არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი?

უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი?

უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი?

ერთ-ერთი პრესვიტერიანული ჟურნალი (The Presbyterian and Reformed Review) 1902 წელს იუწყებოდა ბიბლიის „ამერიკული სტანდარტული თარგმანის“ გამოცემის შესახებ. ის XVII საუკუნეში გამოქვეყნებული „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ გადამუშავებული ვარიანტია, რომელიც 1901 წელს გამოიცა. ჟურნალში საუბარია იმის თაობაზე, თუ რამდენად მართებულია ინგლისურ ბიბლიაში ღვთის სახელის, იეჰოვას, ხშირად მოხსენიება:

«ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ღვთის პირადი სახელია; მას სურს, რომ თავისი ხალხი ამ სახელით იცნობდეს — როდესაც ღვთის სახელს აღწერილობითი ტიტულებით ცვლიან, ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი იკარგება. რასაკვირველია, ბევრს დაობენ იმის შესახებ, თუ ზუსტად როგორ წარმოითქმება ღვთის სახელი; და დარწმუნებით არავინ იცის, რამდენად სწორია ღვთის სახელის ფორმა —„იეჰოვა“. მაგრამ ინგლისელი მკითხველისთვის ღვთის სახელის სწორი ფორმის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. „იეჰოვას“ შეცვლა „იაჰვეთი“ ან სხვა რომელიმე ფორმით, რომლებსაც ამჟამად სქოლასტიკოსები მეტ-ნაკლები სიზუსტით იყენებენ, უბრალოდ პედანტიზმია. ჩვენი აზრით, დიდი მიღწევაა, რომ თანამედროვე ინგლისური თარგმანის წყალობით ძველ აღთქმაში ინგლისელი მკითხველი პირველად შეხვდება არაერთხელ გამოყენებულ ღვთის სახელს — „იეჰოვას“, და აგრეთვე გაიგებს, რას ჰპირდება იეჰოვა თავის ხალხს და რას აკეთებს ის მათთვის“.

ინგლისური ბიბლიის ბევრი სხვა თარგმანი იყენებს ღვთის სახელს „იეჰოვას“ ან სხვა ფორმას. ღვთის სახელი აგრეთვე გვხვდება სხვადასხვა ენაზე ნათარგმნ ბიბლიებში, რაც შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ. ღმერთმა მოსეს თავის სახელთან — იეჰოვასთან — დაკავშირებით უთხრა: „ეს არის საუკუნოდ სახელი ჩემი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე“. ამიტომ, დღეს ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ მართებულია ღვთის სახელის გამოყენება (გამოსვლა 3:13—15).

[სურათები 31 გვერდზე]

ფსალმუნის 82:19 ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში.

ტსონგა

შონა

ვიეტნამური

ესპანური

ჰინდი

ტაგალური

ინგლისური