წიგნი, რომელმაც გავლენა მოახდინა ბავშვის ცხოვრებაზე
წიგნი, რომელმაც გავლენა მოახდინა ბავშვის ცხოვრებაზე
რამდენიმე წლის წინ სავინიენმა, პენსილვანიის შტატის (აშშ) პატარა ქალაქში მცხოვრებმა ცხრა წლის ბიჭმა, დაწერა სამადლობელი წერილი წიგნისთვის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ დაამთავრა ამ წიგნის კითხვა; ის სავსეა სურათებით, რომლებზეც გამოსახულია ბიბლიური პერსონაჟები და ბიბლიური შემთხვევები.
„ვფიქრობ, — წერს ის გამომცემლობას, — თქვენ კვლავაც უნდა დაბეჭდოთ ეს წიგნი; ამით ჩემ მსგავსად სხვა პატარა ბავშვებსაც დაეხმარებით, უფრო მეტი იცოდნენ ბიბლიის შესახებ.
ამ წიგნიდან გავიგე, რომ ბიბლიაში რაც წერია, სიმართლეა და იმისთვის დაიწერა, რომ ვისწავლოთ და მომავლის იმედი გვქონდეს.
ეს ყველაფერი არ მეცოდინებოდა, თქვენ რომ ბავშვებით არ დაინტერესებულიყავით და არ გაგემარტივებინათ ბიბლიაში ჩაწერილი“.
მშობლებო, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ წაახალისოთ თქვენი შვილები, უფრო მეტი გაიგონ ბიბლიის შესახებ? თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ 116 მოთხრობისგან შემდგარი 256-გვერდიანი წიგნი „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, რომელშიც ბიბლიურ პერსონაჟებსა და მოვლენებზეა მოთხრობილი. შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ წიგნი „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.