მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ბავშვები ახლახან წავიკითხე სტატია „რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული ასაკიდან აღზრდა?“ (8 დეკემბერი, 2004). ეს სტატია ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, თქვენთვის წერილი მომეწერა. მყავს გოგონა, რომელიც მალე ხუთი წლის გახდება. ვფიქრობდი, რომ მის ცხოვრებაში ნებისმიერი წუთი დაგეგმილი უნდა მქონოდა. მაგრამ ჟურნალში ნათქვამია, რომ ზოგიერთი პედაგოგის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია თამაშები, რომლებსაც ბავშვები თავად იგონებენ, რადგან ასეთი თამაშები ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ და ემოციურ განვითარებას; აგრეთვე მათ უვითარებს შემოქმედებით და სხვებთან ურთიერთობის უნარს. დიდი მადლობა! გთხოვთ, განაგრძოთ მსგავს თემებზე სტატიების გამოქვეყნება.
ი. კ. (რუსეთი).
ეს სტატია რომ წავიკითხე, ჩემდაუნებურად, ცრემლები გადმომცვივდა. გამახსენდა ჩემი თავი 29 წლის წინათ, როდესაც ახალგაზრდა დედა ვიყავი და იეჰოვას არ ვიცნობდი. მაშინ ბევრი შეცდომა დავუშვი. მაგრამ სინანულის ცრემლები სიხარულის ცრემლებად მექცა. ჩემს ქალიშვილს სულ ერთი კვირის წინ თავად შეეძინა პირველი შვილი. ძალიან მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ჩემს შვილიშვილს იეჰოვას მოყვარული მშობლები ჰყავს და ისინი ასეთი სტატიებით ისარგებლებენ.
ი. ჰ. (შეერთებული შტატები).
„ახალგაზრდების შეკითხვები“ დიდი მადლობა სტატიისთვის „ახალგაზრდების შეკითხვები . . . როგორ გავუმხილო მას ჩემი გრძნობები?“ (8 ნოემბერი, 2004). არც ისე დიდი ხნის წინ ერთმა ახალგაზრდა გოგომ ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა. მე ჯერაც არ მქონდა მისადმი გრძნობები განელებული და ამიტომ ვიმედოვნებდი, რომ ის კვლავ დამიბრუნდებოდა. მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი ოცნება იყო და მეტი არაფერი. ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, ახლა პირველად დავინახე, რომ სიმართლეს თვალებში უნდა შევხედო. დიდი მადლობა ასეთი პრაქტიკული თემების განხილვისთვის. კიდევ ერთხელ დავინახე, თუ როგორ შეიძლება ბიბლიური პრინციპები დაგვეხმაროს.
ი. კ. (იაპონია).
ეს სტატია დამეხმარა, მდგომარეობა რეალურად შემეფასებინა. მისი დახმარებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშინვე არ გამემხილა ჩემი გრძნობები და მეტ ხანს მომეცადა. და რაც მთავარია, ამ სტატიამ აღმძრა, მეტი გამეკეთებინა კრებაში, რათა უკეთესი რეპუტაციით მესარგებლა და აგრეთვე იეჰოვასთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონოდა. ამგვარად მოქმედება ყველასთვის უფრო მიმზიდველ პიროვნებას გამხდის. დიდი მადლობა ახალგაზრდების მიმართ ყურადღების ასეთი სახით გამოვლენისთვის!
დ. კ. (ჰოლანდია).
ერთხელ მეგობარი მესაუბრა იმ ადამიანზე, რომელიც მას მოსწონდა. ის რჩევას მთხოვდა. ვეცადეთ, დავფიქრებულიყავით ბიბლიურ პრინციპებზე. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გავოცდით, როდესაც მომდევნო დღესვე ეს ჟურნალი მივიღეთ! დიდი მადლობა ასეთი სტატიების დაბეჭდვისთვის!
ჯ. ს. (ირლანდია).
მე 14 წლის ვარ. ჩემს კლასში სიყვარული და სასიყვარულო ურთიერთობები ხშირად არის სასაუბრო თემა. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი გავიგე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევარჩიო მომავალში მეუღლე. აგრეთვე გავიგე, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე და გვაძლევს კარგ რჩევებს. საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობაში მინდა გონივრულად, ანუ ღვთისმოსაწონად, მოვიქცე. გთხოვთ, მომავალშიც განაგრძოთ ასეთი შესანიშნავი სტატიების გამოქვეყნება.
კ. ი. (იაპონია).
„იეჰოვა, შენ მიპოვე მე!“ ამ სტატიის (8 ოქტომბერი, 2004) წაკითხვისას თვალებზე ცრემლები მომადგა. ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არ არიან და მათ ჩემთვის არაერთი პრობლემა შეუქმნიათ. ძალიან მიხარია, რომ ნელიმ სიმტკიცე შეინარჩუნა და არ უღალატა თავის გადაწყვეტილებას — ემსახურა იეჰოვასთვის.
კ. ლ. (იამაიკა).
ჩემზე ასე ძალიან არასოდეს უმოქმედია ვინმეს თავგადასავალს. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, თუ რას ნიშნავს, ახალგაზრდობაში მტკიცედ იდგე შენს პოზიციაზე და დაიცვა ჭეშმარიტება. ოთხი წლის განმავლობაში მე ჩემს ოჯახში იეჰოვას ერთადერთი მსახური ვიყავი. ნელის მიმართ იეჰოვას მიერ გამოვლენილმა მზრუნველობამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. დიდი მადლობა ამ გამამხნევებელი ბიოგრაფიისთვის. მადლობა, ნელი!
გ. ვ. (გერმანია).