„მეფე, რომელსაც იეჰოვას სული ხელმძღვანელობს, კურთხევებს მოგვიტანს!“
„მეფე, რომელსაც იეჰოვას სული ხელმძღვანელობს, კურთხევებს მოგვიტანს!“
▪ „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“. ბიბლიაში, კერძოდ, ეკლესიასტეს 8:9-ში მოცემული ეს განაცხადი მართებულად აღწერს მმართველ ადამიანთა ბუნებას. შეგვიძლია ადამიანებს, რომ უკეთესი მმართველები ვიყოთ, თუ ყველაფერი ძველებურად დარჩება? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს საჯარო მოხსენება, რომელიც წარმოითქმება 2008 წელს გამართულ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესებზე „მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“ მოხსენებაში „მეფე, რომელსაც იეჰოვას სული ხელმძღვანელობს, კურთხევებს მოგვიტანს!“ ყურადღება გამახვილდება პიროვნებაზე, რომელსაც ნამდვილი სიყვარული და სამართლიანობა ახასიათებს; ეს პიროვნება იესო ქრისტეა, რომელმაც ჩვენთვის სიცოცხლე გასწირა (მათე 20:28).
რით განსხვავდება იესო სხვა დანარჩენი მმართველებისგან? ამ კითხვაზე პასუხს ღვთის წინასწარმეტყველი ესაია გვცემს: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული; სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში. შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ (ესაია 11:2—4).
მოგწონთ ასეთი მმართველი? თუ დიახ, სიამოვნებით გიწვევთ ამ საჯარო მოხსენების მოსასმენად, რომელიც ამ თვის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში ასობით საოლქო კონგრესზე წარმოითქმება. თქვენთვის უახლოესი საოლქო კონგრესის მისამართის გასაგებად დაუკავშირდით ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს ან ამ ჟურნალის გამომცემლებს, რომელთა მისამართებიც მე-5 გვერდზეა მოცემული.