მხარი დაუჭირეთ ახალგაზრდებს
მხარი დაუჭირეთ ახალგაზრდებს
ახალგაზრდებს იმის მოთხოვნილება აქვთ, რომ ვინმეს თავიანთ მიზნებზე, იმედებსა თუ პრობლემებზე ესაუბრონ. მათ ნამდვილი მეგობრები სჭირდებათ. და რაც უფრო იზრდებიან, მით უფრო მეტად გრძნობენ იმის აუცილებლობას, რომ ინდივიდუალურ პიროვნებებად იგრძნონ თავი. როდესაც ასეთ დროს მშობლები შვილებს მხარში უდგანან, ისინი მათ სხვადასხვა რამით, მათ შორის ინტერნეტით, გამოწვეული საზიანო ურთიერთობისგან იცავენ.
▪ ახალგაზრდებს სჭირდებათ საუბარი. ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ახალგაზრდები თავს არიდებენ გულახდილ საუბარს იმაზე, თუ რას გრძნობენ და განიცდიან, ან თითქოს რაღაცას მალავენ. მაგრამ, მშობლებო, დარწმუნებულნი იყავით, რომ მათ ნამდვილად სურთ თქვენთან საუბარი როგორც სერიოზულ, ისე ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგრამ ისმის კითხვა, მზად ხართ მათ მოსასმენად? (იაკობი 1:19).
ნუ დაუშვებთ, რომ ცხოვრების ორომტრიალმა შვილებთან ურთიერთობის ძვირფასი წუთები წაგართვათ. და თუ მაინც ვერ ნახულობთ დროს შვილებისთვის, სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ შემდეგ ბიბლიურ რჩევაზე: „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). რა უნდა იყოს თქვენს შვილებზე უფრო მნიშვნელოვანი?!
ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენი შვილები თქვენთან საუბარს თანატოლებთან საუბარს ამჯობინებენ. ჩატარდა ერთი გამოკვლევა, რომელშიც 6—12 კლასის 17 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებს სთხოვეს, შეეფასებინათ, თუ ვინ ახდენდა მათზე ყველაზე დიდ გავლენას — მშობლები, მეგობრები, პოპულარული ადამიანები, მასმედია თუ მასწავლებლები, და თითოეულისთვის 0-დან 5-მდე შესაბამისი ქულა მიეწერათ. 0 ნიშნავდა არანაირ გავლენას, 5 კი — ყველაზე დიდ გავლენას. მოსწავლეების თითქმის ნახევარმა მშობლების გავლენა 5 ქულით შეაფასა.
აშკარაა, რომ შვილებში ფასეულობების ჩანერგვასა თუ მათი მიზნების დასახვაში ძირითადი წვლილი მშობლებს მიუძღვით. „შეიძლება შვილთან ლაპარაკით ბევრს ვერ მიაღწიოთ, — ამბობს ერთი მშობელი, — მაგრამ თუ არ დაელაპარაკებით, საერთოდ ვერაფერს ვერ მიაღწევთ“.
▪ ახალგაზრდებს სჭირდებათ მეგობრები. „ჩვეულებრივ მშობლებმა არ იციან, ვისთან აქვს მათ შვილს ურთიერთობა ინტერნეტში, ან უბრალოდ არ ცდილობენ, გაიგონ“, — ამბობს 15 წლის გოგონა. თუ გავითვალისწინებთ, რა დროში ვცხოვრობთ, მშობლები გულგრილად არ ანდა მოეკიდონ იმას, თუ ვის უკავშირდება მათი შვილი ინტერნეტის საშუალებით. იცით ვისთან ატარებს დროს თქვენი შვილი პირისპირ თუ ინტერნეტით? ბიბლიაში ნათქვამია: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ამიტომ თქვენ საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ, კარგად იცოდეთ, ვისთან აქვს თქვენს შვილს ურთიერთობა.
იგავები 13:20). ამიტომ, შვილებს უნდა დაეხმაროთ, რომ შეიძინონ კარგი მეგობრები. ასეთი მეგობრების პოვნა მათ შეუძლიათ ისეთ ახალგაზრდებში, რომლებსაც ახსოვთ თავიანთი შემოქმედი და ამით სხვებს მაგალითს აძლევენ (ეკლესიასტე 12:1).
