შესაბამისად მოქმედებენ და ახსოვთ თავიანთი შემოქმედი (ეკლესიასტე 12:1). იქცევი შენც ასე? თუ ასეა, დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვას გულს უხარებ (იგავები 27:11; ებრაელები 6:10).

ახალგაზრდებო, როცა თანაკლასელებსა და მასწავლებლებს თქვენი რწმენის შესახებ ესაუბრებით, მძლავრ დამოწმებას იძლევით იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. ეს რწმენას გიძლიერებთ და თქვენც გეამაყებათ ის, რომ წილად გხვდათ პატივი, ღვთის მსახურთა შორის იყოთ (იერემია 9:24). სკოლაში ქადაგება აგრეთვე დამცავია. ჯესიკა ამბობს: „ჩემს რწმენაზე ლაპარაკი იმითაცაა კარგი, რომ თანაკლასელები აღარ ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და იმის გაკეთებისკენ მიბიძგონ, რაც ბიბლიას ეწინააღმდეგება“.

[სურათები 14 გვერდზე]

ჰოლი

[სურათები 14, 15 გვერდებზე]

ჯესიკა

[სურათები 15 გვერდზე]

მელისა