არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცოცხალი სამკაულები მწერთა სამყაროდან

ცოცხალი სამკაულები მწერთა სამყაროდან

ცოცხალი სამკაულები მწერთა სამყაროდან

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

ტროპიკული ტყეების ხეთა ვარჯებში ცოცხალი ძვირფასეულობის ათასობით „ქვა“ იმალება. ზოგი ოქროსა და ვერცხლის მსგავსად ბრწყინავს, სხვები კი ზურმუხტის, ლალისა და საფირონის მსგავსად კრთიან. ადამიანის თვალისთვის უმეტესად უხილავი ეს ტყის ძვირფასეულობა ხოჭოები არიან.

რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა ხოჭოებზე ფიქრობთ? შავი ფერის ხოჭო, უცნაური გროტესკული გარეგნობით, რომელიც სწრაფად დარბის თქვენ ფეხქვეშ? სინამდვილეში, ხოჭოები ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი არსებები არიან დედამიწაზე. ცხოველების შესახებ დაწერილი ერთი წიგნის თანახმად, თითქმის 400 000-ზე მეტი სახეობის ხეშეშფრთიანები — როგორც ბიოლოგიაში ეწოდება რიგს, რომელშიც ხოჭოებია გაერთიანებული — შეიცავს მთელ პლანეტაზე ცნობილ ცხოველთა სახეობების თითქმის მესამედს (The Guinness Book of Animal Records). და თუ ოდესმე ძალიან მოგინდათ ცხოველთა ახალი სახეობის აღმოჩენა, შეგიძლიათ ისინი ხოჭოებში მოძებნოთ. ენტომოლოგმა დ-რმა ტერი ერვინმა გამოთვალა, რომ, შესაძლოა, არსებობს მილიონზე მეტი ხოჭოს სახეობა, რომელიც მეცნიერებისთვის უცნობია. საოცარია, რომ ტერი ერვინმა მხოლოდ 19 დიდ ტროპიკულ ხეში 1200 სახეობის ხოჭო აღმოაჩინა.

საოცარი მრავალფეროვნება

თუ მხედველობაში მივიღებთ ხოჭოს სახეობათა რიცხვს, აღარ გაგვიკვირდება მათი ფორმისა და ზომის მრავალფეროვნება. ზოგი „იმდენად დიდია, რომ ადრე კოლექციონერები ქვიშით დატენილ სანადირო თოფს იყენებდნენ მათ ჩამოსაგდებად“, — ნათქვამია ჟურნალ „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“. სხვები კი „იმდენად პატარები არიან, რომ შეუძლიათ ფუტკრის ტუჩზე იმოგზაურონ. არიან ისეთი ხოჭოებიც, რომლებიც მუზეუმში იკვლევენ გზას და ხოჭოების კოლექციას შეექცევიან“, — ამბობს ჟურნალი.

ხოჭოების კოლექცია შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს. მის ფასზე ზეგავლენას ახდენს როგორც ფერი, ასევე სახეობის იშვიათობა. ულვაშფირფიტოვანი ხოჭოები არიან მწვანე და წითელი ფერის, ასევე ვერცხლისფერი და ოქროსფერი. მაგალითად, მკვეთრი წითელი ფერის ულვაშფირფიტოვანი ხოჭო შეიძლება 200 დოლარად გაიყიდოს, მაშინ როცა იგივე ხოჭო ოქროსფერი ელვარებით ორჯერ ძვირი ღირს.

გრძელულვაშებიანი ხარაბუზებიდან ზოგი შთამბეჭდავი და ჭრელი მოხატულობით გამოირჩევა. სხვა ხოჭოები კი ათასგვარ ფერებად მოხატულ მოზაიკასავით ბრჭყვიალებენ. თავიანთი მოციმციმე მწვანე და ლურჯი ფერებით ისინი კოლიბრისაც გაეჯიბრებიან. მაგრამ ხოჭოები მხოლოდ შეფერილობის გამო არ ფასობენ. მცენარეული ნარჩენებისა და ნაკელის გადამუშავებით, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემის დაცვაში.

სამკაულის მწერები

მწერთა სამყაროს ამ ცოცხალ სამკაულებს, ხოჭოებს, მხოლოდ კოლექციონერები როდი აფასებენ. ამერიკაში ზოგი ქალი ფერად-ფერადი ხოჭოს ფრთებს ძაფზე ასხამს და ყელსაბამს აკეთებს. მექსიკის ზოგ მხარეში სამკაულის ხოჭოთა (პეწიანები) — ისინი მართლაც ამართლებენ თავიანთ სახელს — ფრთებზე აწებებენ ფერადი მინის ნატეხებს ან მძივის პატარა ბურთულებს და მათ ცოცხალ გულსაბნევებად აქცევენ, რომლებიც მფლობელის ტანსაცმელზე მოკლე ჯაჭვზე აცმულები „დაცოცავენ“.

ხოჭოების შორიდან ყურებას მიანიჭებდით უპირატესობას თუ უფრო ახლოდან ნახვას, ეს ცოცხალი სამკაულები ნათლად ცხადყოფენ დედამიწაზე ცოცხალი არსებების სირთულესა და მშვენიერებას.

[ჩარჩო/სურათი 16 გვერდზე]

ფოთლიჭამია ხოჭოები

ზოგი ხოჭო ლამაზია, მაგრამ ზიანი მოაქვს. მაგალითად, ფოთლიჭამია ხოჭოები ხარბად შეექცევიან სხვადასხვა სახეობის მცენარისა და, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფოთლებს, ღეროსა და ფესვებს.

თუმცა ფოთლიჭამია ხოჭოების დაახლოებით 25 000 სახეობაა ცნობილი, ფერმერთა უმრავლესობას სახელით შეიძლება მხოლოდ ერთი გაახსენდეს — კოლორადოს ხოჭო. 1859 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ახალმოსახლეებმა პირველად აღმოაჩინეს ეს ხოჭო, როგორც კარტოფილის მოსავლის საშინელი მტერი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს ხოჭო ევროპასაც შეესია და ამჟამად მთელ კონტინენტზე — აზიაშიც კი — გავრცელდა.

ინსექტიციდების მიმართ რეზისტენტულობის უნარის განვითარების გამო კოლორადოს ხოჭო საშიში მავნებელი გახდა. დღეისათვის, სასოფლო-სამეურნეო, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებების ერთობლივი ძალებით ეს გაუმაძღარი ფოთლიჭამია ჩიხშია მომწყვდეული.

[სურათი]

კოლორადოს ხოჭო, შეერთებული შტატები.

[საავტორო უფლება]

Scott Bauer/Agricultural Research Service, USDA

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

ჩემპიონი ხოჭოები

▪ ხოჭოები აგრეთვე მწერთა სიცოცხლის ხანგრძლივობაში რეკორდს ამყარებენ. თუმცა მრავალი მწერი ერთ წელზე ნაკლებს ცოცხლობს, ზოგი პეწიანა ხოჭო 30 წელს ამეტებს, ერთმა კი 47 წლამდე იცოცხლა. პეწიანა ხოჭოები „თავიანთ კვერცხებს ცოცხალი ხის ქერქქვეშ დებენ, — ნათქვამია ერთ წიგნში. — როცა ხეს ჭრიან, ხშირად, ზოგი მატლი ცოცხალი რჩება და ხის მასალის საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს; და რადგან ზოგი სახეობის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება, საბოლოოდ, მოზრდილი ხოჭოები შეიძლება ამ ხისგან დამზადებული ავეჯიდან გამოძვრნენ“ (The Guinness Book of Animal Records).

▪ გოლიათი ხოჭოები მწერთა სამყაროში მძიმე წონის ჩემპიონები არიან ტროპიკული აფრიკიდან. ზოგიერთი მამრი 100 გრამს იწონის, რაც სამჯერ აღემატება სახლის თაგვის წონას.

▪ ყველაზე მძიმე წონის აწევისთვის (ზომის პროპორციულად) პირველობა ეკუთვნის რქაღერძა ხოჭოს Dynastinae-ს ქვეოჯახიდან. ამ ძლიერ არსებას შეუძლია თავის სხეულზე 850-ჯერ მეტი ტვირთი ასწიოს.

[სურათი]

გოლიათი ხოჭო, კონგოს დემოკ. რესპუბლიკა.

[საავტორო უფლება]

Faunia, Madrid

[სურათი]

რქაღერძა ხოჭო, ეკვატორული გვინეა.

[სურათი 16 გვერდზე]

სამკაულის ხოჭო, მექსიკა.

[სურათი 16 გვერდზე]

სამკაულის ხოჭო, ჰონდურასი.

[სურათი 16 გვერდზე]

სამკაულის ხოჭო, კოსტა–რიკა.

[სურათი 17 გვერდზე]

ხარაბუზა, ინდონეზია.

[სურათი 17 გვერდზე]

ულვაშფირფიტოვანი ხოჭო, ტაილანდი.

[სურათი 17 გვერდზე]

ფოლადისფერი ქერქიჭამია ხოჭო, ტაილანდი.

[სურათი 17 გვერდზე]

ფოლადისფერი ქერქიჭამია ხოჭო, უნგრეთი.

[სურათი 17 გვერდზე]

სამკაულის ხოჭო, ჰონდურასი.

[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]

Top left and middle: © David Hawks; right: © Barbara Strnadova/Photo Researchers, Inc.

[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]

Top left to right: First three: Faunia, Madrid; fourth: Gyorgy Csoka, Hungary Forest Research Institute, www.insectimages.org; fifth: © Barbara Strnadova/Photo Researchers, Inc.