შვილზე ზრუნვაში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ უბრალოდ საზიანო გავლენისგან დაიცვათ ის. ბავშვებს კარგი მეგობრები სჭირდებათ. „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“, — გვეუბნება ბიბლია (იეჰოვა ღმერთი მეგობრებად მხოლოდ მათ ირჩევს, ვინც მის მოთხოვნებს შეესაბამება. მეგობრების არჩევაში ჩვენც მსგავსი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ — ჩვენი მეგობრებიც იეჰოვას მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ (ფსალმუნი 15:1—5; ეფესოელები 5:1). მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც შვილს სიტყვით თუ საქმით ასწავლით, არის ის, თუ როგორ აირჩიოს ნამდვილი მეგობრები (2 თესალონიკელები 3:6, 7).
▪ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომ ინდივიდუალურ პიროვნებებად იგრძნონ თავი. ზრდასთან ერთად ბავშვი პიროვნებად ყალიბდება — მას ინდივიდუალური აზროვნება და ხასიათი უვითარდება. ბიბლიური იგავი ამბობს: „თვისი საქციელის მიხედვითაც იცნობა ყმაწვილი“ (იგავები 20:11, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). თქვენი, როგორც მშობლის, ერთ-ერთი ამოცანაა, გულში ჩაუბეჭდოთ შვილს სამართლიანი პრინციპები (მეორე კანონი 6:6, 7).
მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: პატარა ბავშვს ჩვეულებრივ მშობლები ყოველდღე ეუბნებიან, თუ რა ჩაიცვას, და ამით ცდილობენ მასში კარგი გემოვნების განვითარებას. მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 30 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ისევ მშობლები კარნახობენ, თუ რა ჩაიცვას? ამის გაფიქრებაც კი ღიმილის მომგვრელია! ახალ პიროვნებად ჩამოყალიბებას ბიბლია ტანსაცმლის ჩაცმას ადარებს და მოგვიწოდებს: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“, რომელიც ქრისტეს მსგავსია (კოლოსელები 3:10). თქვენ შეძლებთ, შვილებს დაეხმაროთ „ახალი პიროვნებით“ შემოსვაში, თუ სიყვარულით დაარიგებთ და აღზრდით (ეფესოელები 6:4). როდესაც ბავშვი გაიზრდება და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდება, უფრო მეტი ალბათობაა, რომ თავადვე გადაწყვიტოს „ახალი პიროვნებით“ შემოსვა, რომელიც მისთვის ნამდვილად მიმზიდველი იქნება (მეორე კანონი 30:19, 20).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: «სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვთ ჩემს შვილებს ბიბლიური ფასეულობების მიმართ? როგორ დავეხმარო მათ, რომ ‘აზრიანად იცხოვრონ’?» (ტიტე 2:12). თქვენი მიზანი ის არ უნდა იყოს, რომ შვილი ავტომატურად დაგემორჩილოთ. ზოგი ბავშვი უსიტყვოდ ემორჩილება მშობლებს და არასოდეს ეკამათება მათ. მაგრამ დღეს თუ ბავშვი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებს იმას, რაც თქვენ გინდათ, ხვალ მორჩილად გააკეთებს იმას, რაც ქვეყნიერებას ენდომება. ამიტომ, ბავშვები ისე აღზარდეთ, რომ „გააზრებულად“ იმოქმედონ (რომაელები 12:1). დაანახვეთ მათ, თუ რატომ არის ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება გონივრული და რით არის ისინი სასარგებლო (ესაია 48:17, 18).
მართალია, ახალგაზრდების დახმარება ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს! თუ თქვენი შვილები იმ სამართლიანი პრინციპებით ცხოვრობენ, რომლებიც ჩაუნერგეთ, თქვენ შეგეძლებათ თამამად თქვათ: „შვილები — მემკვიდრეობაა იეჰოვასგან“ (ფსალმუნი 127:3).
[სურათები 9 გვერდზე]
დაეხმარეთ შვილებს, რომ აირჩიონ ქრისტიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა.